მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა – საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებული იყო. „ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“. ადგილზე შესაბამისი სამსხურები არიან მობილიზებული.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე წარადგენს. პრეზიდენტის ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას, მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა […]
ბაღდათში სტიქიამ პრობლემები შექმნა

ბაღდათში სტიქიამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა, ასევე დაზიანებულია სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
7-კაცა | მეორე ეტაპი ჰამბურგში

საქართველოს 7-კაცა მომავალ კვირაში გერმანიაში, ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც 28-30 ივნისს რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს ითამაშებს. პირველი, მაკარსკას (ხორვატია) ეტაპის მეოთხე ადგილზე დასრულების შემდეგ, საქართველოს 14 ქულა აქვს და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ამისათვის საჭიროა, რომ ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა ჰამბურგში მაკარსკის შედეგი გაიმეოროს. მოცემული მომენტისთვის ჩემპიონატს […]
პარლამენტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. საქმე ეხება ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ასევე, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტო აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით დაიძლევა.
კიდევ ერთხელ ლეგიტიმური კითხვები გვიჩნდება – როგორ შეიძლება, ის რაც სხვა ქვეყნებში დემოკრატიას ემსახურება, საქართველოში დემოკრატიას უთხრიდეს ძირს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კირცხალია კანადის სენატის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონის დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც აღნიშნული კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციასა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას. „ყველა ასაბუთებს ამ კანონის მიღებას იმით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მათი სუვერენული სიმყარისთვის და მათი სუვერენული უსაფრთხოებისთვის. ზუსტად იგივე მიზნები […]
მეტრო ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა
მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა. ინფორმაციას “ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია ადასტურებს. ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია. „ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
ზურაბიშვილი იმდენად არის ვეტოს დადებას მიჩვეული, ამის გარეშე ვეღარ წარმოუდგენია
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ემსახურება არჩევნების მაღალი, დემოკრატიული ხარისხით, გამჭვირვალედ ჩატარებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა ვეტოს დაძლევს. „ზურაბიშვილი იმდენად არის ვეტოს დადებას მიჩვეული, ამის გარეშე ვეღარ წარმოუდგენია. ეს უფრო კაპრიზს ჰგავს, ვიდრე რაიმე სახის სამართლებრივ ნაბიჯს, რა […]
ბევრი ინანებს იმ დაპირისპირებას, რაც ამ კანონს მოჰყვა – მარიამ ლაშხი
გეოგრაფიული არეალი იზრდება, აღნიშნულ კანონს აქვს გაფართოება და მალე მთელი მსოფლიო შეთანხმდება, რომ უცხოური გავლენები გამჭვირვალე იყოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა კანადის სენატის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონის დამტკიცებას. „ჩვენ ამის ფონზე საქართველოში ვნებათაღელვას ვხედავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, […]
„ლავანდების გაშენება საცდელი პარტიით დავიწყეთ, დღეს კი პლანტაცია და 20-მდე პროდუქტი გვაქვს“ – „ტოტოს ლავანდები“

„ტოტოს ლავანდების“ პლანტაცია საგურამოში 2000 კვ.მ.-ზეა გაშენებული. ადგილზე ვიზიტორებს ლავანდების მონახულება და კომპანიის პროდუქციის, ასევე ნერგების შეძენა შეუძლიათ. თუ როგორც დაიწყო კომპანიამ საქმიანობა, რა ეტაპზეა მისი განვითარება და რა სიახლეებს შესთავაზებს მომხმარებლებს სამომავლოდ, ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელი ნინო სანიკიძე ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ლავანდების ბაღის გაშენება 2020 წელს, ინგლისიდან ჩამოტანილი საცდელი პარტიით დაიწყო. 2 […]