„ახალგაზრდა ბიჭია, 25 წლამდე, ვიცი, რომ ცოცხალია” – რას ამბობს თვითმხილველი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილ მოქალაქეზე

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე, ლიანდაგებში გადავარდა, კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველი “რუსთვი 2-თან” საუბარში აცხადებს, დაშავებული 20-დან 25 წლამდე პირია. “ახალგაზრდა ბიჭია, დაახლოებით 20-დან 25 წლამდე. არ ვიცი ჩახტა თუ ჩავარდა, ვერ გეტყვით ზუსტად. სასწრაფო მალევე მოვიდა და ამოიყვანეს. ვიცი, რომ ცოცხალია”, – განაცხადა თვითმხილველმა.
სტოლტენბერგის თქმით, წელს NATO-ს 32 წევრიდან 23-ის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-ს მიაღწევს

NATO-ს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის თქმით, 2024 წელს NATO-ს 32 წევრი ქვეყნიდან 23 ქვეყანაში თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2%-იან ნიშნულს მიაღწევს. 2023 წელს აღნიშნულ ნიშნულს მხოლოდ 10-მა წევრმა სახელმწიფომ მიაღწია, ხოლო 2024 თებერვალში ნავარაუდევი იყო, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2%-მდე გაზრდას წელს 18 ქვეყანა შეძლებდა. “ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის, განსაკუთრებით მაშინ, რომ დამატებითი თანხები […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტი ვეტო არ გაიზიარა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტი ვეტო არ გაიზიარა. ვეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს, სადაც ის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარადგინა. ქართული ოცნება პრეზიდენტის ადმინისტრაციას კვლავ დემოკრატიისა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებით უქმდება ცესკოში […]
დავით მათიკაშვილი – სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას

სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებს “ცოტა არგუმენტიც რომ დააყოლოს მისივე მდგომარეობას გააუმჯობესებს”, თუმცა ცოტა გაუჭირდება. როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შიშები, რომელიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას” მედროშე სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით […]
საჩხერის სამთო სკოლაში ზაფხულის საბაზისო და ტაქტიკურ-ტექნიკური კურსები დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა”, რომელიც ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, სამთო-ტექნიკურ მომზადებას მოიცავდა. „საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ კი, ,,სამთო მომზადების ზაფხულის ტაქტიკურ-ტექნიკური სამხედრო […]
ლაშა ფარულავა – როცა დემოკრატიას ძირს უთხრი, არღვევ ადამიანის უფლებებს, ახორციელებ რეპრესიებს, სავიზო სანქციების გარდა, ამას მოჰყვება ინდივიდუალური ფინანსური სანქციები

როდესაც დემოკრატიას ძირს უთხრი, არღვევ ადამიანის უფლებებს, თავს ესხმი დემოკრატიულ ძალებს, ახორციელებ რეპრესიებს, სავიზო სანქციების გარდა, ამას მოჰყვება ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომელიც ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სანქციები იქნება „დამანგრეველი ძალის“, რომელშიც მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მოჰყვება. „როდესაც დემოკრატიას ძირს უთხრი, არღვევ ადამიანის […]
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადება აბსურდულია – ჩინეთის საელჩო

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რობინ დანიგანის განცხადება პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის მიერ სან-ფრანცისკოში დადგენილ ხედვას ეწინააღმდეგება. „გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: „China Communications Construction Company-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს და China Communications Construction Company და […]
რა ცვლილებები შევიდა კანონში ქონების გაყოფასთან დაკავშირებით – იურისტი გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება

2024 წლის იანვარში კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც მოქალაქეს, რომელსაც სურს მისი უძრავი ქონების ორ ან მეტ ნაწილად დაყოფა, უნდა მოაგროვოს მთელი რიგი დოკუმენტები. როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ იურისტმა და სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მისი უძრავი ქონება რამდენიმე ნაწილად დაყოს, იქნება ეს მიწის ნაკვეთი, ბინა, […]
ყალბი ფულის გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ქალაქ თბილისში გასაღებულ იქნა, ჯამში, 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს […]
“მკაცრად ვგმობთ”- ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტის ინვესტორზე რობინ დანიგანის განცხადებას პასუხობს

საქართველოში ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტის ჩინურ ინვესტორთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას “მკაცრად გმობს” და აბსურდულს უწოდებს. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა ინტერვიუში კრიტიკული შეფასება გააკეთა ჩინური კომპანიის მიმართ, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტში საქართველოს მთავრობის მიერ ინვესტორად არის დასახელებული. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებული საპასუხო განცხადების მიხედვით, დანიგანის […]