ღუდუშაური ჰელსინკის კომისიის განხილვაზე: ჩემთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება მაცხოვარია

ჩემთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება, აბსოლუტური სიმართლისა და ჭეშმარიტების მატარებელი არის მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვარი. ვერცერთი ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება ვერ იქნება პრეიუდიცია და აბსოლუტურ ჭეშმარიტებად შემოსაღებული – მაშინ, როცა ხელსაწყოები გვაქვს და წავიკითხავთ, რა წერია სხვა კანონებსა და ქართულ კანონში. ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში, საქართველოზე გამართულ მოსმენას. ჰელსინკის კომისიაში […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობა: 1 პირი თევზს უკანონო ელექტროშოკური მოწყობილობით იჭერდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. “ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 4 კილოგრამამდე თევზი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, […]

ადიდებულმა მდინარე “ხანისწყალმა“ სოფელ ხანთან მისასვლელ გზას ძირი გამოუთხარა – კადრები ბაღდათიდან, სადაც სტიქიამ პრობლემები შექმნა

ადიდებულმა მდინარე “ხანისწყალმა“ სოფელ ხანთან მისასვლელ გზას ძირი გამოუთხარა. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

დავით მათიკაშვილი გონჩარენკოს განცხადებაზე – საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ცოდვებს მიხედონ

გონჩარენკომ მიხედოს საკუთარ ქვეყანას – საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩათრევის სრულიად ამორალურმა მცდელობამ რომ ფიასკო განიცადა, დგანან და ენას რომ ძვალი არ აქვს ტყუილების ტირაჟირებას ახდენენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას […]

თსსუ-ში ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა

17 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის” ფარგლებში, თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის „ენდევორი“-ს ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა პროფესორ რამაზ შენგელიას ლექცია თემაზე – “თანამედროვე და პალეომოსახლეობის გენეტიკური კვლევა – „ახალი ეტაპი ჰუმანიტარული […]

ირაკლი ფავლენიშვილი – რა თქმა უნდა, ამ სანქციების მთავარი სამიზნე ივანიშვილი უნდა იყოს

უკრაინელები, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრის, სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციაში ჩაფლობის, გეოპოლიტიკური და საგარეო კურსის ცვლილების უცვლელი კურსია, ამ ყველაფერს კი ივანიშვილი კრემლთან ერთად უნისონში აკეთებს, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა უკრაინელი ოპოზიციონერი დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადება, რომლის თქმით, „უნდა დასანქცირდეს ყველა […]

კანონზე რომ შინაარსობრივი დისკუსია შემდგარიყო, მასში ცვლილების შეტანის სივრცე და ნებაც არსებობდა

ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ ამერიკელი ექსპერტის ლინკოლნ მიტჩელის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ რუსულ კანონად მოხსენიება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან ან ვერ გამოიტანა შინაარსი ან უარესი შესანიშნავად გაიგო, მაგრამ იტყუება. ანჯაფარიძემ, ასევე ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს უპასუხა, რომლის თქმითაც, საქართველოში ზემოთ ხსენებულ კანონზე დებატები არ მომხდარა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეტყობა ელჩს გამორჩა მხედველობიდან ან განზრახ “დაავიწყდა,” რომ […]

სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა გაეროს კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ – სომხეთმა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 21 ივნისს გამოქვეყნებული განცხადებით, ერევანი ადასტურებს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის და თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების პრონციპებისადმი. სომხეთის პოზიციაა, რომ ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტის მოგვარების გზა ორი სახელმწიფოს არსებობაა, ამიტომ ამ პრინციპს მხარს უჭერს. ერევანი გმობს როგორც ისრაელში […]

ამერიკელი სენატორები მოითხოვენ რუსეთის აღიარებას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიციირებულია ორპარტიული კანონპროექტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ინიციატორები არიან რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი. კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით, რუსეთის მთავრობა ხელს უწყობდა და დღესაც უწყობს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს პოლიტიკური ოპონენტების და უცხო ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების წინააღმდეგ. კანონპროექტში საუბარია რუსეთის ქმედებებზე ჩეჩნეთში, სირიასა […]

საჩხერის სამთო სკოლაში ზაფხულის საბაზისო და ტაქტიკურ-ტექნიკური კურსები დასრულდა

საჩხერის სამთო სკოლაში ზაფხულის საბაზისო და ტაქტიკურ-ტექნიკური კურსები დასრულდა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა”, რომელიც ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, სამთო-ტექნიკურ მომზადებას მოიცავდა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ კი, ,,სამთო მომზადების […]