სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა, – შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, ერევანი შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს. „სომხეთის რესპუბლიკა ადასტურებს ერთგულებას ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი. სომხეთის […]
თბილისის საბავშვო ბაღებში ახალი სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 8 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 14 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები: 1. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად […]
ჩინეთის საელჩო ამერიკის ელჩის განცხადებას პასუხობს

ჩინეთის საელჩო ამერიკის ელჩის განცხადებას პასუხობს პეკინი მკაცრად გმობს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიაზე და მას აბსურდულს უწოდებს. „საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მაღალი დონის დიპლომატის მტკიცებები, თითქოს ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური კომპანია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ […]
პუტინი: დიდი შეცდომა იქნება, თუ სამხრეთ კორეა უკრაინას იარაღს მიაწვდის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „დიდი შეცდომა“ იქნება, თუ სამხრეთ კორეა უკრაინას ლეტალურ შეიარაღებას მიაწვდის, რის შესაძლებლობასაც სეული რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების პასუხად განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ვიეტნამში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „სამხრეთ კორეას, კორეის რესპუბლიკას არაფერი აქვს სანერვიულო, რადგან სამხედრო დახმარებაზე [ჩრდილოეთ კორეასთან] ჩვენი შეთანხმება მხოლოდ ხელმომწერებზე […]
ჩინეთის საელჩო: ამერიკის ელჩის კომენტარი ანაკლიის პორტზე აბსურდი და ფაქტებთან შეუსაბამოა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში “მკაცრად გმობს” ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის მიერ ინტერპრესნიუსთან გაკეთებულ კომენტარს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ჩინური CCCC კომპანიის მიერ. პრესსპიკერის განცხადებას ჩინეთის საელჩო ავრცელებს. როგორც ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, რობინ დანიგანის კომენტარი, რომ “ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიის” (CCCC) წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს” და “ჩინეთის კომუნისტური პარტია რუსული არმიის ნომერ […]
იურიდიულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ სადავო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტის შესახებ მოტივირებული შენიშვნები წარადგინა. პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. თუკი ცვლილება ძალაში შევა, ცესკო ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების […]
ცუდი ამბავი – კიტეიშვილი ჩეხეთთანაც არ იქნება

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ჩეხეთთან გამოტოვებს. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა გუნდთან ერთად დღესაც არ მიუღია. კიტეიშვილმა ტრავმა 10 ივნისს მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც პირველ ტურში თურქეთთანაც არ უთამაშია. შეხსენებისთვის, საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს თბილისის დროით 17:00 […]
მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა მოქალაქის, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მოქალაქე ლიანდაგებიდან საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
GWP იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც სასმელი წყლის ცისტერნები განთავსდება

GWP იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც სასმელი წყლის ცისტერნები განთავსდება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩამონათვალს აქვეყნებს, სად და როდის განთავსდება სასმელი წყლის ცისტერნები წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე. მისამართები, სადაც სასმელი წყლის ცისტერნები განთავსდება 21 ივნისის 09:30 – 13:00 – ვაკე, ნუცუბიძის ქ.N125 10:30 – 13:00 – ვაკე,ქავთარაძის ქ. N70-72 10:30 – 13:00 – ვაკე,მიხეილ შავიშვილის ქ.N1 […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 30 მაისს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 30 მაისს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკო-ს სხდომაზე კენჭისყრის […]