კახა კალაძე სანქციებზე – ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული არიან ის გარე ძალები, რომლებიც საქართველოში დამარცხდნენ – არ დავუშვებთ, რომ ვინმეს თავი ვაშანტაჟებინოთ

ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული არიან ის გარე ძალები, რომლებიც საქართველოში დამარცხდნენ. ინსტრუმენტები არ ელევათ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დააშანტაჟონ – არ დავუშვებთ, რომ ვინმეს თავი ვაშანტაჟებინოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. როგორც კალაძე აღნიშნავს, როდესაც საუბარია სანქციებზე, „ახსნა-განმარტება“ უნდა იყოს, თუ რის გამო. […]
ირაკლი კობახიძე – ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა

ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომა უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო. „ეს იყო მარტივი […]
ირაკლი კობახიძე – ტერორიზმის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი და ობიექტურია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტერორიზმის შესახებ ანგარიში ობიექტურია და ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი და ობიექტურია. “ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად არის ობიექტური, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების […]
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – სანქციები ნიშნავს დიალოგის და დიპლომატიის დასრულებას – უნდა ჩავერთოთ დიალოგში, უნდა ვისაუბროთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ბერკეტები

საქართველოსთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია: არ მსურს საქართველოსთვის კარის დახურვა, არ მსურს მასთან ხიდების დაწვა,- ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპულ გზას მხარს უჭერენ. „საქართველო არის […]
მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილზე – საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებასთან – ეს არის ახალი მეთოდი, ჯერ იჭერ ადამიანს და მერე ვითომ ჰუმანურობას იჩენ და გარეთ უშვებ

საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებასთან. აბსოლუტურად გაუგებარი იყო დაჭერის და გამოშვების პროცესიც – პირველი მოთხოვნა არის ყველა იმ ახალგაზრდის, პოლიტპატიმრის გამოშვება, რომელიც დღეს საპყრობილეშია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული და დაზიანებული […]
კობახიძე სანქციებზე: მარტივი პროვოკაციაა, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით

დე ფაქტო პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ლიეტუვისა და ესტონეთის სანქციებს “პროვოკაციას” უწოდებს. კობახიძემ გაიმეორა დღეს მთავრობის განცხადების ნარატივი და კვლავ ამტკიცებდა, რომ ეს ორი სახელმწიფო “გარე დაკვეთით” მოქმედებს. “ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და […]
კობახიძე EU-ის მინისტრებზე: ერთადერთი ნეგატიური დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვებია

დე ფაქტო პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება “განსაკუთრებული არაფერი” იქნება. კობახიძე ამტკიცებს, რომ “ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე აქვთ, დიპლომატირ პასპორტებზე შეზღუდვების შემოღებაა”. “წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი ის, თუ რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული, ამაზე გარეთ გამოსულია ინფორმაცია. ნუ ისეთი არაფერი, ერთადერთი ნეგატიური რაც უდევთ მაგიდაზე არის […]
ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა კეთილდღეობის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს სწორედ 2030 წლისთვის. „ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის წინაშე და არა […]
ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლოში ელისაშვილის გუნდის წევრები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული […]
,,კობახიძის პოლიტიკური კარიერა დამთავრებულია“ – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,კობახიძის პოლიტიკური კარიერა დამთავრებულია. მისი მოხსნა დროის საკითხია. პირი, რომელსაც უცხოეთში არ ჩაესვლება, პოლიტიკოსი ვერ იქნება. ლიეტუვის სანქციას ესტონეთიც მიჰყვა. ასე იქნება მთელს ევროპაში. უნგრეთი გინდ ყოფილა და გინდ არა. იქ შეიძლება ელჩად დანიშნონ:))”