მამუკა ხაზარაძე – „ქართული ოცნება“ იღებს დრაკონულ კანონებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას

[ქართული ოცნება] იღებს დრაკონულ კანონებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის ქართული ენის თემა, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის აღარ არის სავალდებულო, ეს არის საჯარო მოხელის ინსტიტუციაზე სერიოზული დარტყმა – ამას ჩვენ საკმაოდ სერიოზულ პროტესტს დავუპირისპირებთ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას […]

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი – საქართველოსთან დაკავშირებულმა ზომებმა საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ავნოს

ჩეხეთის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ღიად უნდა შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მთავრობა არ სურს თანამშრომლობა და თუ მთავრობა პირდაპირ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან […]

პროკურორი განმარტავს, რატომ მიმართეს სასამართლოს ალეკო ელისაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით

ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე განმარტავს, რატომ მიმართა პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით. როგორც გუბელაძე აღნიშნავს, ელისაშვილის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეების ინტენსივობა შემცირებულია, რის გამოც, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ განიხილა პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის […]

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის ლიდერები ოფისებში არიან შემალულები – გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია, მათ წააგეს არჩევნები, ქუჩა, ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას

ოპოზიციის ლიდერები ოფისებში არიან შემალულები, გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს არჩევნები, ქუჩა, ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას, ვერ ბედავენ ზოგადად გამოჩენას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში „მაიდანი“ არ გამეორებულიყო. „რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, მარტივად შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ „მაიდანი“, 2013-2014 წლები. ზუსტად იგივე სცენარია. ეს […]

კარიმ ბენზემა შესაძლოა, “რეალში” დაბრუნდეს, მაგრამ არა ფეხბურთელად

Relevo-ს ცნობით, “ალ-იტიჰადის” ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემა შესაძლოა, “რეალში” დაბრუნდეს, მაგრამ ეს ფეხბურთელის რანგში არ მოხდება. 36 წლის თავდამსხმელი კარიერის დასრულების სავარაუდო თარიღად 2025 წელს განიხილავს და ის უკვე შეუთანხმდა “ბლანკოსის” ხელმძღვანელობას, რომ კლუბის ელჩი გახდება. შეხსენებისთვის, ბენზემა “რეალის” ფორმას 14 წლის განმავლობაში ირგებდა შემდეგ მან საუდის არაბეთს მიაშურა. მიმდინარე სეზონში მან “ალ-იტიჰადის” რიგებში 10 […]

„ისინი მათ სიკვდილამდე სცემენ“ – TAZ-ის ინტერვიუ ზაზა ბურჭულაძესთან

გერმანული გამოცემა TAZ-ი აქვეყნებს ინტერვიუს გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერალ ზაზა ბურჭულაძესთან. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ: ზაზა, რას ფიქრობთ და განიცდით, როცა აკვირდებით სიტუაციას თბილისსა და თქვენს სამშობლოში? ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ჩვენ ვიცით, როგორი მტკივნეულია მშობლის, ნათესავის, მეგობრის დაკარგვა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორია სამშობლოს დაკარგვა. ეს გულის ამოგლეჯას ჰგავს – ორგანოსი, რომელზეც დამოკიდებულია მთელი ორგანიზმის […]

სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გამოვა, ჩემთვის ამ თავისუფლებას ფასი არ აქვს – ელისაშვილი

პატიმრობიდან გათავისუფლებული „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, მის თავისუფლებას ფასი არ აქვს. ელისაშვილი მის გათავისუფლებას უწყვეტ საპროტესტო აქციებსა და დასავლეთიდან წნეხს უკავშირებს. როგორც ელისაშვილი ამბობს, პოლიტპატიმრები გათავისუფლებისთვის იბრძოლებს. „მოსალოცი დიდად არაფერია, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გამოვა, განსაკუთრებით ისინი, ვინც სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებულები, აპრილის აქციებიდან მოყოლებული. […]

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – სანქციები ნიშნავს დიალოგის და დიპლომატიის დასრულებას – უნდა ჩავერთოთ დიალოგში, უნდა ვისაუბროთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ბერკეტები

საქართველოსთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია: არ მსურს საქართველოსთვის კარის დახურვა, არ მსურს მასთან ხიდების დაწვა,- ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპულ გზას მხარს უჭერენ. „საქართველო არის […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, ამით საქართველო გახდება ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას. „ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, გვინდა […]

კახა კალაძე სანქციებზე – ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული არიან ის გარე ძალები, რომლებიც საქართველოში დამარცხდნენ – არ დავუშვებთ, რომ ვინმეს თავი ვაშანტაჟებინოთ

ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული არიან ის გარე ძალები, რომლებიც საქართველოში დამარცხდნენ. ინსტრუმენტები არ ელევათ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დააშანტაჟონ – არ დავუშვებთ, რომ ვინმეს თავი ვაშანტაჟებინოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. როგორც კალაძე აღნიშნავს, როდესაც საუბარია სანქციებზე, „ახსნა-განმარტება“ უნდა იყოს, თუ რის გამო. […]