ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მოსამართლე ლევან გელოვანმა 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკოს ელისაშვილს. ის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე იყო ბრალდებული. აღკვეთის სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ალეკოს ელისაშვილის ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი მიიჩნევდა, რომ არ […]

ისრაელმა სირიაში – ტარტუსსა და ლატაკიაში – სამხედრო ობიექტებს დაარტყა

ისრაელმა იერიში მიიტანა და დაბომბა სირიის არმიის სამხედრო ობიექტები ქალაქებში ტარტუსსა და ლატაკიაში. მიწისძვრის მონიტორინგის რესურსებმა საჰაერო დარტყმებისა და საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ტარტუსში 3 მაგნიტუდის ბიძგები დააფიქსირა, იტყობინება ლიბანის ტელეარხი Al Mayadeen-ი. ქალაქ ჯებლაში განსაკუთრებით ბევრი აფეთქება მოხდა. დიდი ალბათობით, აფეთქდა ირანული რაკეტები, რომლებიც განკუთვნილი იყო ჰეზბოლასთვის, რომელიც აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული და რომლის […]

საქართველოს საგარეო ვალი 8.642 მლრდ დოლარია

2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.642 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.021 მლრდ ლარს) გადააჭარბა. 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.646 მლრდ დოლარს შეადგენდა, მაშინდელი კურსით 23.455 მლრდ ლარი იყო. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.271 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.264 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების […]

ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს იმის დაცვაში, რაც მათ უყვართ – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს იმის დაცვაში, რაც მათ უყვართ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ძვირფასო ე.წ. არჩევნებში თვითგამოცხადებულო გამარჯვებულებო, როგორც ჩანს, თქვენ თვითონაც კი არ დაგიწერიათ ეს სიტყვები, ეს სიტყვები თქვენთვის მოსკოვში დაწერეს. ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს იმის […]

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება

თბილისის მერის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე დღეს, სადღესასწაულო ღონისძიების გარეშე აინთება. როგორც კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღესვე ჩაირთვება საახალწლო ილუმინაციებიც. „როგორც მოგეხსენებათ, ტრადიციულად, დეკემბერის დასაწყისში თბილისში ვრთავთ ხოლმე საახალწლო განათებებს და ინთება მთავარი ნაძვის ხე. ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ახალი წელი […]

“არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება“- რას ამბობს ღარიბაშვილის შვილი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტმა სასწავლო დაწესებულების დატოვება მოსთხოვა, ნიკოლოზ ღარიბაშვილი ეხმიანება. როგორც ნიკოლოზ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში თქვა, ის საქართველოში ზამთრის არდადეგებზეა ჩამოსული, აშშ-ში სწავლას კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. “ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ […]

თინა ხიდაშელი – ძირითადი გზავნილია, რომ ყველა ზომა, რომლითაც პარტნიორებს მივმართავთ, რეჟიმის წარმომადგენლებს უნდა შეეხოს და ქვეყნის მოსახლეობას ზარალი არ უნდა მიაყენოს

ძირითადი გზავნილია, რომ ყველა ზომა, რომლითაც პარტნიორებს მივმართავთ, რეჟიმის წარმომადგენლებს უნდა შეეხოს და ქვეყნის მოსახლეობას ზარალი არ უნდა მიაყენოს,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქვეყანა ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი ამ […]

გიორგი ვაშაძე – ყველა მეცნიერს და ექსპერტს, ვინც აქ არის, ძალიან კარგი კონტაქტები და მოსაზრებები აქვთ, როგორ გამოვიდეთ ჩიხიდან – ვთანხმდებით, რომ საქართველოს მხოლოდ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უშველის

ყველა მეცნიერს და ექსპერტს, ვინც აქ არის, ძალიან კარგი კონტაქტები და მოსაზრებები აქვთ, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ჩიხიდან – ვთანხმდებით, რომ საქართველოს მხოლოდ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უშველის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მათი მთავარი სამიზნე, არის „ძალმომრეობითი […]

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე – განსაკუთრებული არაფერი – ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ, დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ

განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და მოსალოდნელ გადაწყვეტილებას ეხებოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსების პოზიციები შეიცვლება. „წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი ის, თუ რა გადაწყვეტილება იქნება […]

კახა კალაძე – რაც ქვეყანაში ხდება, გარედან არის მართული, შიდა წვრილფეხა რადიკალების ჩართულობითა და მონაწილეობით – ვითომ ახალგაზრდების აქციაა, არადა ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრი არიან!

ყველა პროცესი, რასაც ჩვენ დღეს ქვეყანაში ვხედავთ, გარედან არის მართული, შიდა წვრილფეხა რადიკალების ჩართულობითა და მონაწილეობით – ვითომ ახალგაზრდების აქციაა, არადა ყველა მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა! – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, “რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თბილ ოფისებს აფარებდნენ თავს, სადაც თბილად არიან შეყუჟული, მიირთმევენ ცხელ შოკოლადს, ყავას, ჩაის და ბავშვებს […]