ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამასთან, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ87 (წყალტუბოს […]

გოგა მელიქიძემ საპენსიო სააგენტო დატოვა

2024 წლის დეკემბრიდან მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს ავრცელებს. მათივე ცნობით, გოგა მელიქიძე კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს. საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს. „საინვესტიციო საბჭო მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს ხუთწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის, […]

ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას – ირაკლი კობახიძე

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას. „ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, გვინდა […]

ნოემბერში ფულადი გზავნილები $267 მილიონამდე შემცირდა

2024 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 267 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. კლების მთავარი მიზეზია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 61%-ით შემცირება. ნოემბერში გზავნილებში #1 ადგილი აშშ-მა დაიკავა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა წლიურად 22%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას იკავებს იტალია 45 მილიონი დოლარის გზავნილებით (ზრდა 4%), […]

ნაომი კემპბელის უახლესი ფოტოები – როგორ გამოიყურება 54 წლის სუპერმოდელი ახლა – Marao

ნაომი კემპბელი ოთხმოცდაათიანი და ორიათასიანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ულამაზესი ქალია. მისი სახელი -NAOMI – საკმარისია იმის მისახვედრად, თუ ვისზეა საუბარი. “შავ ავაზად” წოდებული სუპერმოდელი დღემდე აგრძელებს კარიერას და არ კარგავს აქტუალობას. ხშირად აღნიშნავენ, რომ მისი სხეული და სახე ბოლო ათწლეულია სასწაულებრივად ინარჩუნებს იდეალურ ფორმას. აღფრთოვანებას იწვევს ნაომის უახლესი ფოტოებიც. ნაომი კემპბელი (Naomi Campbell) […]

ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამასთან, საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ87 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პიტერ სიიარტო საქართველოსთან დაკავშირებულ სანქციებზე – თავს ესხმიან იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა სუვერენული მთავრობის არჩევა გაბედა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შეთავაზებულ სანქციებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, – ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ში ავრცელებს. „თავს ესხმიან იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა სუვერენული მთავრობის არჩევა გაბედა“, – ციტირებს ზოლტან კოვაჩი პიტერ სიიარტოს.

გია ვოლსკი ლიეტუვის და ესტონეთის მიმართ საქართველოს მთავრობის პასუხზე – სწორი ნაბიჯია, ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოახდინო ამ განცხადებაზე, ჩვენ წინ ვიყურებით და ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება მომავალში გაუგებრობა გამოიწვიოს საზოგადოებებს შორის

ერთადერთი სწორი ნაბიჯი, პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი იყო ის, რაც ჩვენ გადავდგით. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს ისეთი ზომები, როგორც ჩვენს მიმართ არის ყოვლად უსინდისო განცხადებაში არის ნათქვამი ლიეტუვისა და ესტონეთის წარმომადგენლებისაგან, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ, საქართველოს მთავრობის განცხადება ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი […]

ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამასთან, საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის […]

მამუკა ხაზარაძე – „ქართული ოცნება“ იღებს დრაკონულ კანონებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას

[ქართული ოცნება] იღებს დრაკონულ კანონებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის ქართული ენის თემა, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის აღარ არის სავალდებულო, ეს არის საჯარო მოხელის ინსტიტუციაზე სერიოზული დარტყმა – ამას ჩვენ საკმაოდ სერიოზულ პროტესტს დავუპირისპირებთ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას […]