რუსეთის თავდაცვის უწყება – რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 33 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 33 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს ოცდარვა უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი უპილოტო საფრენი აპარატი – სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი -ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი – ტულას ოლქის ტერიტორიაზე“, – აცხადებენ უწყებაში. მანამდე, ბრიანსკის […]
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის ივნისის ბოლოსკენ განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელის

თუკი 2024 წლის ივნისისთვის ბევრი გეგმა გქონდათ, თუმცა მათი განხორციელება ვერ მოახერხეთ, ნაადრევად ხელის ჩაქნევას ნუ გადაწყვეტთ. თვის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, რაც როგორც ასტროლოგები ამბობენ, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს კი თვის დასრულებამდე არაერთი სიახლე და განსაკუთრებული იღბალი ელის: ვერძი თუ გაქვთ მიზანი, რომლის განხორციელებაზეც დიდი ხანია, ფიქრობთ, […]
უკრაინა: საჰაერო ძალებმა რუსულ მართვის პუნქტზე იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს მოტომსროლელი პოლკის მართვის პუნქტზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. გენშტაბის თქმით, საჰაერო ძალები შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით მუშაობდნენ. მართვის პუნქტი ბელგოროდის ოლქის დასახლება ნეხოტეევკაში მდებარეობს. “საბრძოლო სამუშაოების შედეგად დაფიქსირებულია რამდენიმე აფეთქება. მიზანზე წარმატებით არის იერიში მიტანილი”. – წერია შტაბის განცხადებაში. მართვის პუნქტი შტაბთან არსებული სპეციალურად […]
პორტუგალიის მწვრთნელი ადასტურებს, რომ საქართველოსთან შემადგენლობას შეცვლის

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ადასტურებს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შემადგენლობას შეცვლის. ამის შესახებ პორტუგალიური მედიის ცნობით მარტინესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. “შევცვლი თუ არა ფეხბურთელებს? დიახ. ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრას იმსახურებენ. საკმაოდ რთულია, როდესაც განაცხადში 23 ფეხბურთელი გყავს, მოედანზე კი მხოლოდ 10 მათგანის გაყვანა შეგიძლია. ჩვენ ყველა […]
“ჩვენი ფეხბურთელების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ესაა…” – რას აცხადებს ნიკა გვარამია?

პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების შესახებ წერს. “ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ სრული სერიოზულობით ვიფიქრებდი იმაზე, რომ პორტუგალიას შეიძლება მოვუგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. მარტო მე კი არა, უამრავი ადამიანი. სინამდვილეში, ეროვნულ მენტალობაში ეს გარდატეხა მგონია ჩვენი ფეხბურთელების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის […]
ვიცით, რომ პორტუგალიასთან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ მოსაგებად უნდა გავიდეთ – გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა და ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა – 1:1. ჩვენს ეროვნულ გუნდს ორი მატჩის ჯამში ჯერჯერობით ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა. „ძალიან კარგი მხარდაჭერა იყო და მინდა, რომ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ხალხს ფეხბურთი უყვარს და ჩვენს გვერდით დგას. ვიცით, რომ პორტუგალიასთან ძნელი […]
Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 2024 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,6%-მდე გაზარდა მარტში მოსალოდნელი 2,4%-დან. პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია ევროპის ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებისადმი ნდობის გაზრდით, ჩინეთის საექსპორტო სექტორის აღდგენით, ასევე განვითარებად ბაზრებზე შიდა მოთხოვნის ზრდის ტემპით. შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ზრდა ნელდება, მაგრამ სუსტად, აღნიშნავს Fitch. სააგენტომ უცვლელად შეინარჩუნა აშშ-ის მშპ-ის ზრდის პროგნოზი წელს 2.1%-ზე. ევროზონის ეკონომიკის […]
დღეს ღირსი თამარ აღმსარებელის (მარჯანიშვილი; +1936) ხსენების დღეა

მონაზვნობის პირველი წლები სქემიღუმენია თამარი (ფამარი), ერისქალობაში თამარ ალექსანდრეს ასული მარჯანიშვილი (ცნობილი რეჟისორის – კოტე მარჯანიშვილის უფროსი და), თავადის ასული, დაიბადა გასული საუკუნის 60-იან წლებში. იგი იყო მდიდარი ქართული ოჯახის შვილი, მიღებული ჰქონდა უაღრესად კარგი აღზრდა-განათლება. მარჯანიშვილების ოჯახში უფრო არისტოკრატული ატმოსფერო სუფევდა, ვიდრე სასულიერო. როგორც მრავალ თავადურ ოჯახში, აქაც მოწიწებით ინახავდნენ იმ დროს ძვირფას ტრადიციებს. […]
სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების სექცია გაიხსნა

ქალაქ სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების სექცია პირველად გაიხსნა. პროექტი, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, სან-ხოსეს ბიბლიოთეკას 80 ქართული მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა. ქართული და ინგლისურენოვანი წიგნები ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში უკვე განთავსდა და ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. წიგნების გადაცემის ცერემონიას სან-ხოსეს […]
გრძელდება ხუთი დღის წინ დაკარგული გიორგი გახელაძის ძებნა

გრძელდება ხუთი დღის წინ დაკარგული 57 წლის პროფესორის, გიორგი გახელაძის ძებნა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, მეოთხე დღეა, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, „მოწმდება ყველა ინფორმაცია, პროცესში ჩართულები არიან მაშველები დრონებითა და შესაბამისი ტექნიკით“. გიორგი გახელაძის მეუღლემ, ირმა მალაციძემ, 23 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ არაა გიო ქალაქის ქუჩებში. […]