თურქეთიდან სამკურნალო საშუალებების იმპორტი თითქმის 30 მლნ დოლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ღირებულებამ 83 მლნ 536 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2 168.9 ტონას შეადგენს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისივე მონაცემებით, შარშან, იგივე პერიოდში, თურქეთიდან საქართველოში 54 891.7 აშშ დოლარის ღირებულების და 859.4 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა. საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი სწორედ თურქეთია. ამასთან, თურქეთიდან იმპორტირებულ სასაქონლო […]

„საქართველოს ნაკრებთან იოლი თამაში ნამდვილად არ გველის“ – პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა EURO 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფიდან გასასვლელი ქულები უკვე მოპოვებული აქვთ, საქართველოს წინააღმდეგ მოედანზე გამარჯვებისთვის გავლენ, თუმცა მარტინესი იმასაც აღნიშნავს, რომ ადვილი თამაში არ ელოდებათ. „პირველი ადგილის დაკავება ძალიან კარგია, რადგან ეს მეტ დროს მოგვცემს შემდგომი მატჩებისთვის სათანადოდ რომ მოვემზადოთ. რაც შეეხება […]

უკრაინას ესაჭიროება ძალები და საშუალებები ამ ბომბების, რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გასანადგურებლად – ზელენსკი

უკრაინაში ომი გრძელდება – ხარკოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 56, მათ შორის სამი ბავშვია. მართვადი საჰაერო ბომბი 5-სართულიან კორპუსს დაეჯახა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ხარკოვის ოლქში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება თითქმის 17 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოკუპანტების სამიზნე გახდა კიევიც. “მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისიდან რუსებმა გამოიყენეს 2400-ზე მეტი მართვადი ბომბი უკრაინაში, მათ შორის დაახლოებით […]

გენშტაბი – უკრაინის საჰაერო ძალებმა ბელგოროდში რუსეთის საკონტროლო პუნქტს დაარტყეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოტომსროლელი პოლკის საკონტროლო პუნქტს წარმატებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, საჰაერო ძალები თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებთან თანამშრომლობით მოქმედებდნენ. გენშტაბში განმარტავენ, რომ საკონტროლო ცენტრი ბელგოროდის ოლქის სოფელ ნეხოტეევკაში მდებარეობდა. „სამიზნე წარმატებით განადგურდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

Johnson & Johnson-ი ყველაზე ძვირადღირებულ ფარმაცევტულ კომპანიად რჩება

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ი მეექვსე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფარმაცევტული ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკიავებს. ამის შესახებ Brand Finance-ის პრესრელიზშია ნათქვამი. გასული წლის განმავლობაში, Johnson & Johnson-ის ბრენდის ღირებულება 5%-ით გაიზარდა და $13,4 მლრდ შეადგინა. გასულ წელს კომპანიამ თავისი სამომხმარებლო ჯანდაცვის პროდუქტების ბიზნესი, როგორიცაა Band-Aid, Tylenol, Neutrogena და Clean & Clear, ცალკე კომპანიად […]

შანსი რჩება – ისტორიული ქულა და მწვრთნელი, რომელიც საკუთარ თავს უმტკიცებს – მხარდაჭერა ლობჟანიძეს!

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებისგან ღირსეული თამაში თუ პირველი გოლი რომ აღვნიშნეთ, ჩეხეთთან კიდევ უფრო მეტი იყო – სადებიუტო ქულა! ეს ამბავი უამრავი ქართველი გულშემატკივარის სტადიონზე ყოფნით უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა. შეხვედრაზე მსჯელობის დროს ისევ იქედან ამოვალთ, რომ როგორც ქება, ასევე კრიტიკა მოზომილი უნდა იყოს… რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს ჩეხეთის ნაკრებმა მთელი მატჩის […]

მერაბ სეფაშვილი: „დღეს კაკული 59 წლის გახდებოდა, გაანათლოს მისი სული უფალმა“

23 ივნისი კაკული გურიელაშვილის დაბადების დღეა. დღეს მომღერალი 59 წლის გახდებოდა. თარიღს სოციალურ ქსელში მერაბ სეფაშვილი ეხმაურება. „დღეს კაკული 59 წლის გახდებოდა გაანათლოს მისი სული უფალმა,“ – წერს მერაბ სეფაშვილი. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი კა­კუ­ლი გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი პა­ტა­რა იყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში გა­და­ვი­და, თუმ­ცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი არას­დროს და­უ­კარ­გავს. ის ხში­რად სტუმ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ოჯახ­თან ერ­თად და […]

2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა

2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა გაერთიანებული ერების გლობალურმა ინიციატივამ „მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებათა ქსელმა“ დუბლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიის და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს. 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50 -ს შორის, 43-ე პოზიციაზე […]

“ბიჭებო, ეს მსოფლიოს დასასრული არ არის” – პრინცი უილიამი ინგლისის ნაკრების გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელები გაამხნევა

20 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში ინგლისისა და დანიის (1:1) მატჩის შემდეგ, კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი გასახდელში ჩავიდა და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები გაამხნევა. შეხვედრის შემდეგ საუთგეიტის გუნდმა საფეხბურთო ექსპერტებისგან და გულშემატკივრებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. Daily Mail-ის ცნობით, პრინცმა უილიამმა მოთამაშეები გაამხნევა. “ბიჭებო, ეს მსოფლიოს დასასრული არ არის. ჯგუფს ისევ ვლიდერობთ, არ წაგვიგია, უბრალოდ ფრე ვითამაშეთ. […]

1-ელი აგვისტოდან აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება – ნახეთ რა იცვლება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 2024 წლის 1 აგვისტოდან, აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პერიოდულად იცვლება ძაღლების გაყვანის მოქმედი რეგულაციები. “მიღებული ახალი წესების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის […]