ვაშინგტონის ხელისუფლებას გერონტოკრატია მართავს, რომელიც „მკვდრად” ჩაეჭიდა ძალაუფლებას და სასტიკ უარზეა, საკუთარი გახრწნილი პოლიტიკა შეცვალოს

„შოტლანდიელმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა თავის პუბლიკაციაში („გვიანი საბჭოთა ამერიკა”) ასახა ბევრი ჩვენგანის მყარი მოსაზრება, მაგრამ იგივე ჩვენ რომ დაგვეწერა, კვლავ აყაყანდებოდა „ქვესკნელი” თავისი „ანტიდასავლური” და „აგრესიული” რიტორიკის, „აღშფოთებული შეშფოთებისა” და „დემოკრატიული უკუსვლის” თაობაზე. ასე რომ, მადლობა სერ ფერგიუსონს, რომელმაც სულ უფრო მეტი პარალელი გაავლო გვიანი „ბრეჟნევ-ჩერნენკოს საბჭოეთსა” და „ბაიდენის ამერიკას” შორის.“– ამის შესახებ „ხალხის ძალის“ […]
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინ მოსულმა სეტყვამ ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები დააზიანა. ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. განსაკუთრებით რთული ვითარება შრომასა და ნინიგორის თემში. სტიქიის შედეგად, ასევე, გაანადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. დაზარალებული ფერმერების თქმით, ვენახების 80% დაზიანებულია. სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და […]
“რომ იცოდეთ, გლდანელია… სადმე სკვერი ხომ არ გესიამოვნება?” – კონსტანტინე ზარნაძე გიორგი მამარდაშვილს მიმართავს

თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ზარნაძე, EURO 2024-ზე გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაშის შემდეგ წერს, რომ “მამარდაშვილი გლდანელია”. “რომ იცოდეთ, მამარდაშვილი გლდანელია… “, – წერს ზარნაძე “ფეისბუქში”. პოსტის კომენტარებში კი მან გიორგი მონიშნა და მიმართა: “სადმე სკვერი ხომ არ გესიამოვნება?” ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი ჩეხეთთან მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან 11 სეივი შეასრულა. ევროპის […]
მიქაუტაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პორტუგალიასთან მოვიგოთ

გახარებული ვიყავი, რომ მეორე გოლი გავიტანე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, რომ აქ, გერმანიაში ჩამოვიდნენ და ჩვენ უკან არიან […] მესამე თამაში პორტუგალიასთან დაგვრჩა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიგოთ. ვიცი, რომ ქართველ ხალხს ფეხბურთი უყვარს და ყველა ჩვენ უკან არის. ყველა გახარებული ვართ, რომ აქ, ჩვენთან ერთად იყვნენ და არიან […] ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ […]
„კაირნსის თასზე“ ნანა ძაგნიძემ 5 ქულით III-VI ადგილები გაინაწილა

ამერიკის სენტ-ლუისში დასრულდა საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება „კაირნსის თასი“ მსოფლიოს უძლიერესი ქალი – მოჭადრაკეების მონაწილეობით. ტურნირში სპეციალური მიწვევით ასპარეზობდა ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე. შეჯიბრებაზე 9-იდან 6 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიოს ექსჩემპიონმა ტან ჟონგმა (ჩინეთი). ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ანა მუზიჩუკმა (უკრაინა). ნანა ძაგნიძემ 5 ქულით III-VI ადგილები გაინაწილა. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი საჭადრაკო […]
“სასტუმროების 80% თავისუფალია” – რატომ მცირდება ტურისტული ნაკადები რაჭაში?

“მოთხოვნა გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია. ეს ის არ არის, რაც ტურისტულ სეზონზე უნდა ხდებოდეს”, – ამბობს BMG-სთან “გარემოს” დამფუძნებელი თამარ დავითულიანი. მისივე ცნობით, ტურისტების განსაკუთრებული შემცირება გასულ წელს, შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. სტიქიამ, გარდა იმისა, რომ ტურისტული ნაკადები შეაფერხა, ის ლოკაციაც გააქრო, რომელიც უცხოელი ვიზიტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი იყო. დავითულიანის თქმით, ადამიანები დღემდე ფიქრობენ, რომ რაჭაში […]
მამარდაშვილის მოძღვარი ჩეხი გულშემატკივრის ტრიბუნაზე გიორგის კარის უკან იდგა და მასზე ლოცულობდა – ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]

გუშინ, 22 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩ ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვერის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი გახდა. Opta-ს ცნობით, ქართველმა 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია. გიორგი მამარდაშვილის მოძღვარი მამა იოანე ხეცურიანი ჩეხი გულშემატკივრის ტრიბუნაზე გიორგი მამარდაშვილის კარის უკან იმყოფებოდა და მასზე ლოცულობდა. ვიდეო: […]
რუსეთი: 23 ივნისის ღამეს გავანადგურეთ 33 უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 23 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვამ 33 უკრაინული დრონი მოიგერია. სამინისტროს ინფორმაციით, 28 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 2-2 დრონი განადგურებულია სმოლენსკისა და ლიპეცკის ოლქებში, კიდევ ერთი – ტულის ოლქში. ოლქების ადმინისტრაციის მტკიცებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. უკრაინამ ასევე დრონებით იერიში მიიტანა ყუბანის ოლქზე, შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი.
“რაღაცნაირად მოხერხდა და ხვიჩა კვარაცხელიას ცოლს დაბრალდა ფეხბურთელის ფორმა” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრის ნაწილი ჩვენი ნაკრებიდან ვისაც აკრიტიკებს, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა. “კვარა” ცუდად არ თამაშობს, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში არ არის და ვერ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორსაც გულშემატკივარი მიეჩვია. ზოგიერთმა კი ეს იმ ფაქტსაც კი დაუკავშირა, რომ ხვიჩამ ცოლი შეირთო. აღნიშნულ თემას აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებში. ამ თემას ეხმიანება “ტაბულას” დამფუძნებელი და […]
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან

22 ივნისს მოსულმა სეტყვამ ლაგოდეხის 10-მდე სოფლის მოსახლეობა დააზარალა. სეტყვით დაზარალებულ სოფლებს შორისაა, შრომა, კავშირი, მაწიმი, რაჭისუბანი და ნინიგორი. ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვამ ყურძნის, თხილის, სიმინდის და ბოსტნეულის ნარგავების 80-90 პროცენტი გაანადგურა. ფერმერები დილიდან მუშაობენ ვენახებში იმისთვის, რომ დარჩენილი მოსავალი გადაარჩინონ. ისინი ამბობენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ იმუშავა. დაზარალებულთა უმეტესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. […]