პორტუგალიის მწვრთნელი ამბობს, რომ საქართველოსთან შემადგენლობას შეცვლის

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ამბობს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობას შეცვლის. მარტინესის გუნდმა გუშინ 3-0 დაამარცა თურქეთი და მერვედფინალის საგზური ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვა. რადგან გამარჯვებამ უზრუნველყო პორტუგალიის გასვლა ჯგუფიდან, მარტინესმა თქვა, რომ ის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში, საქართველოს წინააღმდეგ, მოთამაშეებს შეცვლის. “პირველი ადგილის უზრუნველყოფა კარგია, იმიტომ, რომ […]

„როგორი ლამაზია, დახვეწილი და ელეგანტური, დედასავით“ – ლელა წურწუმია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

პროდიუსერ კახი მამულაშვილის და მომღერალ ლელა წურწუმიას შვილი, მარიკო მამულაშვილი 22 წლისაა. მომღერალმა ახლახან ინსტაგრამზე მის ერთადერთ შვილთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. „რა გოგო გაიზარდა!!! ვაიმე“. „იხარე შენი ულამაზესი ქალიშვილით“. „როგორი ლამაზია, დახვეწილი და ელეგანტური, დედასავით“, – წერენ კომენტარებში.

წელს თურქეთში საჰაერო ტრანსპორტის მგზავრების რაოდენობა 236 მლნ-ს გადააჭარბებს

მოსალოდნელია, რომ წელს თურქეთში საჰაერო ტრანსპორტის მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 236,6 მილიონს მიაღწევს. გასულ წელს საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა საერთო რაოდენობამ, პირდაპირი ტრანზიტის მგზავრების ჩათვლით, 214,23 მილიონი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი წელს დაახლოებით 10.4%-ით გაიზრდება და 236.56 მილიონს მიაღწევს. მომავალ წელს მგზავრების რაოდენობა, სავარაუდოდ, 249,26 მილიონი იქნება. გასულ წელს საერთაშორისო მგზავრების რაოდენობა 122,95 მილიონი იყო. წელს, […]

“ვინ გამაკვირვა ევრო 2024-ზე ყველაზე მეტად?” – ტოტიმ ევროპირველობაზე ისაუბრა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ TuttoMercatoWeb-თან ინტერვიუში ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა. “იტალიის ნაკრებისთვის ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, ესპანეთთან ჩვენი შედარება არ შეიძლება, მათ ჰყავთ 3-4 ფეხბურთელი, რომლებსაც განსხვავების შექმნა შეუძლიათ. მათ იტალიასთან დაპირისპირებაში ყველაფერი გამოუვიდათ, ჩვენ კი არაფერი გამოგვივიდა. ახლა მთავარია ხორვატიასთან მატჩზე ვიფიქროთ. ევროპის ჩემპიონატზე პირველივე ტურიდან გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, თუ ეცდები, […]

GWP აცხადებს, რომ წყალმომარაგების ცენტრალური მილსადენის აღდგენა სამ დღეში იგეგმება

დედაქალაქის ნაწილს წყალი მერვე დღეა გრაფიკით მიეწოდება. როგორც წყლის მომაოდებელი კომპანიის GWP-ის ადმინისტრაცია აცხადებს, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გრძელდება და სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი. 16 ივნისს სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. ის სასმელი წყლით ამარაგებს ქალაქ მცხეთას, თბილისის ვაკე-საბურთალოს და გლდანის […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს ორშაბათის ჩათვლით – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს ორშაბათის ჩათვლით – ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.8001; 1 ევრო – 2.9916; 1 ფუნტი – 3.5382; 1 ლირა კი 0.0853 ლარი ეღირება.

“ვაკის პარკში კამერები არ მუშაობდა და არ ფიქსირდება არსად” – თბილისის უბნებში გიორგი გახელაძეს ეძებენ

თბილისში ოჯახი და პოლიცია ისევ ეძებს პროფესორ გიორგი გახელაძეს. ის სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მოხალისეები დღეს დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში შეიკრიბებიან 12 საათიდან და სამძებრო სამუშაოებს განაახლებენ. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით, ის 19 ივნისს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, იმ დღეს პარკში დამონტაჟებული კამერები არ მუშაობდა, ამიტომ […]

რუსები კიევის რეგიონს თავს დაესხნენ – არიან დაშავებულები

უკრაინაში, კიევის რეგიონზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და ათობით საცხოვრებელი და სხვა შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ რუსეთის მიერ გაშვებული სამი რაკეტიდან ორი კიევის რეგიონში გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, ნამსხვრევების დაცემის შედეგად დაშავებულებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. რაკეტამ დააზიანა ექვსი მრავალსართულიანი […]

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

დავითაშვილი: ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ, ერთად ყველაფერი შეგვიძლია

როგორც თითოეული თქვენგანი, ამაყი ვარ, რომ ჩვენ აქ ვართ. მადლობა ამ საოცარი გარემოსა და გულშემატკივრობისთვის. ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ. ერთად ყველაფერი შეგვიძლია. წერს Facebook-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი. გუშინ, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს საქართველო 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.