ბაიდენი უკრაინას NATO-ს წევრობას არ უნდა დაჰპირებოდა – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ჯო ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაპირება შეცდომა იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი ამერიკულ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა. “უკვე 20 წელია მესმის, რომ თუ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება ეს რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ეს დიდი ხნის განმავლობაში მესმოდა და ვფიქრობ სწორედ ამ მიზეზით დაიწყო ომი”,- განაცხადა ტრამპმა. აშშ-ს 45-ე […]

როგორ გულშემატკივრობდა სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ ნაკრებს? (ვიდეო)

საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახლობლების წრეში უყურებდა. კადრებს სოციალურ ქსელში მარი ნაკანი გვიზიარებს, სადაც ჩანს თუ როგორ გულმხურვალედ გულშემატკივრობს ეროვნულ ნაკრებს ქვეყნის პრეზიდენტი. „აუ რა საყვარელია“ „სუპერ პრეზიდენტი“ „როგორ უხარია“ – აღნიშნავენ სოცქსელში.

“ყველა დარდს მაშორებდა, საკუთარი გულის ხარჯზე. ჰოდა, როგორ დავიჯერო, რომ ახლა ამისთვის გამიმეტებს” – რას წერს დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლე

“ყველა დარდს მაშორებდა, საკუთარი გულის ხარჯზე. ჰოდა, როგორ დავიჯერო, რომ ახლა ამისთვის გამიმეტებს” – რას წერს დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლე თბი­ლის­ში კვლავ ეძე­ბენ პრო­ფე­სორ გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძეს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­უ­ჩი­ნარ­და. ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად ჩარ­თულ­ნი არი­ან სა­მარ­თალ­დაცმვე­ლე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მისი პოვ­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა. გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლე ირმა მა­ლა­ცი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს იმის შე­სა­ხებ, […]

შვეიცარიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება

შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დაკარგულად ითვლება სამი ადამიანი. უხვი ნალექის გამო რამდენიმე მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც დაიტბორა გზები, მინდვრები და სოფლები. ერთ-ერთ სოფელში წყალმა სამი საცხოვრებელი სახლი და სამი მანქანა წაიღო. შვეიცარიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, გრაუბიუნდენის კანტონში 124 მმ ნალექი მოვიდა, აქედან 63 მმ ერთი საათის მონაკვეთში. „ასეთ მოკლე […]

საჰაერო ძალებმა ბელგოროდში რუსეთის საკონტროლო პუნქტს დაარტყეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, საჰაერო ძალებმა წარმატებით დაარტყეს რუსეთის ტერიტორიაზე მოტომსროლელი პოლკის საკონტროლო პუნქტს. უწყების ცნობით, საკონტროლო პუნქტი ბელგოროდის ოლქის სოფელ ნეხოტეევკაში მდებარეობდა. “საბრძოლო სამუშაოების შედეგების მიხედვით დაფიქსირდა აფეთქებები. სამიზნე წარმატებით განადგურდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

პეპე: საქართველოსთან მწვრთნელი საუკეთესო ფეხბურთელებს შეარჩევს

პორტუგალიის ნაკრების გამოცდილმა მცველმა პეპემ კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის ბოლო ტურზე, სადაც მისი გუნდი საქართველოს დაუპირისპირდება. პორტუგალიურ მედიაში არსებობს მოლოდინი, რომ მათი ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი როტაციას მიმართავს და შანსს იმ ფეხბურთელებსაც მისცემს, რომლებსაც პირველი ორი ტურის განმავლობაში ბევრი არ უთამაშიათ. მწვრთნელმაც დაადასტურა, რომ როტაციას ნამდვილად აპირებს. პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფში პირველ […]

BBC, The Guardian, Eurosport – მსოფლიო გამოცემები საქართველოს ერვნული ნაკრებზე წერენ

ევროპის ჩემპიონატზე გამართული სადებიუტო თამაშების შემდეგ მთელი მსოფლიო ჩვენს გუნდზე წერს. “ბიბისი”, “გარდიანი”, “ევროსპორტი” – არ დარჩენილა გამოცემა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელების თავდადება არ შენიშნა. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს გიორგი მამარდაშვილი, კარის მცველი, რომელმაც 11 სეივით გუნდი წაგებას გადაარჩინა და თამაშის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. არ ავიწყდებათ არც გიორგი მიქაუტაძე, ემიგრაციაში გაზრდილი ფეხბურთელი, რომლის სახელზეც ევროპის ჩემპიონატზე […]

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, შეიცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი და ტრაექტორია – ნორმალური განვითარების გზაზე დარჩენისთვის საჭიროა დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, ინდივიდუალური სავიზო სანქციების დაწესების შემდეგ, ახლა მეორე ტალღაა მოსალოდნელი. როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის საგარეო კურსი და ტრაექტორია. „აშშ-მ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სავიზო სანქციები დაუწესდა არა მხოლოდ მთავრობის, ასევე პარლამენტის წევრებსაც, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის […]

ისრაელის თავდაცვის ძალები დაჭრილი პალესტინელი მამაკაცის მანქანაზე მიბმის ფაქტს გამოიძიებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ მისმა სამხედროებმა დაარღვიეს პროტოკოლი, როდესაც დაჭრილი პალესტინელი მამაკაცი მანქანის წინა მხარეს მიაბეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მამაკაცი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის რეიდის დროს, ორმხრივ სროლის დროს დაიჭრა. მამაკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ითხოვეს, მაგრამ სამხედროებმა მამაკაცი ავტომობილის წინა მხარეს მიაბეს და წაიყვანეს. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ […]

ნაცრევანშისტების სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს “უკუსვლაზე” მხოლოდ ბოდვაა

“ყოვლისმცოდნე” ნაცაქტორების არაკომპეტენტური, უარყოფითი შეფასებების ფონზე, საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება – 2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. აბაშიძის თქმით, პოლიტიკაში ჩაუხედავებმაც დიდი ხანია უწყიან, რომ ნაცრევანშისტების სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს “უკუსვლაზე” მხოლოდ ბოდვაა. “ყოვლისმცოდნე” ნაცაქტორების არაკომპეტენტური, უარყოფითი შეფასებების […]