მეუფე იაკობი აშშ-ს სანქციებზე: ახლა რუსები, ევროპა და აშშ ერთნაირად გვიტევს

ამერიკელებს ვთხოვ, რომ ჩვენთან სწორი ურთიერთობა დაამყარონ. რადგან, შეიძლება, 50 მილიონი და რაღაც ვიღაცებს გადაუხადონ, გაიყიდონ, მაგრამ ისინი არჩევნებში მაინც დამარცხდებიან. იმიტომ, რომ მათი არჩევანი 50, 60 ან 70 მილიონი იქნება. მინდა, იცოდნენ, რომ ქართველი კაცი არ იყიდება […] ისე მოგვექეცით, როგორც საჭიროა. იმიტომ, რომ ჩვენ გექცევით ისე, როგორც არის საჭირო. ამერიკელებმა კარგად იციან, მათთან […]

სვანეთში კაცი ხევში გადავარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში. ადგილობრივი ხევში გადავარდა. მას სავარაუდოდ ფეხი დაუცდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ცხედარი ახლობლებმა იპოვეს და ხევიდან ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, კაცმა თავი დაარტყა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.

სამხრეთ ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან

სამხრეთ ჩინეთში ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობები და ღვარცოფები გამოიწვია. ქვეყნის სახელმწიფო მედიის CCTV-ის ინფორმაციით, გუანდონგის პროვინციაში, ქალაქ მეიჟოუში, მდინარეების სონგიუანისა და შიკუს ნაპირებზე რეკორდულად დიდი წყალდიდობის გამო, სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, 9 ივნისის შემდეგ, სტიქიამ სულ მცირე 55 ადამიანი იმსხვერპლა. ტელევიზიის მიერ გავრცელებულო კადრებში ჩანს წყალში ჩაძირული ურბანული რაიონებიც. […]

თეონა აქუბარდია – პრემიერის ანგარიშში ტყუილებისა და სადღეგრძელოების გარდა სხვა არაფერია

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები „შატალოზე“ დადიან და სესიაზე მოსვლას აგვიანებენ ხოლმე, ვფიქრობ, პრემიერის ანგარიშზე მობილიზაცია იქნება „ქართულ ოცნებაში“ გამოცხადებული და კვორუმის პრობლემა არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშში „ტყუილებისა და სადღეგრძელოების გარდა სხვა არაფერი არ იკითხება“. როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, დასმულ კითხვებზე ირაკლი კობახიძემ არა […]

სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით ეწევიან მოქმედი ელჩების ბულინგს, ასევე თუ ვინმესთან კავშირი აქვთ, აშინებენ და უთვლიან ათას საშინელებას

იმდენად განუყრელი მცნებებია, ნაცმოძრაობა და ძალადობა, რომ ყველგან და ყველა კონტექსტში, თუნდაც ეხლა, როდესაც არაფრის თავი არა აქვთ, მაინც ძალადობენ. ნუ რას ვიზამთ, კრიმინალური ბანდების მეთაურმა ნიკა რურუამ, შეუქმნა ეგ სისტემა. როდესაც დადო მოდელი, ბანდიტური დაჯგუფებიდან თუ როგორ უნდა გაკეთდეს “კანონიერი” კრიმინალური დაჯგუფება, მაგ. სოდ და კუდ და სხვა ნაცური ძალოვანი დანაყოფები, – წერს საქართველოს […]

გასულ კვირაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,16 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 4,16 მილიონი ბარელით და შეადგინა 454,892 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 2,02 მლნ ბარელით და შეადგინა 236,253 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 2,54 მილიონი ბარელით და შეადგინა ‭119,378 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ დაჯგუფება თავს დაესხა აშშ-ის ავიამზიდ, „ეიზენჰაუერს“ და კიდევ ერთ გემს არაბეთის ზღვაში

იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ განცხადებით, დაჯგუფება თავს დაესხა აშშ-ის ავიამზიდ, „ეიზენჰაუერს“ და კიდევ ერთ გემს არაბეთის ზღვაში. „ჰუსიტების“ განცხადების თანახმად, „ტრანსვორლდ ნავიგატორის“ წინააღმდეგ არაბეთის ზღვაში ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. „ჰუსიტები“ ამტკიცებენ, რომ წითელ ზღვაში მცურავ „ეიზენჰაუერის“ წინააღმდეგ ასევე ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს და ოპერაციამ წარმატებით მიაღწია მიზნებს. იემენური დაჯგუფება ასევე აცხადებს, რომ „ერაყის ისლამურ წინააღმდეგობასთან“ თანამშრომლობით წარმატებული ოპერაცია […]

2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა

2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა გაერთიანებული ერების გლობალურმა ინიციატივამ „მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებათა ქსელმა“ დუბლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიის და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს. 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50 -ს შორის, 43-ე პოზიციაზე გავიდა. გაუმჯობესდა საქართველოს […]

პუტინის ვიზიტის შემდეგ ვიეტნამმა აშშ-ს თავისი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა

მინისტრმა ამის შესახებ განახადა აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, დენიელ კრიტენბრინკის ჰანოიში ვიზიტის დროს. ამერიკელი მოხელის ვიზიტი შედგა უშუალოდ მას შემდეგ, რაც ვიეტნამს ესტუმრა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრის ხელშეწყობისთვის, რომელიც მარტში გაიმართა ვაშინგტონში. მან […]

ნაჩოს წასვლის შემდეგ “რეალს” მოდრიჩი უკაპიტნებს

“რეალის” კაპიტანი ნაჩო ერნანდესი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაბულ “ალ ქადისიას” შეუერთდება. ესპანური გამოცემა COPE-ს ცნობით, მომდევნო სეზონში “ბლანკოსს” ლუკა მოდრიჩი უკაპიტნებს, გუნდის ვიცე-კაპიტანი კი დანი კარვახალი გახდება. ფაბრიციო რომანოს ცნობით, 34 წლის ნაჩო “ალ ქადისიასთან” 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და საუდის არაბეთის პროლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდება.