შვეიცარიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება

შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დაკარგულად ითვლება სამი ადამიანი.
უხვი ნალექის გამო რამდენიმე მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც დაიტბორა გზები, მინდვრები და სოფლები. ერთ-ერთ სოფელში წყალმა სამი საცხოვრებელი სახლი და სამი მანქანა წაიღო.
შვეიცარიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, გრაუბიუნდენის კანტონში 124 მმ ნალექი მოვიდა, აქედან 63 მმ ერთი საათის მონაკვეთში.
„ასეთ მოკლე დროში მოსულმა ასეთმა უხვმა ნალექმა შექმნა პრობლემები. წვიმის ასეთი კონცენტრაცია 30 წელიწადში ერთხელ ხდება“, – განაცხადეს მეტეოროლოგიურ სამსახურში.
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, რადგან ბევრი გზა გადაკეტილია. ხუთ სოფელს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შვეიცარიის დასავლეთით, კანონ ვალეში გასული პარასკევის შემდეგ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის გამო 230 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ