ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და დასავლეთ […]

დავით გეწაძემ სლოვენიაში ტრანსპორტის და საგზაო სფეროს სპეციალისტების პროფესიულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 და 19 ივნისს, სლოვენიაში, ქალაქ პორტოროზში სლოვენიის ტრანსპორტის ინჟინრების ასოციაციის (DIPS), მსოფლიო საგზაო ასოციაციისა (PIARC) და ტრანსპორტის გაერთიანების (TCT) ორგანიზებით, სატრანსპორტო და საგზაო სფეროს სპეციალისტების პროფესიული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრაზე, საქართველო მოწვეული იყო ტრანსპორტის გაერთიანების (TCT) ეგიდით. „ქართული […]

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 5 მედალი მოიპოვეს

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვარშავაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 5 მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. ომარ გაზაშვილი (61 კგ) ჩემპიონი გახდა, გიორგი სულავა (86 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო თამაზ სულამანიძე (61 კგ), გიორგი შონია (65 კგ) და ოთარ ადეიშვილი (79 კგ) – ბრინჯაოს. გუნდი პოლონეთში მწვრთნელებმა ზურაბ ჭიღლაძემ და თემურ […]

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ მკვლელობაზე საქმე აღიძრა

ოკუპირებული გაგრის ე.წ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთთან ე.წ. საზღვართან რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასი წერს დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალურ პროკურატურაზე“ დაყრდნობით. დე ფაქტო უწყების თანახმად “რაიონის პროკურატურამ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის საქმეზე სისხლის სამართილს საქმე აღძრა“ 23 ივნისის საღამოს ოკუპიურებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღართან […]

როდიდან აღუდგება უწყვეტი წყალმომარაგება დედაქალაქის კონკრეტულ უბნებს

თბილისის ნაწილს წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. უხერხულობა და უდიდესი დისკომფორტი წესით რამდენიმე დღეში მოიხსნება – მას შემდეგ, რაც სოფელ წიწამურთან დაზიანებული წყალსადენი სრულად აღდგება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ცდილობს რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პრობლემა. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული მაგისტრალი სასმელი წყლით ამარაგებს მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ […]

თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. „ხალხო, სასწრაფოდ! ყველა, ვისაც შეგიძლიათ, თემქაზე, წერეთლის მონუმენტის მიმდებარედ, უკან, ირგვლივ! გავიდეთ ყველა!“,- წერს ირმა მალაციძე ფეისბუქში. პროფესორ გიორგი გახელაძეს კვლავ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცვლებთან ერთად მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტში დღეს განიხილავენ

დეპუტატები საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე იმსჯელებენ. მმართველი გუნდი მის დასაძლევად ემზადება და სალომე ზურაბიშვილის ვეტოს მორიგ დესტრუქციულ ქმედებად აფასებს. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, როგორც სხვა ვეტოები, ეს ვეტოც იქნება დაძლეული და საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის წინსვლას ხელს ვერ შეუშლის. “სალომეს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი, ლეგიტიმურად არჩეული, ემსახურება ქვეყნის […]

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ სროლაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა. ინფორმაციას რუსული მედია გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეებს ამ დრომდე ეძებენ. ე.წ. საზღვარზე სროლა გუშინ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მოქალაქე, […]

სულ მცირე 17 ადამიანია დაღუპული დაღესტანში მომხდარი ტექსტებისას

სულ მცირე 17 ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი დაიღუპა კვირას დაღესტანში დერბერტსა და მახაჩყალაში მართლმადიდებულ ეკლესიაზე, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად. რესპუბლიკაში მოქმედებს კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. კვირას დაახლოებით 23:00 საათზე, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ დერბენტში სპეცოპერაციის აქტიური ეტაპი დასრულდა. კომიტეტმა 5 თადამსხმელის სიკვდილი დაადასტურა, მანამდე ვრცელდებოდა ცნობა 6 თავდამსხმელის დაღუპვაზე. დაღესტნის […]

ზურაბ ანთაურის გუნდი ისევ ტრიუმფატორია

სალონიკში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს ნომერ პირველმა გუნდმა კონტინენტზეც საუკეთესოს წოდება მოიპოვა და ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა. როგორც U15 ისე U17 ნაკრების წევრებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და გუნდური პირველი ადგილები მოიპოვეს. მათ ანგარიშზე ჯამში 37 მედალია საიდანაც U17 -ის ანგარიშზე 16 მედალია (6 ოქრო, 3 ვერცხლი 7 ბრინჯაო) , ხოლო U15 -ის ანგარიშზე 21 (11 […]