ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ

განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, სადაც ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას უკან დაიხიოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისგან, კანონის უზენაესობისგან, ღია საზოგადოებისა და დემოკრატიისგან, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, ეს იქნება საქართველოს საკითხის პირველი საფუძვლიანი განხილვა საგარეო საქმეთა საბჭოს დონეზე. „ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და […]
ირაკლი კობახიძე პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება

მთავრობის მეთაურს მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტში ელოდებიან. ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით აქტიური მუშაობა, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება – ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომელთან დაკავშირებითაც […]
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და დასავლეთ […]
თბილისში თხილამურების და სნოუბორდის შემსწავლელი ცენტრი Ski Club Georgia გაიხსნა

დაახლოებით ორი თვეა რაც თბილისში სათხილამურო კლუბი Ski Club Georgia გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს სნოუბორდზე და თხილამურზე სწორად სრიალს ასწავლი. როგორია სათხილამურო კლუბის მიმართ დაინტერესება ამის შესახებ „კომერსანტი“ კლუბის დამფუძნებელს და დირექტორს გიორგი ჩიტაიშვილს ესაუბრა. ჩიტაიშვილის თქმით დახურულ დარბაზში განთავსებულია სპეციალური სიმულატორები, სადაც ერთდროულად სამ მომხმარებელს შეუძლია დადგომა. „ჩვენი სათხილამურო დარბაზი დაახლოებით ორი თვეა, რაც ფუნქციონირებს, […]
საუდის არაბეთში ჰაჯის დროს სიცხისგან 1 301 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში ჰაჯის დროს სიცხისგან 1 301 ადამიანი დაიღუპა. პილიგრიმები 50 გრადუსიან სიცხეში შორ მანძილზე თავშესაფრის გარეშე გადაადგილდებოდნენ. ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთა სამ მეოთხედზე მეტს არ ჰქონდა ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა. დაღუპულთა ნაწილს ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები შეადგენდნენ. დასავლურ მედიაში უკვე წერენ, რომ საუდის არაბეთმა ჰაჯის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საკმარისი ზომები არ მიიღო. ეს […]
კრავინიო: თუ უკრაინა ომს წააგებს, საქართველოს არანაირი შანსი აღარ ექნება

საქართველოში დღეს არსებულ ვითარებასა და ხელისუფლების ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე რადიო თავისუფლებასთან პორტუგალიის ყოფილმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა ჟოაო გომეშ კრავინიომ ისაუბრა. მისი შეფასებით, ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირის საპირისპირო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, ვინაიდან დემოკრატიის დასუსტება და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. “ვფიქრობ, რასაც ბოლო ხანს ვაკვირდებით, არის გადაწყვეტილება – აღარ გაგრძელდეს სვლა […]
ეროვნული ნაკრები დღეს ფელბერტში საწვრთნელ ვარჯიშს ჩაატარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები პორტუგალიის წინააღმდეგ, ზუსტად ორ დღეში, 26 ივნისს ღამის 23 საათზე გამართავს. დღეს ისინი ფელბერტში საწვრთნელ ვარჯიშს ჩაატარებენ, უკვე ხვალ კი (25 ივნისს) ვილი სანიოლის გუნდი გელზერკირხენში გაემგზავრება. პორტუგალიასთან დაპირისპირების ადგილი არენა აუფშალკეა. ზუსტად ორ დღეში გაირკვევა, შეძლებენ თუ არა ჩვენი ფეხბურთელები […]
რვა სართულიანი შენობა და კინოთეატრი – ვინ აშენებს „ქართული ოცნებისთვის“ ახალ ოფისს და როდის დასრულდება მშენებლობა?

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ახალ ოფისს თბილისში, დიდი ხეივნის 3 ნომერში იშენებს. პროექტის მიხედვით, რვა სართულიანი ოფისი 8 383 კვ.მ-ს მოიცავს და მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, 4953.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ვლადიმერ წითლანაძის ქუჩა, სამხრეთ-დასავლეთიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის […]
MBC ავტო სესხზე საუკეთესო პირობებს გთავაზობს

ავტომობილის ყიდვა ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. თუ სტაბილური შემოსავალი გაქვს, მაგრამ ერთიან თანხას ვერ მოუყარე თავი, დროს და წლებს ნუ დაკარგავ. დღეს ქვეყნის მასშტაბით უამრავი საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანებს ავტომობილის შეძენაში ეხმარება. გამონაკლისი ნურც შენ იქნები. მთავარია შეარჩიო სასურველი მანქანა, გაიგო რა ჯდება მისი ჩამოყვანა ან ადგილზე შეძენა, დაიანგარიშო ხარჯები და ამის შემდეგ მოითხოვო […]
მოკლული პოლიციელების რიცხვი 15-მდე გაიზარდა – დაღესტანში გლოვის დღეები გამოცხადდა

მოკლული 20-მდე ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი, მღვდელი და ეკლესიის მცველი, დაჭრილი 12 სამართალდამცავი და დაშავებული 25 ადამიანი პირი – დაღესტანში 24-25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა. დერბენტსა და მაჰაჩყალაში უცნობი პირები მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიჭრნენ. თავს დაესხნენ სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებასაც. ინფორმაცია მომხდარის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიკვიდირებულია […]