ბაქოში დამნაშავის დაკავებისას 4 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის დედაქალაქში მრავალჯერ ნასამართლები როვშან ალაჰვერდიევის დაკავებისას 4 ადამიანი დაიღუპა. დაკავების მცდელობისას ალაჰვერდიევმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 3 პოლიციელი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. “არაერთხელ ნასამართლებმა და ძებნაში მყოფმა როვშან ალაჰვერდიევმა პოლიციის თანამშრომლებს დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. მან საპასუხო ცეცხლისგან თავის არიდების მიზნით, ცოცხალ ფარად საკუთარი ოჯახის წევრი გამოიყენა”. – წერია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს […]
ჩინური ბანკის შვილობილი კომპანია, Bank of China სანქციების გამო, წყვეტს მუშაობას რუსეთის ბანკებთან

ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ბანკის, შვილობილი რუსული ფილიალი Bank Of China 24 ივნისიდან შეაჩერებს ოპერაციებს იმ რუსულ ბანკებთან, რომლებიც აშშ-ის სანქციების დაბლოკვის ქვეშ მოექცნენ. ამის შესახებ გაზეთი “კომერსანტი” წყაროებზე დაყრდნობით წერს. ბანკი გააგრძელებს მუშაობას სხვა პარტნიორებთან, რომლებიც არ შედიან აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული სანქცირებულთა სიაში. ამ სიაში შეყვანა ბანკისთვის ნიშნავს აქტივების გაყინვას შეერთებულ შტატებში და […]
ვინც დღეს უკრაინის ან მოლდოვას “გააზრებულ” პოლიტიკას მისტირის ან შეგნებული იდიოტია ან მოსყიდული დეგენერატი

ვინც დღეს უკრაინის ან მოლდოვას “გააზრებულ” პოლიტიკას მისტირის ან შეგნებული იდიოტია ან მოსყიდული დეგენერატი „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია “საქართველოსთვის” წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, “ოცნებამ” გაუაზრებელი პოლიტიკით ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. ქართველიშვილის თქმით, ვინც დღეს უკრაინის ან მოლდოვას “გააზრებულ” პოლიტიკას მისტირის ან შეგნებული იდიოტია ან მოსყიდული დეგენერატი. მანვე აღნიშნა, რომ მსგავს […]
გვარამიები შეიწყალა, კონსტიტუციის კანონის დამრღვევები შეიწყალა, რადიკალების პრეზიდენტი გახდა – ახლა სამიზნე აქვთ ცესკო, რადგან ზუსტად იციან, არჩევნებზე ვერაფერს იზამენ
გვარამიები შეიწყალა, კონსტიტუციის კანონის დამრღვევები შეიწყალა, რადიკალების პრეზიდენტი გახდა – ახლა სამიზნე აქვთ ცესკო, რადგან ზუსტად იციან, არჩევნებზე ვერაფერს იზამენ გვჯეროდა, რომ ის ნეიტრალური და დამოუკიდებელი იყო. დღეს რას ვხედავთ? პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, ხელმძღვანელობს რადიკალების გაერთიანების პლატფორმას. – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, სალომე ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა. […]
„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა, კეთილდღეობის შეფასებით კი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე გაიყვანა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა, კეთილდღეობის შეფასებით კი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე გაიყვანა „ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა, კეთილდღეობის შეფასებით კი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე გაიყვანა. 2012 წლის შემდეგ „თავისუფლების“ შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა და ევროპაში პირველ […]
გურამ მაჭარაშვილი – ევროპარლამენტის არჩევნების დროს, ევროპულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი არამხოლოდ ბორელს, არამედ ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში

ევროპარლამენტის არჩევნების დროს, ევროპულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი არამხოლოდ ბორელს, არამედ ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროპულმა საზოგადოებამ უარი უთხრა „უსამართლობას, ომს, ეკონომიკურ ჩამოქცევასა და ა.შ“. […]
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინსაწარმეტყველა და მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს […]
ნინო ლაცაბიძე – რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რომლის შედეგსაც უახლოეს დღეებში ყველა ერთად ვნახავთ

რუსთავში, დასასრულს უახლოვდება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებშიც, ქართველი და უცხოელი სკულპტორები, ექსკლუზიურად რუსთავისთვის ქმნიან ქანდაკებებს. რუსთავის ცენტრალურ პარკში სიმპოზიუმი 7 ივნისს გაიხსნა. ,,რუსთავის ცენტრალურ პარკში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რომლის შედეგსაც უახლოეს დღეებში ყველა ერთად ვნახავთ. სპეციალურად სიმპოზიუმისთვის მოწყობილ სივრცეში 13 მოქანდაკე მუშაობს იმისთვის, რომ ქალაქისთვის უნიკალური სკულპტურები შეიქმნას. 29 […]
25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
როგორი ამინდი იქნება 25-26 ივნისს – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით; ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი; შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”- წერია […]