დააკავეს ფსოუსთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის თანახმად, დააკავეს რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საზღვართან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები. „გრძელდება ოპერატიული სამუშაოები, არის ხალხი, რომელიც [განყოფილებაში] მიიყვანეს, როგორც ეჭვმიტანილი საზღვართან ჩადენილ დანაშაულში, რომლის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. ისინი იკითხებიან, დგინდება მათი მონაწილეობა დანაშაულში“, – უთხრა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასს თანამოსაუბრემ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა […]
ზარქუა: გათხოვილი კაცები რომ ანტი-ქართულ მიტინგებს გვიწყობენ, არანაირ ურთიერთობებში არ ჯდება

რომელიმე მათგანი თუ გამოვა – ან ელჩი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ის კი არ არის, რომ რა ჰქვია, გათხოვილი კაცები რომ აქ იმას გვიწყობდნენ, რაღაც მიტინგებს და მონაწილეობდნენ […] ეს იყო დარღვევა, რაღაც პროტოკოლის დარღვევა, მიუღებელია, ეს არაფერში არ ჯდება, არანაირ ურთიერთობაში არ ჯდება რომ იცოდეთ თქვენ [ქვეყნებს შორის ურთიერთობაში], რომ ოპოზიციის მოწყობილ ანტი-ქართულ მიტინგზე […]
25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
ირაკლი ზარქუა ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე – სავარაუდოდ, იქაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ – თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? მზად ვართ, თუ მე უნდა დავსანქცირდე, პირადად პრობლემა არა მაქვს

სავარაუდოდ, იქაც [ევროპაშიც] მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? მზად ვართ, თუ მე უნდა დავსანქცირდე, პირადად პრობლემა არა მაქვს. დაე, დავსანქცირდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, ამ დრომდე არავისგან მიუღია პასუხი […]
ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე – გვარამიები შეიწყალა, კონსტიტუციის კანონის დამრღვევები შეიწყალა, რადიკალების პრეზიდენტი გახდა – ახლა სამიზნე აქვთ ცესკო, რადგან ზუსტად იციან, არჩევნებზე ვერაფერს იზამენ

გვჯეროდა, რომ ის ნეიტრალური და დამოუკიდებელი იყო. დღეს რას ვხედავთ? პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, ხელმძღვანელობს რადიკალების გაერთიანების პლატფორმას. – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, სალომე ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა. დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილს პატრონებმა გარედან დაავალეს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობა. ზარქუას განცხადებით, ზურაბიშვილი იმით გახდა გამორჩეული, რომ მან კონსტიტუციის და კანონის […]
,, შე გადაგვარებულო, შანტაჟისტო კლოუნო!” – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს

,, შე გადაგვარებულო, შანტაჟისტო კლოუნო!” – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს ,,იმისათვის, რომ გაერთიანების წერტილები ვნახოთ, უნდა შევძლოთ, მათ შორის, წარსულზე სიმართლის თქმა” – სააკაშვილის ამ მოწოდებას ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს” წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,კი უნდა შევძლოთ: მაგალითად ერთი სიმართლე ისაა რომ პრემიერად რომ არ დაგასახელა ენმ-მა 2016 წელს, გვაშანტაჟებდი რომ შენი ტელემედია რესურსის გამოყენებით ყველას მოღალატეებად შეგვრაცხავ თუ […]
„დამირეკა კაცმა. თქვა, რომ სოფ. ნასაგურალთან ნახა, ეკითხებოდა, სად ვარ და აქ რა მინდაო. აშარად გიორგია“ – რა ინფორმაცია გაავრცელა 1 საათის წინ გიორგი გახელაძის მეუღლემ?

„დამირეკა კაცმა. თქვა, რომ სოფ. ნასაგურალთან ნახა, ეკითხებოდა, სად ვარ და აქ რა მინდაო. აშარად გიორგია“ – რა ინფორმაცია გაავრცელა 1 საათის წინ გიორგი გახელაძის მეუღლემ? დაახლოებით 1 საათის წინ გიორგი გახელაძის მეუღლე შემდეგი სახის მიმართვა გაავრცელა: „დამირეკა კაცმა. თქვა რომ 21 ში სოფ. ნასაგურალთან ნახა, ეკითხებოდა, სად ვარ და აქ რა მინდაო. აშარად გიორგია. […]
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი სანქციები შეზღუდვებს უწესებს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და ართულებს ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლას. ევროკავშირის სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადატვირთვის მომსახურების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადაზიდვის მიზნით; მშენებარე თხევადი ბუნებრივი აირის პროექტების დასასრულებლად ახალი ინვესტიციების აკრძალვას; ფინანსური შეტყობინებების სისტემის (SPFS) […]
სამხრეთ კორეაში, ბატარეის ქარხანაში ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეის ქალაქ ჰვასონში ლითიუმის ბატარეების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ს ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი ბატარეის საწყობში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილობრივ სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
ირაკლი ზარქუა – „კეზერა“ სხვა პლატფორმაზე გადავიდა ან სხვა ორგანიზაციებს დაუწყებს დაფინანსებას სავარაუდოდ და „ნაციონალურმა მოძრობამ“ ბელადის, ფინანსების და „ხაბეს“ გარეშე დარჩენილმა, ბოკუჩავას იმედად რა უნდა ქნას

„კეზერა“ სხვა პლატფორმაზე გადავიდა ან სხვა ორგანიზაციებს დაუწყებს დაფინანსებას სავარაუდოდ და „ნაციონალურმა მოძრობამ“ ბელადის, ფინანსების და „ხაბეს“ გარეშე დარჩენილმა, ბოკუჩავას იმედად რა უნდა ქნას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ურეიტინგო და “ლუზერების” პროექტია. „რომ გითხრათ ამათ რაღაც ახალი მიდგომა აქვთ-თქო – მოგატყუებთ. ყოველთვის ასე […]