ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაშია ნათქვამია, რომ სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე […]

„წყალმომარაგების აღსადგენად დაახლოებით 210მ სიგრძის 1400 მმ-იანი დიამეტრის ფოლადის მილი გამოიცვალა“ – გიგა ნადირაძე

,,დღეის მდგომარეობით, დაზიანება სრულად აღმოფხვრილია და ქსელი სრულად არის დატვირთული. შესაბამისად, მომხმარებლების იმ რაოდენობისთვის, რომელსაც შეეხო ეს დაზიანება, ქსელი სრულად არის ჩართული”, – ამის შესახებ გადაცემა „პროფესიონალებში“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ განაცხადა. მან იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომლის ჩატარებაც კომპანიას წყალმომარაგების აღსადგენად მოუწია. ,,ეს დაზიანება GWP-ის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე ტიპის დაზიანება […]

მიხეილ დაუშვილი ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციაზე – ჩვენ იმიტომ არ ვუერთდებით, რომ ამ დეკლარაციაში ჩვენი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს

გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ – ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კითხვებს აჩენს, რომელი რა მიზანს ემსახურება – ჩვენთვის კოალიცია მიუღებელია როგორც “ნაცმოძრაობასთან”, ასევე ამ „ოცნებასთან“, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. მისი თქმით, […]

პაატა მანჯგალაძე ე.წ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე – „ქართული ოცნების“ ფარისევლური ნაბიჯი და წინასაარჩევნო პიარია – მათ ვურჩევ, კვირაობით ეკლესიაში იარონ

„ქართული ოცნების“ ფარისევლური ნაბიჯი და წინასაარჩევნო პიარია, რომ ჩემს მეგობრებს და მრევლს, თემა მიჰყიდონ, თითქოს ესენი რაღაცის დამცველები არიან – ვურჩევ, კვირაობით ეკლესიაში იარონ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ე.წ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ინტერნეტის თაობის პირობებში, როცა მას ძირითადად, ახალგაზრდები იყენებენ, რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ფარისევლობაა. “ვნახეთ, რომ […]

მაიკლ როთი – „ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია

„ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს. „საქართველოს მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ ევროკავშირის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევროპული გზა. „ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია“, – წერს მაიკლ როთი.

მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს. როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც. „დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის […]

ამერიკულმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის საქმე დახურა

ამერიკულმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის საქმე დახურა. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების სასამართლომ „ვიკილიკსის“ დამფუძნებელს პატიმრობის ვადა მოხდილად ჩაუთვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. მან სასამართლოს შენობა უკვე დატოვა და მშობლიურ ავსტრალიაში გაემგზავრა. ასანჟი ბრიტანეთის ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ამერიკულ პროკურატურასთან გარიგება დადო და თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ლონდონში ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. 2019 წელს […]

GT VINEA-ს ორგანიზებით, 29 ივნისს, მცირე მარნების მხარდასაჭერი ღვინის გამოფენა-გაყიდვა – “ღვინის შაბათი” გაიმართება

ჯი-თი ვინეას ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, შაბათს, 29 ივნისს, უკვე მეორედ, მცირე მარნების მხარდასაჭერი ღვინის გამოფენა-გაყიდვა – “ღვინის შაბათი” გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს მცირე მარნების ცნობადობის გაზრდას და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას. ღონისძიების მიმართ გამოხატულმა დიდმა ინტერესმა გამოიწვია ღვინის მწარმოებლების ჩართულობის ზრდაც, რის შედეგადაც 29 ივნისს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ 30 მცირე მარნის […]

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს აგრომეწარმოების კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი აგრობიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge აგრომეწარმეობის კურსი განათავსა, რომელიც დამწყებ თუ გამოცდილ ფერმერებს წარმოების, უსაფრთხოების, გაყიდვების არხების და მეურნეობის მართვის სხვადასხვა კომპონენტებს გააცნობს. ბიზნესკურსის მიზანია, ფერმერებმა უფრო მეტი გაიგონ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ, მიიღონ მეტი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის როლზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, შედეგად კი შეძლონ […]

„მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“- უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან

“მდგომარეობა არის საგანგებო”- ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ. ” მდგომარეობა არის საგანგებო, არცერთო სახურავი არ არის გადარჩენილი. სპეციალისტებმა უნდა ნახონ, დარტყმა ქარბობრბალას არის ძალიან დიდი და ამიტომ უნდა ინახოს, ხომ არ არის რამე უხილავი ბზარები. ასევეა სამრეკლო, რომელსაც აქამდეც სჭირდებოდა გამაგრება და რესტავრაცია და დღეს […]