ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ალან ბერსე აირჩიეს

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად, შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი, ალან ბერსე აირჩიეს. გენერალურ მდივანს ორგანიზაციის ხელმძღვანელად ხუთი წლის ვადით ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE). არჩევნების მეორე ტურში ალან ბერსემ ხმების უმრავლესობა – 114 ხმა მიიღო. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნის პოსტზე სხვა კანდიდატები იყვნენ ესტონელი ინდრეკ საარი, რომელმაც 85 ხმა მიიღო და ბელგიელი დიდიე რეინდერსი, რომელსაც 46 […]
დღეს ლომისობაა

ლომისა IX-X საუკუნის უძველესი სალოცავია, ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთის სამხრეთით, 6-7 კილომეტრზე, მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე (ახალგორის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს. სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და […]
პრესტურის ფარგლებში, ცნობილი ინფლუენსერი საქართველოს ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან ცნობილ ინფლუენსერს მასპინძლობს. Isa Mohammad Khan-ს სოციალურ ქსელებში მილიონამდე გამომწერი ჰყავს. პრესტურის ფარგლებში, ცნობილი ინფლუენსერი ეწვევა თბილისს, სვანეთს, ყაზბეგს, აჭარას. მოამზადებს ეფექტურ სარეკლამო მასალას, რომელსაც საკუთარ სოციალურ გვერდებზე განათავსებს.
6 ივლისი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა

მხოლოდ 6 ივლისს, მხოლოდ ერთი დღით, ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“ ნაძალადევში ბინის შეძენის მსურველებს დიდ ფასდაკლებას სთავაზობს ახალ საცხოვრებელ კომპლექსში „არქი“ კიკვიძის ბაღთან C“. საოცნებო სახლის შეძენის მსურველებისთვის ეს დღე არის შანსი, ბინის მესაკუთრეები გახდნენ ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება. ფასდაკლებასთან ერთად მომხმარებელს ელოდება გადახდის საუკეთესო პირობები: არანაირი პირველადი შენატანი, 12 წლამდე განვადება შემოსავლების დადასტურების […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „აისითის“ (Apple City) დარღვევის ფაქტი დაუდგინა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მობილური და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის სექტორში, შპს „აისითის“ (Apple City) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონდარღვევის ფაქტი დაუდგინა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად კანონით გათვალისწინებული ინფორმირების ვალდებულებისა და კანონისმიერი საგარანტიო მომსახურების ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა – 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა […]
ბექა დავითულიანი – ვეტო აუცილებლად დაიძლევა

ერთპარტიული მმართველობის რისკს რაში ხედავენ მე ვერ ვხვდები – ვეტო აუცილებლად დაიძლევა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსა და ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც, მიაჩნიათ, რომ არ არის სამართლიანი. „ჩვენ ძალიან ხშირად ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ ვგზავნით […]
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უძღვებოდა და მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. „კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ. „კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა […]
დღეს ლომისობაა

ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ. ლომისა წმინდა გიორგის სახელობის უძველესი სალოცავია. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით, თავდაპირველად ლომისა მთვარის […]
ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის […]
ბექა დავითულიანი აშშ-ის სანქციებზე – მეილზე შეტყობინება არავის მისვლია და ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს – გემიდან ცხენი რომ გადმოვა და მერე ბათუმიდან თბილისამდე ჩამოაღწევს, მოვა

[დასანქცირებაზე] მეილზე შეტყობინება არავის მისვლია და ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს – გემიდან ცხენი რომ გადმოვა და მერე ბათუმიდან თბილისამდე ჩამოაღწევს, მოვა – საერთოდ, როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ 25-დან 34-მდე ადამიანის სანქცირება მოვახდინე, არის დიდი აბსურდი და სისულელე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ასე არასერიოზულად თუ იქცევიან, მოიქცნენ, […]