ქარიშხალმა ალავერდის შიდა და გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, 25 ივნისს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. ადმინისტრაციის განცხადებით, ქარიშხლის შემდეგ მყისიერად მოხდა ყველა შესაბამისი სამსახურის მობილიზება და დაიწყო ზარალის ოდენობის აღწერა, შემდგომი რეაგირების მიზნით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას გაეცნენ მათი წარმომადგენლებიც. როგორც სააგენტოში […]

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს აგრომეწარმეობის კურსი დაემატა (რ)

საქართველოს ბანკი აგრობიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge აგრომეწარმეობის კურსი განათავსა, რომელიც დამწყებ თუ გამოცდილ ფერმერებს წარმოების, უსაფრთხოების, გაყიდვების არხების და მეურნეობის მართვის სხვადასხვა კომპონენტებს გააცნობს. ბიზნესკურსის მიზანია, ფერმერებმა უფრო მეტი გაიგონ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ, მიიღონ მეტი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის როლზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, შედეგად კი შეძლონ […]

საქალაქო სასამართლოში, ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, მოკლული გოგონას დედას და მამას დაკითხავენ. სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ცინდელიანიც, ის დუმილის უფლებით სარგებლობს. გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, […]

“მორიგი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა და ახალი მიკერებული ცხვირი” – მუსიკოსი ლადო ბურდული ავარიაში მოყვა

მუსიკოსი ლადო ბურდული ავარიაში მოყვა. ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს: “მორიგი ავარია სკუტერით, მორიგი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა, მორიგი უფლის წყალობა და ახალი მიკერებული ცხვირი სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით. უფალს მადლობა და დიდება.”

დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტორსის“ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება

ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი – „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და გამართვა თანამედროვე სისტემების გამოყენებითაა შესაძლებელი. დიზელის ძრავის საწვავის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბენზინზე მომუშავე ძრავისგან და მასთან შედარებით უფრო კომპლექსური და მდგრადია. სწორედ ამიტომ, წელიწადში ორჯერ, ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად, საწვავის […]

როთი: არჩევნებზე ქართველები გადაწყვეტენ შეაჩერონ EU-ის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევროპული გზა

საქართველოში მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ ევროკავშირის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევროპული გზა. “ქართული კოშმარით” ევროპული ოცნება დასრულებულია.

დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტორსის“ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება

ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი – „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და გამართვა თანამედროვე სისტემების გამოყენებითაა შესაძლებელი. დიზელის ძრავის საწვავის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბენზინზე მომუშავე ძრავისგან და მასთან შედარებით უფრო კომპლექსური და მდგრადია. სწორედ ამიტომ, წელიწადში ორჯერ, ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად, საწვავის […]

მაისში დაკრედიტება გაიზარდა – რომელ სექტორებზე გაიცა ყველაზე მეტი სესხი?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში, იურიდიულ პირებზე გაცემული ახალი სესხების ნაკადმა 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორებს შორის ლიდერი ვაჭრობაა, რომელზეც ახალი სესხების 44% მოდის, შემდეგია მშენებლობა – 13%-იანი წილით და მრეწველობა, რომელზეც 12.7% მოდის. ყველაზე ნაკლები სესხი კი განათლების მიმართულებით გაიცა და მისი წილი 1%-ზე ნაკლებია. მაისში, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ნაკადები ეკონომიკური საქმიანობის სახეების […]

„წყალმომარაგების აღსადგენად დაახლოებით 210მ სიგრძის 1400 მმ-იანი დიამეტრის ფოლადის მილი გამოიცვალა“ – გიგა ნადირაძე

,,დღეის მდგომარეობით, დაზიანება სრულად აღმოფხვრილია და ქსელი სრულად არის დატვირთული. შესაბამისად, მომხმარებლების იმ რაოდენობისთვის, რომელსაც შეეხო ეს დაზიანება, ქსელი სრულად არის ჩართული”, – ამის შესახებ გადაცემა „პროფესიონალებში“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ განაცხადა. მან იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომლის ჩატარებაც კომპანიას წყალმომარაგების აღსადგენად მოუწია. ,,ეს დაზიანება GWP-ის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე ტიპის დაზიანება […]