ახალგაზრდა მეცნიერები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საპროტესტო მსვლელობით ახალგაზრდა მეცნიერები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები შემოუერთდნენ. მსვლელობა ილიას უნივერსიტეტიდან დაიწყო. ისინი სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერებითა და პლაკატებით პარლამენტის წინ მსვლელობით მოვიდნენ. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-19 დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების […]

ნორვეგია უკრაინას $242 მილიონით დაეხმარება

16 დეკემბერს ნორვეგიამ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით $242 მილიონს გამოყოფს. ახალი დახმარების ნაწილი შავი ზღვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პორტებზე წვდომის უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის მოსახლეობისა და უკრაინის ინფრასტრუქტურის დაცვა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის თავდასხმებისგან“, – თქვა განცხადებაში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ. მისივე განცხადებით, „ასევე მნიშვნელოვანია მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ზღვით ექსპორტის დაცვა, […]

მთავრობა: ესტონეთი და ლიეტუვა უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ესტონეთთან კოორდინაციით გააფართოვეს სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და მას დაამატეს კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ორი ქვეყანა არ აპირებს შეეგუოს მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობას. რამდენიმე საათით ადრე სანქცირების შესახებ გამოაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ლიეტუვის […]

სიიარტო: ბუდაპეშტმა ევროკავშირის სანქციებიდან ამოაღებინა პატრიარქი კირილე და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

უნგრეთმა მიაღწია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს (ვლადიმირ გუნდიაევის), გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიასა, და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გამორიცხვას ევროკავშირის სანქციების მე-15 პაკეტიდან, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პეტერ სიიარტომ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნგრეთი ეწინააღმდეგება პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. 2022 წელს უნგრეთმა ორჯერ დაბლოკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის […]

,, ამ ბიზნესების წარმომადგენლებმა უკვე დააფიქსირეს არჩევნებზე თავიანთი პოზიცია და წააგეს კიდეც” – ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი თავისუფალი ბიზნესმენების განცხადებას ეხმაურება: ,,დიდი ჟრიამულით აზიარებენ გარკვეული “ბიზნესების” თავზეხელაღებულ პოლიტიკურ განცხადებას )) ისე , შეგახსენებთ, რომ ამ ბიზნესების წარმომადგენლებმა უკვე დააფიქსირეს არჩევნებზე თავიანთი პოზიცია და წააგეს კიდეც აი ახლა, სხვა ფორმით რომ მოითხოვენ „გაბევრდებიან” თუ რა მოლოდინი აქვთ საინტერესოა..”

არჩევნები თუ არ დაინიშნა და არ ჩატარდა სამართლიანად, ხელისუფლება დაიმსხვრევა ბოლომდე – დავით თარხან-მოურავი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ობიექტივის ეთერში აცხადება: ,,აფხაზები ატარებენ სამართლიან არჩევნებს, სამჯერ გადააყენეს პრეზიდენტი. ცხინვალმა ორჯერ გადააყენა. კი ბატონო, სეპარატიზმია, არ ვცნობთ, მაგრამ არჩევნებს ატარებენ, ჩვენ ვერ ჩავატარეთ. ერთი სამართლიანი არჩევნები ჩაატარა გამსახურდიამ და მორჩა. არჩევნები თუ არ დაინიშნა და არ ჩატარდა სამართლიანად, ხელისუფლება დაიმსხვრევა ბოლომდე. […] ყველანაირი რაღაც შეიძლება მოხდეს ცუდი, კაი არაფერი […]

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ძალადობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მათი ძირითადი უფლებებით , – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა […]

„აბსოლუტურად არაფერში თითქმის $400 მილიონი უნდა გადავიხადოთ, გვრჩება დანგრეული ხეობა და მოუწესრიგებელი ბუნება“ – გიორგი აბრამიშვილი Enka -ს არბიტრაჟზე

„აბსოლუტურად არაფერში თითქმის $400 მილიონი უნდა გადავიხადოთ, გვრჩება დანგრეული ხეობა და მოუწესრიგებელი ბუნება“ – გიორგი აბრამიშვილი Enka -ს არბიტრაჟზე კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამოხვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად […]

გერმანიის კანცლერი შოლცი პარლამენტს რიგგარეშე არჩევნებისკენ ნაბიჯის გადადგმას სთხოვს

ორშაბათს კანცლერმა შოლცმა პარლამენტს სთხოვა მის მიმართ უნდობლობა გამოაცხადოს. ეს მისი მთავრობის დაშლის შემდეგ, ვადამდელი ეროვნული არჩევნებისკენ გადადგმული პირველი ოფიციალური ნაბიჯი იქნება. შოლცის სამწევრიანი კოალიციიდან ნეოლიბერალი თავისუფალი დემოკრატების გასვლის შემდეგ, შოლცის სოციალ-დემოკრატები და მწვანეები უმრავლესობის გარეშე მართავენ იმ დროს, როდესაც გერმანია მთელი თაობის პერიოდის უღრმეს ეკონომიკურ კრიზისშია. პარლამენტისადმი მიმართვაში შოლცმა რიგგარეშე არჩევნები წარმოაჩინა როგორც შესაძლებლობა […]

თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა 390-ს გადასცდა

თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის 391-ია. “არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე […]