გერმანიის კანცლერი შოლცი პარლამენტს რიგგარეშე არჩევნებისკენ ნაბიჯის გადადგმას სთხოვს

ორშაბათს კანცლერმა შოლცმა პარლამენტს სთხოვა მის მიმართ უნდობლობა გამოაცხადოს. ეს მისი მთავრობის დაშლის შემდეგ, ვადამდელი ეროვნული არჩევნებისკენ გადადგმული პირველი ოფიციალური ნაბიჯი იქნება.
შოლცის სამწევრიანი კოალიციიდან ნეოლიბერალი თავისუფალი დემოკრატების გასვლის შემდეგ, შოლცის სოციალ-დემოკრატები და მწვანეები უმრავლესობის გარეშე მართავენ იმ დროს, როდესაც გერმანია მთელი თაობის პერიოდის უღრმეს ეკონომიკურ კრიზისშია.
პარლამენტისადმი მიმართვაში შოლცმა რიგგარეშე წარმოაჩინა როგორც შესაძლებლობა ამომრჩევლებისთვის, გერმანიისთვის ახალი კურსი დასახონ. მან ეს წარმოადგინა როგორც არჩევანი მომავლის დიდ ინვესტიციებსა და შეკვეცას შორის, რის პირობასაც – მისი თქმით – კონსერვატორები დებენ.
შოლცს წინა კოალიციაში კონსერვატორებთან ფინანსთა მინისტრის პოზიცია ეკავა, სანამ 2021 წელს ახალი მთავრობის მეთაური გახდებოდა. მან სხვა პარტიებს ბრალი დასდო, რომ გერმანიისთვის საჭირო ინვესტიციების დაბლოკვა სურთ.
შოლცი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად რჩება, სანამ 23 თებერვალს დანიშნული არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ