თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა 390-ს გადასცდა

თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის 391-ია. “არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე […]

თითქმის 400 კომპანია ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

„თავისუფალი ბიზნესების“ გაერთიანება საქართველოში სიტუაციის დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. „არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, […]

ევროკავშირმა თინა კანდელაკი დაასანქცირა

ევროკავშირმა ქართული წარმოშობის კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი დაასანქცირა. ევროკავშირის საბჭომ დღეს, 16 დეკემბერს, მიიღო გადაწყვეტილება 16 ფიზიკური და 3 იურიდიულ პირისთვის სანქციების დაწესებაზე, ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების წინააღმდეგ დესტაბილიზაციის საპასუხოდ. სწორედ ამ სიაში მოხვდა კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი. ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, კანდელაკი იყენებს თავის პოპულარობასა და გავლენას რუსული პროპაგანდის გასახმოვანებლად […]

ვინ ფლობს დიპლომატიურ პასპორტს საქართველოში

ევროკავშირი ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. კანონმდებლობის თანახმად, დიპლომატიური პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიპლომატიური პასპორტის მიღების უფლების მქონე პირები არიან: · საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე; · საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და […]

რობერტ ფიცო – საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია

ჩვენ მოვუწოდებთ, საქართველოში არსებული სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. მისივე განცხადებით, სერბეთი, რომელიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებულ მხარდაჭერას […]

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

„სამოქალაქო იდეა“ – საგანგაშოა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ის ნაწილები, სადაც საუბარია რუსეთთან საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე – მაღალმთიან ადგილებზე პუნქტებზე ზამთრის თვეებში პერსონალი რთული პირობების გამო ვერ მუშაობს

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე – „კონტრტერორიზმის საკითხებში 2023 წლის საქმიანობის შეჯამება“ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანზიაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 დეკემბერს გამოაქვეყნა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე „კონტრტერორიზმის საკითხებში 2023 წლის საქმიანობის შეჯამება“. სუს-ის განცხადების მიხედვით, ამ სფეროში ქართული მხარის საქმიანობა შეფასდა, როგორც პროდუქტიული და მრავალმხრივ ეფექტური. […]

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს

მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად“, – წერს კასპარ ველდკამპი. მისივე […]

OSCE-ს კომიტეტი მოუწოდებს ოცნებას, მიიღოს ზომები და შეწყვიტოს მოქალაქეების დევნა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტიჩკოვა და კომიტეტის მომხსენებელი კარინა ოდებრინკი საქართველოში ვითარებაზე ერთობლივი განცხადებით შეშფოთებას გამოხატავენ და მოქალაქეებზე ძალადობას გმობენ. “ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო, ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართული ძალადობისა და დევნის გამო. ძირითადი უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და […]

ნონა ქურდოვანიძე საიას თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს

ნონა ქურდოვანიძე საიას თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს ნონა ქურდოვანიძე საიას თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს. ამის შეასახებ ინფორმაციას თავად საია ავრცელებს: ,,საიას გამგეობის გადაწყვეტილებით, ნონა ქურდვანიძე ორგანიზაციის თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბოლო ვადით უხელმძღვანელებს საიას. ამავე სხდომაზე გამგეობამ თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე მესამე ვადით, თამარ ონიანი აირჩია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების […]