27 ივნისს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივნისს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში და ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეეზღუდება. 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, წიწამური, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნულია კომპანიის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8221 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8221 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8221 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8357 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0151 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0410 ლარს შეადგენდა. […]
შალვა პაპუაშვილი – ვენეციის კომისიის შეფასებები აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, ვხედავთ მოწოდებას, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება

სამწუხაროა, რომ გარკვეულ შეფასებებს ვხედავთ, რომელიც აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, მათ შორის იმ რისკების დაზღვევასთან, პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია კანონპროექტი , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნაში სახიფათო ტენდენციებია. ,,საპირისპირო რეკომენდაციებია, რომლებიც არათუ […]
ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდო მეგობრები – “ჩამოშლილ” და “გარუსებულ” მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა
ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდო მეგობრები – “ჩამოშლილ” და “გარუსებულ” მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა სასიხარულოა, რომ საქართველოში უარგუმენტო, აპოკალიფსური სურათის ცრუ წარმოჩენის ფონზე, გრძელდება საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიციონირება, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის […]
ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია ავრცელებს. “ეს პაკეტი გააძლიერებს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ ჩვენს მიერ დაწესებულ ზომებს, მათ შორის სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ”, – ნათქვამია ბელგიის მთავრობის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. EU Ambassadors agreed in principle on a new package of sanctions targeting Belarus. This package […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 27 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, თოფურიძე ვალენტინის, არგვეთის, მანგლისის, სტურუას, ზაქრაძის, ღუდუშაურის, ტყეკულტურის, მესხის, მანჯგალაძის, რკინიგზის, გურამ ასათიანის, ზაქარაიას, ჩხიკვაძის, ხუდადოვის, ლალიონის, მახალდიანის, ქურდიანის, […]
ანრი ოხანაშვილი – ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება – დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს, დღეს და ახლა სანქციების მატარებელი ჩავლილია

იქამდე, ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის სანქციები მას შეეხო. მისი თქმით, „დღეს და ახლა ეს სანქციების მატარებელი ჩავლილია“. „ჩვენთვის ეს ყველაფერი ბუნდოვანი და გაუგებარია. თუ ჩვენთან იქნება კომუნიკაცია, თუკი ვინმე […]
ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს. „აღნიშნული პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ჩვენს ზომებს გააძლიერებს, მათ შორის სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ორშაბათს, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად […]
ბადრი ჯაფარიძე – დარწმუნებული ვარ, რომ მარკ რუტეს ლიდერობით, ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც თავისუფლების და დემოკრატიის დამცველის და მშვიდობის გარანტის როლს პარტნიორი ქვეყნებისთვის

დარწმუნებული ვარ, რომ მარკ რუტეს ლიდერობით, ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც თავისუფლების და დემოკრატიის დამცველის და მშვიდობის გარანტის როლს ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოსთვის ნატო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. „სასიხარულო ამბავია, რომ ნატოს ახალი გენერალური მდივანი გახდა ძლიერი ლიდერი […]
RFE/RL: საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი კაია კალასი გახდება

რადიო თავისუფლება წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის დანიშვნაზე შეთანხმდნენ. კალასი აღნიშნული თანამდებობაზე ჟოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს. ამასთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე შარლ მიშელს პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანტონიო კოსტა ჩაანაცვლებს. საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 27 ივნისს ბრიუსელის სამიტზე მიიღება.