ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ბოლო რამდენიმე დღეა კომპანია ჯორჯიან მანგანეზის შესახებ ბრალდების შემცველი განცხადებები ვრცელდება. კერძოდ, თითქოს სოფელი ზოდის საინიციატივო ჯგუფის წევრებზე ძალადობა კომპანიის ორგანიზებულია. ჯორჯიან მანგანეზი კატეგორიულად უარყოფს მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და ემიჯნება ძალადობას. როგორც ჯორჯიან მანგანეზისთვის ცნობილია, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება და მზად არის ითანამშრომლოს შესაბამის უწყებასთან, შემდეგ კი გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები და მოითხოვოს ცილისმწამლებური ინფორმაციის […]
„2030 წლისთვის საქართველოს ნავსადგურებში თავს მოიყრის გაზრდილი ტვირთნაკადი“ – პაატა ცაგარეიშვილი

როგორ იყენებს საქართველო თავის საზღვაო შესაძლებლობებს, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ საზღვაო ქვეყნისათვის ბუნებრივად მინიჭებული უპირატესობა, „ინტერპრესნიუსი“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორს, პაატა ცაგარეიშვილს ესაუბრა. – ბატონო პაატა, საქართველოში მეზღვაურთა დღე აღინიშნა. ჩემდა სამარცხვინოდ, ამ დღის არსებობის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა წელს ბათუმში 25 ივნისს ამ დღის პომპეზურად აღნიშვნას ტელევიზიით მივადევნე თვალი. […]
“ნეკრესის მამულის” ღვინო შესაძლოა, ჩინეთში გაიყიდოს
კომპანია “ნეკრესის მამული”, რომელიც კახეთში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მდებარეობს, საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ოთო ტაბატაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მეღვინეობა 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიამ კახეთში ყველაზე ძველი მონასტრის, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ 5 ჰა მიწის ნაკვთი შეიძინა, სადაც ქინძმარაულის მიკროზონაში რამდენიმე ჯიშის ყურძენი, კერძოდ საფერავი, რქაწითელი და მწვანე გააშენა. აღსანიშნავია, რომ კომპანია […]
ისრაელის გენერალური პროკურორი: არმიაში რელიგიური სკოლების სამი ათასი სტუდენტიც უნდა გაიწვიონ

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ამ ქვეყნის არმიას მოსთხოვა, რომ დაუყოვნებლივ იქნენ გაწვეული სამხედრო სამსახურში რელიგიური სასწავლებლების – იეშივას სტუდენტები. გალი ბაჰარავ-მიარამ, როგორც ისრაელის მედია იტყობინება, განაცხადა, რომ ეს იყო თავდაპირველი რიცხვი, რომელიც არც არმიის საჭიროებას ასახავდა და არც დატვირთვას ანაწილებდა თანაბრად. მან არმიას დაავალა, ამ მოცულობის გაზრდის გეგმა შეიმუშაოს. პროკურორის განკარგულება მოჰყვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის […]
სააკაშვილი: უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია

მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი დიდი კოალიცია, მაქსიმალურად ფართო, რაც შესაძლებელია – ვუჭერ მხარს დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და ვუჭერ მხარს სრულ წინსვლას ევროპისკენ.
კუპრაძე: ლელო გამორიცხავს წინასაარჩევნო თანამშრომლობას ნაციონალურ მოძრაობასთან

წინასაარჩევნო გაერთიანებებთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს ლელო არ განიხილავს. ლელო არ ემხრობა ერთიან სიას, ლელო გამორიცხავს წინასაარჩევნო თანამშრომლობას ნაციონალურ მოძრაობასთან. ლელო არის კონსულტაციების რეჟიმში რამდენიმე პროდასავლურ პარტიასთან, რომლის ნაწილიც არ არის ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება და გახარიას გუნდი. ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე თქვა, […]
საბო: დეკლარაციაზე ხელის მოწერა გამოიყურება ისე, რომ ვიღაცებს აჩვენონ, ერთად ვართო

ქართულ პოლიტიკაში, ჩვენდა სამწუხაროდ, წითელ ხაზებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, ისინი გაიდღაბნება, თუკი საქმემ მოითხოვა. ამისთვის კი, მათ ჩაატარეს კვლევა და თუ ნახავენ, რომ ერთად მეტ შედეგს დებენ, მაშინ გაერთიანდებიან, ან თუ ნახავენ რომ ამ შედეგს ვერ დებენ და სავარაუდოდ, ასეც არის, მაშინ ვიხილავთ ორ, ან სამ დაჯგუფებას. მაგალითად, ახალი და ლელო შეიძლება, ერთად […]
“ტოპ მაფიოზების” შეხვედრა ათენში 15-მდე პირის მონაწილეობით, მათ შორის, საქართველოდან – მედიის ცნობით, დაკავებულია 3 ადამიანი

ბერძნული მედია ათენში დაგედმილ “ტოპ მაფიოზების” შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც 15-მდე პირი დაესწროდა – საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან და საბერძნეთიდან. მედიის ცნობით, შეხვედრა სამართალდამცველებმა ჩაშალეს და 3 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან მოლდოვის, უკრაინისა და რუსეთის “წარმომადგენლები”. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა “კრიმინალური ავტორიტეტების” დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე მიიღო. ბერძნული […]
“ბუდუზე რომ ვენებს იჭრით, საბერძნეთთან ვინც მოგვაგებინა, არც მას ათამაშებს სანიოლი” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: ბუდუზე რომ ვენებს იჭრით, მაგან მოგვაგებინა ლუქსემბურგთან და რატომ არ ათამაშებს სანიოლიო, საბერძნეთთან, ვინც მოგვაგებინა და გადამწყვეტი პენალტი დასრტყა, ის რატომ დაივიწყეთ? არც მას ათამაშებს სანიოლი და საერთოდ არ ექომაგებით.
“ვინც ამას ვერ ხვდება, ამ ცხოვრების აზრზე არაა!” – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენი ჯგუფის სქრინი დავდე, მიხარია საქართველოს დროშას რომ EURO 2024-ის გვერდზე ვხედავ, მეამაყება. აბა ფეხბურთი მე არ ვიცი და რა უნდა მიხაროდეს სხვა. დინამიკაში ვუყურებ ყველაფერს. საიდან სად მოვედით – მიხარია. მიხარია, რომ დასავლური კლუბები საქართველოს გულშემატკივრობენ. ამ ყველაფერს პოლიტიკურ კონტექსტში ვხედავ. იმიტომ რომ ჩემთვის ყველაფერი პოლიტიკაა – საქართველოს […]