რუსეთში „როიტერისა“ და „ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

რუსეთში ბრიტანული და ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა სანამ საბოლოო ვერდიქტი იქნება გამოტანილი, სააგენტო „როიტერისა“ და ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს სერგეი კარელინსა და კონსტანტინე გაბოვს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა სექტემბერამდე გაუხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო და ის სასამართლო დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს და მათ უფლებადამცველებს გააცნო. სხდომამდე და სხდომის შემდეგ დაკავებულ […]
მარკ რუტე, პუტინის კრიტიკოსი და “შეთანხმებათა ოსტატი”, ნატოს გენერალურ მდივნად დაამტკიცეს

ნატოს ახალი გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე გახდა. ის უკრაინის ერთგული მოკავშირეა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკაცრი კრიტიკითაც გამოირჩევა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის თითქმის 14 წლის განმავლობაში, რუტეს ახასიათებენ, როგორც “პოლიტიკურ შეთანხმებათა დიდოსტატს”. ნატოს ელჩებმა რუტე 26 ივნისს, ბრიუსელში, 32 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს. გენერალური მდივნის პოსტზე, ის იენს სტოლტენბერგს […]
ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას მიემხრობა

რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთოების აღდგენის მიმართულებით სვლისკენ და მხარს დაუჭერს ამ მიმართულებით თბილისის ნებისმიერ წამოწყებას, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა ბრიფინგზე. „ჩვენ განვაგრძობთ მიჩნევას, რომ ეს ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება.., მხარს ვუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტესერებს ემსახურება, ამ კონტექსტში მივესალმებით ხსენებულ ინიციატივას, ჩვენ მზად ვარ […]
Webster University Georgia აბიტურიენტებს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 1 400 $ გრანტს სთავაზობს

Webster University Georgia ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული სასწავლო პროგრამებითა და კურიკულუმებით ემზადება და ამავდროულად, აბიტურიენტებს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 1 400$ ოდენობის გრანტს სთავაზობს. გრანტის მიღება უნივერსიტეტის ყველა საბაკალავრო პროგრამაზეა შესაძლებელი. ეს ეხება პირველ სასწავლო წელს, თუმცა მაღალი GPA-ს ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს გრანტის შემდგომ აკადემიურ წლებში შენარჩუნების შესაძლებლობაც აქვთ. პარალელურად, Webster University Georgia-ს სტუდენტებისთვის სახელმწიფო […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 15 თებერვალს, გარდაბნის რაიონში, ბრალდებულმა სამართალდამცავმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, დაზარალებულის საკუთრებაში არსებული ავტომობილი რკინის საგნით დააზიანა, ამის შემდეგ კი – იგივე საგნით დაზარალებულს სხეულის […]
რუსეთში ცნობილი სერიული მკვლელი ციხიდან გაათავისუფლეს და ომში გაუშვეს

რუსი სერიული მკვლელი იური გრიცენკო, რომელსაც „ზელენოგრადის ჩიკატილოს“ ეძახდნენ, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Настоящее Время ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ექვსი ქალის მკვლელობის გამო მსჯავრდებული უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად წავიდა. გრიცენკოს, რომელიც 62 წლისაა, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მან საპატიმრო 2023 წლის სექტემბერში ვადაზე ადრე დატოვა. Настоящее Время-ს ცნობით, მსჯავრდებულმა თავად […]
სპეცრაზმელების მიერ ნაცემ ირაკლი კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

პარტია ლელო საქართველოსთვის გენერალურ მდივანს ირაკლი კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭეს. კუპრაძის თქმით, მას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვიდეოჩანაწერები მიაწოდა, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცველები მასზე ფიზიკურად 16 აპრილის საპროტესტო აქციაზე. ლელოს გენერალური მდივნის ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჯერჯერობით იდენტიფიცირებულები არ არიან. “დამიბარეს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში, საუბარი შეეხებოდა ძალიან მარტივ საქმეს, ეს […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 26 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.36 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.59 თეთრით. 26 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8221 ლარია, ერთი ევროსი – 3.0151 ლარი. · თურნავა ლარის გაუფასურებას “არაფრიდან წარმოქმნილ აჟიოტაჟს” უწოდებს კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.09 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.85 ლარია, […]
“კახი, ნუ აფათურებ კორუფციაში გასვრილ ხელებს ფეხბურთში” – სადღობელაშვილი

თბილისის მერის, კახი კალაძის, რომელიც ამტკიცებს, რომ სპორტში არ ერევა, კომენტარს, სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი ეხმაურება და წერს: რა ცუდ პარალელებს ავლებ ბნო კახი… თქვენი ეს მიმართვა უფრო ამყარებს იმ ლოგიკურ ეჭვებს რაც არის საზოგადოებაში თუნდაც ბუდუსთან დაკავშირებით და ზოგადად ერ.ნაკრებზე – ნუ აფათურებთ თქვენს კორუფციაში გათხვრილ ხელებს ფეხბურთში… Ps სანამ სხვის ნაცობაზე ისაუბრებდით თუნდაც […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8221 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8221 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8357 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0136 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0151 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0410 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0259 ლარი შეადგინა.