ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა, რამაც პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ზიანის ლიკვიდაციის მიზნით, ქალაქის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახურები. სამუშაოებში უშუალოდაა ჩართული ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. “ქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა, სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები გამოიწვია. ადიდდა მდინარე […]
ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანსა და ხორვატიას ესტუმრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი 27-29 ივნისს ვიზიტით აზერბაიჯანსა და ხორვატიაში ჩავა. ბაქოში ო’ბრაიენი აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს. ბაქოდან ჯეიმს ობრაიენი ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც დუბროვნიკის ფორუმს დაესწრება და ევროპელ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან დასავლეთ ბალკანეთის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას განიხილავს.
პარლამენტმა „განათლების ხარისხის შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად დაუჭირა მხარი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაია კვიციანმა წარადგინა. მომხსენებლის თქმით, ცვლილებების საფუძველია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, კანონმდებლობაში დეტალურად უნდა გაიწეროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის დანიშვნისა […]
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ანგარიში გახსნა – გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მეორე წუთზე გაიტანა. როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. EURO 2024-ის […]
ფოკუსირებულნი ვართ, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს – USAID-ის მაღალჩინოსანი

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი, ელჩი ერინ ელიზაბეთ მაქიი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიის გზაზე. „კავკასიაში ჩვენ ამჟამად ახალ გამოწვევებს ვუპასუხებთ, მაგრამ ვხედავთ ახალ შესაძლებლობებსაც“, – განაცხადა ელჩმა მაქიიმ 26 ივნისს ვაშინგტონში, კონგრესში, ერთ-ერთ კომიტეტზე 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე. „საქართველოში ფოკუსირებულნი ვართ […]
ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიას გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე წუთზე პორტუგალიის ნაკრებს გოლი გაუტანა და ამ წუთას ანგარიში 1-0
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და პორტუგალიის ნაკრების მატჩი მიმდინარეობს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრებს ხვდება. მატჩი გელზენკირხენში უკვე დაიწყო. როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს […]
მებაღეობა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ამცირებს – კვლევა

ედინბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მებაღეობა დადებითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე და შეუძლია სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ალცჰაიმერის პრევენცია. კვლევის შედეგები The Journal of Environmental Psychology-ში გამოქვეყნდა. მეცნიერები ასობით შოტლანდიელის ცხოვრების წესს ასწლეულის განმავლობაში აკვირდებოდნენ და შედეგად მნიშვნელოვან დასკვნებამდე მივიდნენ. კერძოდ, მათი მტკიცებით, ბაღში გატარებულმა დრომ შესაძლოა ადამიანები დემენციისგან 80 წლის ასაკამდე დაიცვას, მიუხედავად […]
სალომე ზურაბიშვილი საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, ქალაქ გელზენკირხენში საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტი დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – პორტუგალიის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობას ვუხდით უკრაინის ეროვნულ ნაკრებს – გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით, ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!

მადლობას ვუხდით უკრაინის ეროვნულ ნაკრებს – გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით, ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკი ეხმაურება უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩს ბელგიასთან, სადაც უკრაინას ჯგუფიდან გასასვლელად ბელგიის დამარცხება სჭირდებოდა, თუმცა მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. “ძლიერი ერი ის არის, რომელიც […]