კახა კალაძე – საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში – გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას პორტუგალიასთან დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა. კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის. „აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში. გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შრომას, ბრძოლას, ძალისხმევას, ერთობას მივყავართ დიდ გამარჯვებამდე! მადლობა […]
საქართველო ზეიმობს

საქართველო ზეიმობს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. „ჯვაროსნები“ თავის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ! საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საწყის ორ მატჩში ერთი ქულა მოიპოვა – ჩეხეთთან 1:1 ითამაშა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ეს „ჯვაროსნებისთვის“ დამატებითი სტიმული აღმოჩნდა – მოედანზე მაქსიმალურად […]
ისტორიული გამარჯვება ევრო 2024-ზე – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია

ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ავსტრიული ტელე-რადიო კომპანიის, ORF-ს მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელს რუსეთიდან გააძევებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია გაუუქმა ავსტრიის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის, ORF-ს მთავარ კორესპონდენტს, კაროლ შნაიდერს. მან უახლოეს მომავალში უნდა დატოვოს რუსეთი. ამ ნაბიჯს უწყებამ უწოდა პასუხი ვენაში ТАСС-ის ბიუროს ხელმძღვანელისთვის, არინა დავიდიანისთვის აკრედიტაციის გაუქმებაზე. 24 ივნისს ავსტრიის ხელისუფლებამ მას სთხოვა, დაეტოვებინა აკრედიტაციის მოწმობა და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაეტოვებინა ქვეყანა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, […]
რუსეთისა და უკრაინის ადამიანის უფლებების დაცვის უწყებებმა შეხვედრა გამართეს

რუსეთისა და უკრაინის ადამიანის უფლებების დაცვის უწყებებმა შეხვედრა გამართეს 25 ივნისს, სამხედრო ტყვეების გაცვლის დროს, – განაცხადა კიევმა. ორივე ქვეყანამ გაათავისუფლა 90 დატყვევებული ჯარისკაცი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით დადებული შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც ბოლოა სამხედრო ტყვეების 50-ზე მეტ შეთანხმებას შორის, რომლებიც გაფორმდა ომის განმავლობაში. ეს პირველად მოხდა, რომ რუსეთი დათანხმდა, გაემართა პირდაპირი შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის […]
მიქაუტაძის პენალტი და 2-0 საქართველო-პორტუგალია

გიორგი მიქაუტაძემ პორტუგალიის ნაკრებს პენალტი გაუტანა და საქართველო პორტუგალიას ანგარიშით 2-0 უგებს
საქართველო პორტუგალიის ნაკრებს 2:0 უგებს – პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები ანგარიშით – 2:0 იგებს. მეორე გოლი მატჩში, პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. შეხვედრის პირველ წუთებზე მატჩის პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. შეხვედრა გელზენკირხენში მიმდინარეობს.
საქართველოში ლიდერები ბლოკავენ რეფორმებს, რომლებიც ევროინტეგრაციისთვისაა საჭირო – ობრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი აცხადებს, რომ ლიდერები ბლოკავენ იმ რთული რეფორმების გატარებას, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლადაა საჭირო. ამის შესახებ მან ვაშინგტონში, კონგრესში, ერთ-ერთ კომიტეტზე 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე განაცხადა. ობრაიენი ამბობს, რომ ევროკავშირმა არაერთხელ მიაწოდა საქართველოს მთავრობას მესიჯი, რომ ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, “უცხოელი აგენტის კანონი”, პორტის […]
სომხეთი, შესაძლოა, ინდოეთსა და ევროპას, ინდოეთსა და რუსეთს შორის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთი, შესაძლოა, ინდოეთსა და ევროპას, ინდოეთსა და რუსეთს შორის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხური მედიის კითხვის პასუხად განაცხადა. ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მომდევნო ათ წელიწადში მსოფლიოში სავაჭრო და სატრანზიტო დერეფნების რაოდენობა გაიზრდება. „ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც მოიცავს ჩაბაჰარის პორტს, ისევე როგორც სხვა […]
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველ ტაიმში პორტუგალიის ნაკრები 1:0 დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველ ტაიმში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. გოლი პორტუგალიის ნაკრების კარში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მეორე წუთზე გაიტანა. შეხვედრა გელზენკირხენში მიმდინარეობს.