კახა გოგოლაშვილი – საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი შეეცდებიან დიალოგის წარმართვას საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან – მათი მიზანია, რეპრესიები, დემოკრატიის უკუსვლა შეჩერდეს

სახეზეა, რომ საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი შეეცდებიან დიალოგის წარმართვას საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან – მათი მიზანია, რომ რეპრესიები და დემოკრატიის ასეთი უკუსვლა შეჩერდეს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა ბრიუსელში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, არ დაუწესონ მყისიერად სანქციები უმაღლეს პოლიტიკურ პირებს, […]

ასადმა სირიიდან რუსეთში 250 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა- Financial Times

ბაშარ ასადმა სირიიდან რუსეთში თითქმის 2 ტონის მოცულობის ევრო და დოლარი გადაიტანა, წერს გამოცემა The Financial Times კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით. როგორც სტატიაში აღნიშნულია, 2018-2019 წლებში სირიიდან ვნუკოვოს აეროპორტში 21 რეისი ჩავიდა, რომლის ბორტზეც $250 მილიონზე მეტი ნაღდი ფული იყო. გამოცემა წერს, რომ თანხა $100 და €500 კუპიურებით გადაჰქონდათ და რუსულ ბანკებში ათავსებდნენ. აღნიშნულ რუსული ბანკები […]

ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა – Colliers Georgia

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 739 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 20%-ით, 264 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ახალ პროექტებში ტრანზაქციების 17%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული. ნოემბერში ძველი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი, გარეუბანში 5%-ით […]

ესტონეთის საგარეომ საქართველოს ელჩი დაიბარა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა საქართველოს მთავრობის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ესტონეთი, რომელმაც „ოცნების“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა, ეს გააკეთა უცხო ძალების დავალებით. „პარლამენტის თავმჯდომარისა და ავტორიტარული მთავრობის განცხადებები მიუღებელი, მტრული და ტყუილებითაა სავსე. სამწუხაროა, რომ წარმომადგენლები ქვეყნისა, რომლის სუვერენიტეტსაც, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპისკენ პროგრესს ესტონეთი თითქმის […]

სალომე ზურაბიშვილი – თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!

თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ. მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მეტროსადგურ „რუსთაველიდან“, რომელშიც ჩანს, რომ ორი ნიღბიანი მამაკაცი მგზავრს სიტყვიერ […]

კაია კალასი ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ კითხვაზე – ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, უკანასკნელი არ იქნება – მუშაობა მოგვიწევს

ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა, მაგრამ არა უკანასკნელი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კაია კალასმა ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, […]

აქტივისტ ნიკო მანაგაძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა გამოიტანა. ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით 2 დღის წინ დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

400 კომპანია, რომელიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს

“ჩირინა”, დიო”, “კურაციო”, “ქარვასლა”, Entrepreneur Georgia, “პალიტრა მედია”, PSP, “ბარამბო” და ა.შ. – უკვე 400-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რმელიც არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს. კომპანიებმა საკუთარი პოზიცია ახალ პლატფორმა Freebusiness-ზე დააფიქსირეს, რომელიც სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა შექმნა. კომპანიების სრულ ჩამონათვალს ნახავთ აქ – www.Freebusiness.ge -ზე. როგორც BMG-ის გადაცემა “საქმის კურში” გიორგი ჩუგოშვილმა […]

კაია კალასი: განვიხილეთ მაღალჩინოსნების სანქცირება, რომლებიც ძალადობის უკან დგანან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ამბობს, რომ EU-ის საგარეო მინისტრების დღევანდელ საბჭოზე განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხიც. კერძოდ, ის ამბობს, რომ “განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტი წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან”. ეს განცხადება მან საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე გააკეთა. ამავე ბრიფინგზე EU-ის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭო […]

კაია კალასი – საქართველოსთან დაკავშირებით ინტენსიური დისკუსია და მეტის გაკეთების სურვილი იყო – ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის

შეხვედრაზე ინტენსიური დისკუსია და მეტის გაკეთების სურვილი იყო , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კალასის თქმით, საქნციებთან 27-ვე წევრი ქვეყნის თანხობაა საჭირო და „სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ“. „დღეს კომისიასთან ერთად რაც განვიხილეთ დიპლომატიური პასპორტებისა და სამსახურებრივი […]