,,რონალდო თამაშამდე მოვიდა და წარმატებები მისურვა… ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით“ – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია: „ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. დღეს საუკეთესო დღეა ჩვენს ქართულ ცხოვრებაში, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. ალბათ, არავის ეგონა, რომ ჩვენ დღეს ჯგუფიდან გავიდოდით, მაგრამ ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. სადაც ერთი პროცენტი არის შანსი, ყველაფერს შეძლებ. ეს დავაზუსტეთ და ჩვენი ძალა ყველას ვაჩვენეთ. ვერ წარმოვიდგენდი, რაც რონალდოსთან […]

,, არ ვიცი, გულშემატკივარს მადლობა როგორ ვუთხრა” – გიორგი მიქაუტაძე

მერვედფინალში გასვლის შემდეგ მიქაუტაძემ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველომ გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავედით. არ ვიცი, გულშემატკივარს მადლობა როგორ ვუთხრა, ისინი მუდამ ჩვენ უკან არიან, ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ. გაჩერებას არ ვაპირებთ, ევროპის ჩემპიონატი ახლა დაიწყო. ვიცით, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქე ესპანეთი იქნება და ყველაფერი უნდა […]

,,ბიჭებს ვუთხარი, რომ ისე ეთამაშათ, როგორც 17-18 წლის ასაკში” – ვილი სანიოლი

პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების და ევრო 2024-ის პლეი ოფში გასვლის შემდეგ ვილი სანიოლმა გელზერკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა: „გულწრფელად რომ გითხრათ,საერთოდ არ მახსოვს, თამაშამდე ფეხბურთელებს რა ვუთხარი. უბრალოდ, ვეუბნებოდი – ითამაშეთ დისციპლინირებული ფეხბურთი. ვუთხარი, რომ ისე ეთამაშათ, როგორც 17-18 წლის ასაკში. რთულია გასააზრებლად, რაც გავაკეთეთ. დღეს ბევრი სიტყვის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ, ვამაყობ ამ ბიჭებით, […]

კვარაცხელია: გაჩერებას არ ვაპირებთ, რაკი პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. თამაშის უნარი გვაქვს

უბედნიერესი ვარ მართლა. ასეთი გახარებული ალბათ არ ვყოფილვარ არასდროს. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ, ბევრია ბედნიერი საქართველოში. ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ, რახან პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველამ უნდა ვითამაშოთ… საოცარი გულშემატკივრობა იყო, ეს მუხტი გამოგვყვა თამაშზე და […]

ვილი სანიოლი – ფეხბურთელებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, ვამაყობ – კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!

ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველო-პორტუგალიას მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სანიოლის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. “ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო – ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით, როცა გაქვთ ბურთი, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა […]

გიორგი მიქაუტაძე – არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ

ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. როგორც ქართველმა ბომბარდირმა აღნიშნა, გუნდი გაჩერებას არ აპირებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ძალიან მინდოდა. მადლიერი ვარ, რომ საქართველომ გაიმარჯვა და გავედით მერვედფინალში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქომაგები […]

ხვიჩა კვარაცხელია – რონალდუს მაისური გამოვართვი – რაც შეეხება ესპანეთს, იოლი მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს, ჩვენ მოსაგებად გავალთ

თამაშის წინ რონალდუ მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს კრიშტიანო რონალდუს „მაისური გამოართვა“. „რონალდუს მაისური გამოვართვი… თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის […]

ქოჩორაშვილი: მაგრები ვართ, ესპანეთთანაც მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის

“მაგრები ვართ, მეტი არაფერი” – ასე უპასუხა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა კითხვას, რა არის მისი კომენტარი, როცა საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და მეკარე ქართველები არიან. “სასწაული ემოციებია, ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება და ჩემთვის არის სასწაულად სასიხარულო, რომ ბურთის თამაშით ასეთი სიხარული მოვუტანოთ ჩვენს ქართველ ხალხს. ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია, […]

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი – საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა! – ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა

შევეცადეთ გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით, ამით მათ თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!, – ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის დამარცხების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა. მარტინესის თქმით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ პირველი ტაიმის მეორე წუთზე გოლის გატანამ პორტუგალიის […]

ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ – ხვიჩა კვარაცხელია

ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. სადაც ერთი პროცენტია შანსი, სადაც არის რწმენა,ლ რომ ყველაფერს გააკეთებ ეს დავამტკიცეთ ჩვენ და ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კვარაცხელიამ ქართველ ქომაგებს მადლობა გადაუხადა. „ქომაგებმა ძალიან დიდი მუხტი მოგცეს, ამდენი ხალხი ჩამოვიდა გერმანიაში. ჩვენ მოედანზე აბსოლუტურად დამუხტულები ვთამაშობდით. ყველა […]