პრეზიდენტი: არამხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში, სადაც გამარჯვების ჟინია, იქ გამარჯვებაცაა

ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულობა, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია, იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს… არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში… შემართებით!
გოჩოლეიშვილი: კიდევ გავიმეორებთ, ესპანეთს ვხვდებით, ჰო? რევანშია ასაღები აუცილებლად

ბედნიერები ვართ ძალიან, კიდევ გავიმეორებთ, კიდევ დავწერთ ისტორიას, კიდევ უფრო და უფრო წინ წავალთ, როგორც ვიცი, ესპანეთს ვხვდებით, ხო? ხოდა, რევანშია ასაღები აუცილებლად.
კაშია: ისტორია დავწერეთ, შეუძლებელი შევძელით, ყველას ძალიან დიდი მადლობა

ეს არის ჩვენი ერთერთი დიდი თამაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩემთვის უდიდესი გამარჯვება და ჩვენი ხალხის უდიდესი გამარჯვება დღეს, ეს არის მომენტი, როცა ყველა უნდა დავდგეთ და ვისიამოვნოთ, ეს არის ბედნიერი მომენტი ფეხბურთში, სპორტში საქართველოში და ყველამ ვისიამოვნოთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ეს არ იყო ადვილი, ეს იყო ძალიან გრძელი პროექტი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ და აი, […]
წარმოუდგენელი ემოციებია, ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ – ირაკლი კობახიძე

წარმოუდგენელი ემოციებია, ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ, მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შეფასებით, ფეხბურთის ნიჭი რომ აქვთ ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. “წარმოუდგენელი ემოციებია. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ. მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. საოცრებაა, იბრძოლეს […]
კახა კალაძე – საოცარი ფეხბურთი აჩვენა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, სული და გული ჩადეს – წინ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება

საოცარი ფეხბურთი აჩვენა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, სული და გული ჩადეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიაში, საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველოს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება. „მინდა საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება. ვფიქრობ, რომ ყველას ვისაც ჩვენი ქვეყნის წარმატება უხარია დღეს არის უბედნიერესი. საოცარი ფეხბურთი აჩვენა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, სული და […]
პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც თამაშის პირველივე წუთებზე გახსნა ანგარიში და პორტუგალიის კარში გოლი შეაგდო. ინფორმაციისთვის, ჩეხეთთან მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი აირჩიეს.
პრემიერი – სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი, საოცრებაა – ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ

წარმოუდგენელი ემოციებია, მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის განცხადებით, დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველებს ფეხბურთის ნიჭი აქვთ. „არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ. წარმოუდგენელი ემოციებია. მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა. ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. საოცრებაა. იბრძოლეს ბოლომდე და გარდა […]
აშშ-ის საელჩო – საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას – გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს

გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს , – ასე ულოცავს საქართველოს ეროვნული ნაკრების მერვედფინალში გასვლას საქართველოში ამერიკის საელჩო. როგორც მილოცვაში წერია, საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას „საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!“, – წერია მილოცვაში.
ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია!

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გამარჯვება მოიპოვა. პორტუგალიის ნაკრებს 2:0 მოუგო და ისტორია დაწერა – პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ! მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მოედანზე დიდი შემართებით გავიდნენ და მეორე წუთზე მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში პორტუგალიელებმა ლოჩოშვილი […]
გურამ კაშია: ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით

წარმატებას მივაღწიეთ დღეს უდიდესს, ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით, მართლა. მიხარია, რომ მე მონაწილე ვიყავი ამ თამაშის. […] ემოციებით დაცლილია მთელი საქართველო დღეს და მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა.