პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლე არჩილ გორდულაძე იქნება

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლეს არჩილ გორდულაძის დანიშვნის საკითხი განიხილა და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, არჩილ გორდულაძესთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს, ყველა შესაბამისი საბუთი და მისი თანხმობა. „მხარი დავუჭიროთ არჩილ გორდულაძეს და მისი უფლებამოსილება იყოს ცნობილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პლენარული […]
ლევან ბეჟაშვილი – ევროსაბჭოში იმართება დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე – ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია

დღეს, ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებზე განაცხადა. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველო მთავარი თემა არის […]
შალვა პაპუაშვილი – დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს, ვუსურვოთ შემდეგი გამარჯვებები, როგორც ეს ოცნებები აგვიხდინეს, ასე უნდა აგვიხდეს შემდეგი ოცნებები და ჩვენ უკვე შემდეგ ეტაპებზე უნდა გავიდეთ!

მართლაც დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა. კიდევ ერთი ოცნება აგვიხდა – ეს ოცნება გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა, ფედერაციამ აგვიხდინეს. განსაკუთრებული სიამაყეა, რომ ლევან კობიაშვილი არის ჩვენი კოლეგა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრი!- ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა. მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შემდგომი გამარჯვებები უსურვა და მადლობა […]
ნინო ბურჭულაძე – ძეგლების დასაუფთავების საზაფხულო კამპანია გრძელდება

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალისა და მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მცენარეული საფარისგან გაწმენდა-დასუფთავების საზაფხულო კამპანიას. მოძრაობის ინფორმაციით, დასრულდა XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის გაწმენდა – დასუფთავების სამუშაოები. ამასთან, სრულად გაიწმინდა ტაძრის მარნის და ბიბლიოთეკის შენობა. ასევე, ისტორიული გალავანი, ძველი სასაფლაო და მონასტრის მიმდებარე ტერიტორია. როგორც […]
დაღესტნის ტერაქტთან კავშირში ოლქის ყოფილი მეთაურის 6 შვილი დააკავეს

დაღესტანში მომხდარი ტერაქტების სერიის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოლქის ყოფილი გამგებლის, მაგომედ ომაროვის 6 ვაჟიშვილი. დაკავებულებს ამ ეტაპზე 13-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ. ომაროვის 2 შვილი და 1 ახლო ნათესავი დაღესტნის ტერაქტების მონაწილეები იყვნენ. ტერაქტებიდან მცირე დროში თანამდებობიდან მოხსნეს და დააკავეს თავად ოლქის გამგებელიც. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავებულები ბოდიშს იხდიან თავისი ოჯახის წევრებისა […]
Imposti•იმპოსტი “ROOMS Abastumani”-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეასრულებს

Imposti•იმპოსტი „ROOMS Abastumani“-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეასრულებს. ორ კომპანიას მრავალწლიანი თანამშრომლობა და არა ერთი განხორციელებული პროექტი აკავშირებს. ამჯერად საუბარია „ROOMS Abastumani“-ზე, რომელიც უნიკალურ საკურორტო ზონაში, 1924 წელს აშენებულ ისტორიული სანატორიუმის, „არაზინდოს“ შენობაში მდებარეობს. თავდაპირველი გახსნიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, ორი წარმატებული კომპანია შენობას, რომელიც კურორტ აბასთუმნის განუყოფელი ნაწილია, ახალი კონცეფციით, ახალ სიცოცხლეს შესძენს. სასტუმროში 76 ოთახთან […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8300 ლარად ივაჭრება
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8300 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8350 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 26 ივნისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8221 ლარია. 1 ევრო 3.0151 ლარი ღირს.
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8300 ლარად ივაჭრება
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8300 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8350 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 26 ივნისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8221 ლარია. 1 ევრო 3.0151 ლარი ღირს.
კოლეჯ „იბერიაში“ დასაქმების მაჩვენებელი 80%-ია – ირაკლი ავალიანი

საშემოდგომო მიღებაზე დაახლოებით 300 პროფესიული სტუდენტის სტატუსის მაძიებელ პირს შეეძლება, რომ ჩვენს კოლეჯ „იბერიაში“ ჩარიცხვა და განათლება მიიღოს, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ კოლეჯ „იბერიას“ დირექტორმა ირაკლი ავალიანმა განაცხადა. მისი თქმით, კოლეჯში დასაქმების მაჩვენებელი 80%-ია. „ნადირობა მიდის კადრებზე. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ერთნაირად ბეჯითი, თავდადებული და მონდომებული არ […]
ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას – ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში საქართველო-პორტუგალიის მატჩს ეხმაურება და ქართველ ხალხს გამარჯვებას ულოცავს. „ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს!“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის გვერდზე. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.