Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8300 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8300 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8350 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 26 ივნისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8221 ლარია. 1 ევრო 3.0151 ლარი ღირს.

პლენარული სხდომა საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში სიმღერა „გაიღიმე“ შეასრულეს

პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა. პლენარული სხდომის დარბაზში გამოფენილია საქართველოს დროშები, დეპუტატებს კი ეროვნული ნაკრების მაისურები აცვიათ. „ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ასევე შეასრულეს სიმღერა „გაიღიმე“(„ზღაპრის ბოლო კეთილია“).

ნიკოლოზ სამხარაძე – ძალიან სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისია ბოლო დროს ხელმძღვანელობს არა სამართლებრივი პრინციპებით, არამედ იმ პოლიტიკური გარემოთი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი

სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისია ხელმძღვანელობს არა სამართლებრივი პრინციპებით, არამედ პოლიტიკური გარემოთი – ამ ლოგიკას თუ გავყვებით, შესაძლოა, პოლიტიკურად ეთქვა ვენეციის კომისიას, რომ გუშინდელი გამარჯვება მაინც და მაინც კარგი არ იქნებოდა პოლიტიკური გარემოსთვის, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ განაცხადა. მისივე […]

პაატა მანჯგალაძე – ფეხბურთელების თავდადებამ კიდევ უფრო ნათელ ფერებში წარმოაჩინა ევროპის და მსოფლიოს რუკაზე საქართველო – დარწმუნებული ვარ, საქართველო იზეიმებს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას

ფეხბურთელების თავდადებამ კიდევ უფრო ნათელ ფერებში წარმოაჩინა ევროპის და მსოფლიოს რუკაზე საქართველო – დარწმუნებული ვარ, საქართველო იზეიმებს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ჩვენს ბიჭებს, მართლაც სასწაული მოახდინეს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ რწმენას, თავდადებას და ერთიანობას შეუძლია სასწაულის […]

რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები მერვედ ფინალში გასვლის შემდეგ UEFA-სგან

რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები მერვედ ფინალში გასვლის შემდეგ UEFA-სგან საქართველოს ეროვნული ნაკრები EURO 2024-ზე ასპარეზობას აგრძელებს. გუშინ საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა Euro 2024- ზე მოხვედრისთვის €9.25 მილიონი უკვე მიიღო. მერვედფინალის პირველ მატჩი საქართველო ესპანეთთან კელნში 50 000-ის ტევადობის სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გასვლისთვის Uefa-სგან 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. […]

რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები მერვედ ფინალში გასვლის შემდეგ UEFA-სგან

რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები მერვედ ფინალში გასვლის შემდეგ UEFA-სგან საქართველოს ეროვნული ნაკრები EURO 2024-ზე ასპარეზობას აგრძელებს. გუშინ საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა Euro 2024- ზე მოხვედრისთვის €9.25 მილიონი უკვე მიიღო. მერვედფინალის პირველ მატჩი საქართველო ესპანეთთან კელნში 50 000-ის ტევადობის სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გასვლისთვის Uefa-სგან 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. […]

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით, კონფერენცია – „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“ მიმდინარეობს

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია – „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“ მიმდინარეობს. როგორც „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა, კონფერენციაზე საუბრობენ იმ მოვლენებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში. „ბოლო გადაწყვეტილებები, ერთის მხრივ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი, მეორეს მხრივ ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, იქნება კონფერენციის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი. ექსპერტები […]

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასის“ მებრძოლები სამეთაურო ცენტრად იყენებდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასის“ მებრძოლები სამეთაურო ცენტრად იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში, ხან იუნისში მდებარე ალ-ჰასნას სკოლაზე სარაკეტო იერიში გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სკოლა „ჰამასის“ მიერ სამეთაურო ცენტრად გამოიყენებოდა, სადაც „ჰამასის“ მებრძოლები ღაზის სექტორში ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად ისრაელის სამხედროებმა […]

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონს გადასცემს

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის გამო. პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებას ავრცელებენ ტელეკომპანიები „იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი. „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს“, – წერია […]

ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ – პრემიერი

ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. „პორტუგალიამ ბოლომდე იომა, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას, ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს და ასეთი გუნდი დავამარცხეთ. […]