საფრანგეთის საელჩო – ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის

ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის! – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. საელჩო საქართველოს ნაკრებს მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას ულოცავს. „ბრავო! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას! ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის. ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!“,- აღნიშნავენ საელჩოში.

ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ კონდიციამდე, როდესაც ვფიქრობთ არა მოლაპარაკებების გახსნაზე, არამედ იმაზე, თუ რა სანქციები დაედებათ ჩვენი ქვეყნის მიმტაცებლებს

ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ კონდიციამდე, როდესაც ვფიქრობთ არა მოლაპარაკებების გახსნაზე, არამედ ვფიქრობთ, თუ რა სანქციები დაედებათ ჩვენი ქვეყნის მიმტაცებლებს. იმისთვის, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე განხილული იყოს ის, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, და არა სანქციები, ამისთვის გადამწყვეტია 26 ოქტომბრის არჩევნები და ივანიშვილის მოშორება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის […]

პარლამენტმა გია ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლედ არჩილ გორდულაძის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა გია ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლედ არჩილ გორდულაძის უფლებამოსილება ცნო. პარლამენტის დადგენილების პროექტი გორდულაძისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს. არჩილ გორდულაძის უფლებამოსილების საკითხს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცნობისთვის, გია ცაგარეიშვილს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 20 ივნისს დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე გუშინ შეუწყდა. ის 2022 წლიდან საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი […]

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულებას ულოცავს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულებას ულოცავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება არის თითოეული ფეხბურთელის, მთავარი მწვრთნელის, სამწვრთნელო შტაბის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართველ გულშემატკივართა და მთელი ქვეყნის დამსახურება. „ქართველი მეცნიერები ულოცავენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის […]

ილია დარჩიაშვილი – საქართველომ წარმატებით განახორციელა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება

საქართველომ წარმატებით განახორციელა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების 55% და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) სივრცის კომპონენტის 65 %. „დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ საქართველო – ევროკავშირს […]

„გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! წინ უფრო მეტი ბრძოლა და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებაა!“ – ილია დარჩიაშვილი

„გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! წინ უფრო მეტი ბრძოლა და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებაა!“ – ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების დამარცხებას სოციალური ქსელით ეხმაურება. „კიდევ ერთი ბედნიერი დღე გათენდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია! უდიდესი მადლობა […]

„გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! წინ უფრო მეტი ბრძოლა და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებაა!“ – ილია დარჩიაშვილი

„გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! წინ უფრო მეტი ბრძოლა და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებაა!“ – ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების დამარცხებას სოციალური ქსელით ეხმაურება. „კიდევ ერთი ბედნიერი დღე გათენდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია! უდიდესი მადლობა […]

ბანკების 5 თვის წმინდა მოგება 1.2 მილიარდია – რეიტინგი

ბანკების 5 თვის წმინდა მოგება 1.2 მილიარდია – რეიტინგი საბანკო სექტორმა 2024-ის 5 თვე 1.2 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. მაისში სისტემამ 24%-იანი ზრდა აჩვენა. აპრილის მოგება ₾225 მლნ-მდეა, მაისის კი 279 მილიონს აღემატება. ბაზარზე ოპერირებად 17 ბანკიდან (ახლად ლიცენზირებული ციფრული ბანკების: პეისერა, ჰეშ და პეივ ბანკის ჩათვლით) 12 მომგებიანი ბანკის ჯამური მაჩვენებელი 1.220 მლრდ […]

პლენარული სხდომა საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში სიმღერა „გაიღიმე“ შეასრულეს (VIDEO)

პლენარული სხდომა საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში სიმღერა „გაიღიმე“ შეასრულეს (VIDEO) პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა. პლენარული სხდომის დარბაზში გამოფენილია საქართველოს დროშები, დეპუტატებს კი ეროვნული ნაკრების მაისურები აცვიათ. „ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ასევე შეასრულეს სიმღერა „გაიღიმე“(„ზღაპრის ბოლო კეთილია“).

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა

ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი გაუტანა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა მეტოქის კარი 94-ე წამზე აიღო, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეხუთე მაჩვენებელია. ყველაზე სწრაფი გოლი ევროპის ჩემპიონატზე მიმდინარე ტურნირზე გავიდა. 16 ივნისს, ალბანელმა ნედიმ ბაირამიმ იტალიელებს 23-ე წამზე გაუტანა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.