საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან 12.25 მილიონ ევროს მიიღებს

პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა. ის, როგორც კონკრეტული მატჩის მოგებისთვის, ასევე, მერვედფინალში გასვლისთვის უეფასგან ბონუსს მიიღებს. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებმა 12.25 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც თითქმის 37 მილიონი ლარია. საქართველოს ნაკრებისთვის განკუთვნილი 12.25 მილიონი ევროდან 9.25 ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის თანხაა, 500 000 – ჩეხეთთან ფრის, 1 მილიონი – პორტუგალიასთან მოგების […]

უკრაინამ ევროკავშირისგან 1.9 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან, Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური მხარდაჭერის ტრანში მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი იუწყება. „მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მის მთელ გუნდს ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს შმიგალი სოციალურ ქსელში. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო მხარდაჭერამ უკვე თითქმის 8 […]

IKEA უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება

შვედური საცალო მოვაჭრე, IKEA უკრაინაში ბრუნდება და ამ მიზნით ტექნიკურ-მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო, EP ბაზრის ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, უკრაინაში მუშაობის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. IKEA-მ უკრაინაში 2020 წელს ჯერ ონლაინ გაყიდვები ჩაუშვა, ხოლო 2021 წელს პირველი ფიზიკური მაღაზია კიევის სავაჭრო ცენტრ Blockbuster Mall-ში, მეორე სართულზე გახსნა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]

დაბრუნდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვაში თანაგადახდის პრინციპი – კლინიკები სამინისტროს პასუხს რამდენიმე დღეში ელოდებიან

ჰოსპიტალური სექტორი მიმდინარე თვის ბოლოსთვის, ანუ რამდენიმე დღეში, ელოდება ჯანდაცვის სამინისტროსგან კონკრეტულ გეგმებს DRG მეთოდოლოგიაში შესატანი ცვლილებების შესახებ. ამის შესახებ jandacva.ge-ს ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო კიკნაძემ განუცხადა. მისი თქმით, რეანიმაციისა და კომბინირებული ტარიფების გარდა, სექტორი სამინისტროსგან ასევე ელოდება პოზიციას თანაგადახდის პრინციპის დაბრუნებასთან დაკავშირებით. კიკნაძე ამბობს, რომ სამინისტროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა შედგა და ახლა უკვე კლინიკები […]

ქოჩორაშვილი: ისტორია ყველამ ერთად დავწერეთ, ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა

ისტორია, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ და კვლავაც ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს. ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით კიოლნში.

პეკინმა სახელმწიფო პოსტებიდან მოხსნა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები

ლიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ასამბლეის მუდმივმა კომიტეტმა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, თავდაცვის მინისტრი ლი შანფუ თანამდებობიდან გადააყენა და ის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი სახელმწიფო საბჭოდან გარიცხა. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო „სინჰუა“ იტყობინება. მანამდე ორი მინისტრი სამუშაოს ჩამოაშორეს. ლი შანფუს ოფიციალურად ედებოდა ბრალი კორუფციაში, მათ შორის ქრთამის მიღებასა და მიცემაში. ის გარიცხულია მმართველი კომუნისტური […]

იოზვიაკი: ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედებების კურსი

“ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედებების კურსი,” – ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის სამიტის დასკვნის პროექტში საქართველოს წინააღმდეგ არანაირი ზონა არ იქნება გაწერილი, თუმცა იქნება მკაფიო მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ: ევროკავშირის სამიტის დასკვნის პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერია, მაგრამ არის ეს: ევროპის საბჭო მოუწოდებს […]

ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც სხვა ქვეყნებში უფრო მკაცრი კანონები განიხილება, როგორც მათი უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, გლობალურ საფრთხეებზე რეაგირება საქართველოსაც სჭირდება

ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც სხვა ქვეყნებში უფრო მკაცრი კანონები განიხილება, როგორც მათი უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, გლობალურ საფრთხეებზე რეაგირება საქართველოსაც სჭირდება ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც სხვა ქვეყნებში უფრო მკაცრი კანონები განიხილება, როგორც მათი უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, გლობალურ საფრთხეებზე რეაგირება საქართველოსაც სჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტისა და სტაბილურობის დასაცავად, არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის აუცილებლობა აშკარა გახდა […]

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში სამი მოსამართლის უვადოდ განწესებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვაკანტურ პოზიციაზე სამი მოსამართლის უვადოდ განწესებას. მოსამართლეობის კანდიდატებს გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს კენჭი 27 ივნისის პლენარულ სხდომაზე უყარეს. მოსამართლეობის ეს სამი კანდიდატი უზენაეს სასამართლოში ნინო ბაქაქურის, ზურაბ ძლიერიშვილისა და ალექსანდრე წულაძის ადგილებს დაიკავებს. ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 18 ოქტომბერს […]

გიორგი ქოჩორაშვილი – გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს – ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა

გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა. „ისტორია, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ და კვლავაც ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს. ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა. მადლობა ყველას […]