„2014 წლის შემდეგ ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა“ – გენადი არველაძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გენადი არველაძემ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე საუბრისას განაცხადა. […]
ორბანის და „ოცნების“ ქმედებები უკიდურესად შემაშფოთებელია – კონგრესმენი კიტინგი

ამერიკელი კონგრესმენის, ბიკ კიტინგის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების ქმედებები უკიდურესად შემაშფოთებელია. კონგრესმენმა უნგრეთისა და საქართველოს მთავრობები ერთ კონტექსტში განიხილა 26 ივნისს კონგრესში 2024-2025 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვისას, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენს მოუსმინეს. „სანამ უკრაინა საკუთარი დემოკრატიის დასაცავად იბრძვის, ევროპის მასშტაბით ლიდერები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიის პრინციპებს, […]
უკრაინამ ევროკავშირისგან 1.9 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან, Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური მხარდაჭერის ტრანში მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი იუწყება. „მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მის მთელ გუნდს ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს შმიგალი სოციალურ ქსელში. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო მხარდაჭერამ უკვე თითქმის 8 […]
პარლამენტმა საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების წესთან დაკავშირებით ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა, რომელსაც 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, საკითხი სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ტარდება პარლამენტის სასახლეში, ხოლო ცერემონიის ორგანიზატორი […]
მარნეულში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნითი, გალა-კონცერტი გაიმართა

მარნეულში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნითი, გალა-კონცერტი გაიმართა – პროექტის ოფიციალური სპონსორი იყო „არემჯი“,- ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს. მათი ცნობით, კონკურს-ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაციას ქართველ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში. „სხვა საქართველო სად არის“ უკვე მე-8 წელია იმართება. წლევანდელი კონკურსის შესარჩევი ეტაპები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამდენიმე თვის […]
საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

დღეიდან ძალაში საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შევიდა, რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურებისთვის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას წარმოადგენს, ორ […]
გენადი არველაძე – საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია DCFTA-ის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების 65%-ზე მეტთან, წლის ბოლომდე კი ეს მაჩვენებელი 70%-ს გადააჭარბებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების მიმდინარეობის ათი წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად 10 წლის თავზე გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას, მინისტრის […]
მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. „ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა, დაირგვება 150-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 420 […]
Fitch Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგი ‘B’ სტაბილურამდე გაზარდა

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ გრძელვადიანი პროგნოზი (IDR) გააუმჯობესა და ‘B’ სტაბილურად შეაფასა. გასულ წელს კრისტალის გრძელვადიანი პროგნოზის შეფასება ‘B-‘ იყო. Fitch Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება სხვადასხვა პარამეტრებით განსაზღვრა. ანგარიშში აღნიშნულია კომპანიის მომგებიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, აქტივების ხარისხის ეფექტური მართვა, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, კაპიტალისა და ვალდებულებების მაღალ დონეზე მართვა […]
რუსეთი შრომითი მიგრანტების რაოდენობის შემცირებას ცდილობს ჯარში მათი გაგზავნით

მოსკოვი შრომით მიგრანტებს უკრაინის ომში აგზავნის, რათა მათ დაიწყონ რუსეთის დატოვება. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე. მისი თქმით, ჯარში 10 ათასამდე მიგრანტი მოხვდა. „იცით, ჩვენ ვიპოვეთ ხრიკი, რამაც გამოიწვია ის, რომ მიგრანტებმა რუსეთის ნელ-ნელა დატოვება დაიწყეს“, – მოჰყავს RBC-ს ბასტრიკინის სიტყვები, „ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციის დებულებების და ჩვენი კანონების […]