ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში უსაფრთხოების შესახებ სამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, მათ შორის ერთს – ევროკავშირთან, – ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. „შევხვდები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ლიდერებს და გავმართავ ორმხრივ მოლაპარაკებებს. ჩვენ გავაფორმებთ სამ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის ერთს ევროკავშირთან, როგორც მთლიანად ბლოკთან. პირველად, ეს […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის რაიონის აბონენტებს შეეზღუდებათ. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივნისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, წიწამური, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. სარეაბილიტაციო […]
პარლამენტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. საკითხი სხდომაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა წარადგინა. პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებები აწესრიგებს სოციალური მუშაკის დამატებით სოციალურ გარანტიებთან და სოციალური მუშაობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტით, სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა იმ პირსაც, […]
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 დეპუტატმა მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, საკითხი სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. პროექტი სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს აწესრიგებს და სანებართვო პირობების დაზუსტებას უზრუნველყოფს. მათივე […]
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დასახელება იცვლება „საქართველოს საპენსიო ფონდით“. ცვლილებების თანახმადვე, საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“. საკანონმდებლო პაკეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე და ზოგად პრინციპებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა. მისი […]
პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. საკითხი სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარადგინა. ცვლილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გავრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და […]
პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომელიც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესების დამრღვევებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საკითხი პარლამენტის წევრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ წარუდგინა. „ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული […]
მკურნალობის რა მეთოდებს იყენებენ ღვიძლის კიბოს წინააღმდეგ და რა არის საუკეთესო პრევენცია?

ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე ერთ–ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება, რადგან იგი ხშირად უსიმპტომოდ, ან მცირედი სიმპტომებით მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა დაგვიანებული მომართვის გამო მკურნალობას სახარბიელო შედეგი ვერ მოაქვს. რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, რა რისკები ახლავს ღვიძლის კიბოს, ამ თემაზე „ალიას“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგი, ონკოქირურგი ბესარიონ […]
მეზობელი მოკლა და შემდეგ მამის საფლავზე თავი მოიკლა – რა მოხდა ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც “მთავარს” სოფელ გაღმა დვაბზუს მაცხოვრებლები უყვებიან, 40 წლის პირმა, რომელიც დედაქალაქიდან იყო ჩამოსული გურიაში, მეზობელი, ასევე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ სასაფლაოზე, მამის საფლავზე თავი მოიკლა. ამ წუთებში სასაფლაოზე პოლიცია იმყოფება და ჟურნალისტებს ადგილზე არ უშვებენ. მოკლული კი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. […]
შამბა შესაძლოა მესამედ გახდეს ოკუპირებული აფხაზეთის “საგარეო მინისტრი”

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლოა, კვლავ სერგეი შამბა გახდეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი RESPUBLICA-ს წერს. შამბა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1997 წლის მაისიდან და 2004 წლის ივნისამდე. 2004 წლის 15 დეკემბერს კვლავ ჩაუდგა დე ფაქტო უწებას სათავეში. ის 2010-2011 წლებში იყო ე.წ. პრემიერ-მინისტრი, 2020 წლის ივლისიდან კი „უშიშროების საბჭოს მდივანია“ […]