ირაკლი კობახიძე – რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით, 1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც ისტორიული რეკორდია 90-იანი წლების შემდეგ

რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა დონე საქართველოში და 14% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე პირდაპირ აისახება. „ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად გვესმის სპეკულაციები. მაგალითისათვის ავიღოთ უმუშევრობის მაჩვენებელი – რომ შევადაროთ ამ წლის […]

ლევან ნატროშვილის განცხადებით, Liberal International-ის დელეგაციასთან შეხვედრისას არასამთავრობოებმა „იმ რთულ სიტუაციაზე ისაუბრეს, რაც საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებითაა შექმნილი“

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, Liberal International-ის დელეგაციასთან შეხვედრის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებულ „იმ რთულ სიტუაციაზე ისაუბრეს, რაც საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებითაა შექმნილი“. მისივე თქმით, დელეგაციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან აინტერესებდა, „თუ რა ხდება ქვეყანაში არჩევნების წინ და როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში“. „ეს არის შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია Liberal […]

Spotify-მ მოხსნა უკრაინაში ომის მომხრე რუსი მუსიკოსების გვერდები და სიმღერები

სტრიმინგის სერვერმა Spotify-მ საიტიდან მოხსნა იმ რუსი შემსრულებლების გვერდები და სიმღერები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მათ შორს არიან შამანი (იაროსლავ დრონოვი), ჩიჩერინა, პოლინა გაგარინა, გრიგორი ლეპსი, ოლეგ გაზმანოვი და როკ-ჯგუფი „ლიუბე.“ ეს ინფორმაცია გაავრცელა Telegram-ის არხმა, “მშობლიურმა ხმამ”. ამ კვირის დასაწყისში ევროპის კავშირმა სანქციები დაუწესა გაგარინას და შამანს. სხვა მომღერლები – ჩიჩერინა, გაზმანოვი […]

საქართველო-ესპანეთის თამაშისთვის სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა

ბილეთები tkt.ge-ზე გაიყიდება. ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, ორი გზა – 390 ევრო. ამ ეტაპისთვის უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს Georgian Airways და Georgian Wings, უკან კი მგზავრებს ჩამოიყვანს Georgian Airways-ი. თბილისი-კიოლნი: · 29 ივნისი, გაფრენა 12:00 სთ; · 29 ივნისი, გაფრენა 19:00 სთ; · 30 ივნისი, გაფრენა 04:30 სთ. კიოლნი-თბილისი: […]

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია – პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება. დღევანდელ პლენარულ სხდომას და შესაბამისად, მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას, ესწრებიან როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ისე თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები. იგეგმება თუ არა რიგგარეშე სხდომების ჩანიშვნა, […]

პრემიერი – რადიკალურმა ოპოზიციამ, ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა – ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი

რადიკალურმა ოპოზიციამ, ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა – ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი. სიმართლე მათ მხარეს არ არის, სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“ დებატებში შემოსვლას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტის […]

პრემიერი – წელს 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება, მარტო წელს შესრულდება ამ მიმართულებით იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე წინა ხელისუფლებამ 9 წელში შეასრულა, ამხელა ცვლილებაა წინა და ახალი ხელისუფლების ეფექტიანობას შორის

ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის დამაკავშირებელი – სატრანზიტო ფუნქციის განვითარება. ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა ამ კუთხით საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს იძლევა და ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ამ ფუნქციის განვითარებისკენ იქნება მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი ინფრასტრუქტურის […]

პრემიერი – ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაში აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9.3 %, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლა ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო და ყურადღება იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა, რომელიც ახალი […]

ირაკლი კობახიძე – მეამაყება, რომ ქართველი ვარ და ეს სიამაყის განცდა არის ის, რამაც უნდა მოგვცეს სტიმული ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის, მინდა, 30 ივნისს ნაკრებს მორიგი გამარჯვება ვუსურვო

სპორტის პრაქტიკულად ყველა გუნდურ სახეობაში გვაქვს უნიკალური, უპრეცედენტო მიღწევები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისტორიაში პირველად, პრაქტიკულად ყველა სპორტულ გუნდურ სახეობაში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. „ფეხბურთთან დაკავშირებით ყველამ ვიცით, რამხელა წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი საკალათბურთო ნაკრები ამ საანგარიშო პერიოდში გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხვდა მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს […]

ირაკლი ზარქუა – მე მესმის, რადიკალების ოპოზიციური ტელეარხები ჩასაფრებულები ხართ, რამენაირად შეფერხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ვერ ეღირსებით – კუბილიუსები და მათი ძმანი ვერაფერს გააწყობენ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები

მე მესმის, რადიკალების ოპოზიციური ტელეარხები ჩასაფრებულები ხართ, რამენაირად შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ვერ ეღირსებით – კუბილიუსები და მათი ძმანი ვერაფერს გააწყობენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტს, რომელმაც ევროპული საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. მისი თქმით, „მთელი ერი მომართული ვართ ერთიანად, რომ კიდევ უფრო განვითარდეთ და […]