ავტომობილის მოვლის ხელოვნება – „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული კამპანია

„თეგეტაში“ კარგად ესმით, რომ მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, არამედ ემოციური კავშირის დამყარებაა აუცილებელი. სწორედ ამ იდეით კომპანიამ ერთი შეხედვით ორი განსხვავებული სამყარო – ავტოინდუსტრია და ხელოვნება – ერთმანეთს დაუკავშირა. ფუნქციურობისა და ესთეტიკის სინთეზით ახალი კამპანია შექმნა და ავტომობილის მოვლა არა დამღლელ რუტინად, არამედ ხელოვნებად წარმოაჩინა. პროექტი მოძრავი პოსტერებისგან შედგება, რომელთაც […]
ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები

მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. „ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება. უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება, […]
სამაგისტრო პროგრამა, რომელიც წარმატებით დასაქმების გარანტია ხდება

ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, გაცვლით პროგრამები წამყვან უნივერსიტეტებში, თეორიული სწავლის პარალელურად მიღებული დიდი პრაქტიკული გამოცდილება, დასაქმების ფართო არეალი – ეს მხოლოდ ნაწილია იმ უპირატესობებისა, რომლებითაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში მიიღებთ. ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები BTU-ს იმ პროგრამებს მიეკუთვნება, რომლებიც უნივერსიტეტის დაარსების პირველივე დღიდან მოქმედებს აკრედიტებულ რეჟიმში. ის 2016 […]
საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, გასამგზავრებელი ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე 28 ივნისის 13:00 საათიდან შეეძლებათ. „EURO 2024 ზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე საათიდან შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, […]
ირაკლი კობახიძე – ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე, უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავის და მესტიის აეროპორტებისთვის

ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აეროპორტებს. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით. განიხილებოდა ორი ალტერნატიული […]
პრემიერი – ტურიზმი, ავიაცია არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და მოხარულები ვართ, რომ გაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ და ძალისხმევა კიდევ უფრო გავაძლიეროთ

პირველ კვარტალში ტურიზმიდან მივიღეთ 808 მლნ დოლარის შემოსავლები, რაც 40%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმი და ავიაცია არის საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით კარგი ტენდენციები ფიქსირდება. „მე მთავრობის სხდომაზე მქონდა საუბარი რეკორდულ მაჩვენებლებზე, რომლებიც გვაქვს ტურიზმსა […]
თსუ-ში მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია-მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია-მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ მიმდინარეობს. როგორც თსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციაში საქართველოსთან ერთად შვედეთის, ავსტრიის, ლიეტუვას, ისლანდიის, კანადის, საბერძნეთის, ლატვიის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების, ევროპის ტერმინოლოგიური ასოციაციისა (EAFT) და ტერმინოლოგიის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის (Infoterm) წარმომადგენლები მონაწილეობენ. „ღონისძიების ორგანიზატორია თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ლექსიკონების […]
ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდებიან. კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტები დააჯილდოვებენ. კონკურსზე წარმოდგენილი იქნება კერძო სექტორის ის გამორჩეული CSR პროექტები, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. […]
პრემიერი – სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე, საქართველოს მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, გაფართოვდა ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელი

მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა გარემოს დაცვის მიმართულებით, შემუშავდა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების რუკები მთელი ქვეყნის ტერიტორიისთვის, დასრულების ეტაპზეა გეოლოგიური საფრთხეების რუკები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 11 მეწყრულ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მონიტორინგის სისტემები. „დღეისთვის სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე. გაფორმდა ხელშეკრულება შვეიცარიელ ექსპერტებთან, […]
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს. „ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში […]