ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, 2030 წლისთვის, ენერგეტიკის სფეროში ეროვნულმა წარმოებამ გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად

ენერგეტიკა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, რომ 2030 წლისთვის ეროვნულმა წარმოებამ ამ სფეროში გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის განსახორციელებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით 284 ხელშეკრულებაა გაფორმებული. „მათგან 214 არის ჰიდროელექტროსადგური, 26 ქარის, ხოლო 44 მზის […]
პარლამენტში კობახიძის მოხსენებას ოპოზიციიდან თითქმის არავინ ესწრება

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენას დღეს, 28 ივნისს, ოპოზიციიდან თითქმის არავინ ესწრება. საპარლამენტო ოპოზიციის წევრების უმრავლესობამ პარლამენტის სხდომებს მას შემდეგ აღარ ესწრება, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული კანონი მიიღო მიმდინარე წლის 28 მაისს. ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენას პარლამენტში სხდომათა დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტებისა“ და „გირჩის“ წევრები ესწრებიან. თუმცა ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ „რადიკალურმა […]
NATO-ს სამიტზე საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს – ამერიკის ხმა

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, 9-11 ივლისს, ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩაშვილი მიიწვიეს. გამოცემამ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, მათი მილეს მისწერა, მიიწვიეს თუ არა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. მილერმა გამოცემას ასე უპასუხა: “პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”. […]
რომანო: მიქაუტაძემ ამ ფრანგულ კლუბთან პირადი კონტრაქტი შეთანახმა

“მეცისა” და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე დიდი ალბათობით, კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, “მონაკომ” “მეცს” მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა, რათა კლუბები ფეხბურთელის ფასზე შეთანხმდნენ. რომანოს ინფორმაციით, “მონაკოს” მიქაუტაძის გაფორმება ევრო 2024-ის დასრულებამდე სურს. შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის მიქაუტაძე 3 გატანილი გოლით ევრო 2024-ის ბომბარდირია. ცნობისთვის, “მონაკომ” […]
“მბაპესი ძალიან, ძალიან მეშინია” – ვერტონგენმა საფრანგეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა

ორშაბათს, 1-ელ ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. ბელგიელთა ვეტერანმა მცველმა იან ვერტონგენმა ჟურნალისტებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. “ურთულესი მატჩი გველოდება, ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით. მეშინია თუ არა მბაპესი? დიახ, მისი ძალიან, ძალიან მეშინია”, – განაცხადა 37 წლის ვერტონგენმა. შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საგარეო უწყება – საქართველო მონაწილეობას მიიღებს 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტში – ქართულ დელეგაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველო მონაწილეობას მიიღებს 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. „მინისტრი მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. […]
Politico – დებატებით პანიკაში ჩავარდნილი „დემოკრატები“ ჯო ბაიდენის ალტერნატივების ძიებას იწყებენ

„დემოკრატები” იმდენად პანიკაში არიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარუმატებელი დებატების გამო, რომ ზოგი აქტიურად განიხილავს მისი ჩანაცვლების საკითხს, – ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამ პოტენციურ „დემოკრატ“ კანდიდატთან დაახლოებული სამი სტრატეგის განცხადებით, მათ დებატების განმავლობაში უამრავი ტექსტური შეტყობინება მიიღეს. ერთ-ერთი შესაძლო „დემოკრატი“ საპრეზიდენტო კანდიდატის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მან მიიღო რამდენიმე შემდეგი შინაარსის შეტყობინება მნიშვნელოვანი დონორებისგან : […]
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

2024 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს სიოფრა ო’ლირის, საქართველოს არჩეულ მოსამართლეს ლადო ჭანტურიას და სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილეს აბელ კამპოსს შეხვდნენ. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სასამართლო მეგობრის მოსაზრებების (Amicus Curiae) მომზადებისა და გაგზავნის პრაქტიკა […]
ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს და მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, მათი როლი ამ წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ასევე ქართველ გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ გულშემატკივრის როლი საქართველოს ნაკრების წარმატებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. „მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, […]
პრემიერი – იყო სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რაც შემაშფოთებელია – ფეხბურთელი უნდა იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი და კონცენტრირებული იყოს ფეხბურთზე და თამაშზე

ამ დღეებში იყო გარკვეული სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რაც ძალიან შემაშფოთებელია – ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი და კონცენტრირებული უნდა იყოს ფეხბურთზე და თამაშზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს იყო შემთხვევები, როდესაც საფეხბურთო შემადგენლობის დაყენებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ ერეოდნენ. „მინდა […]