,,უშაქრო” – პროდუქციაზე მოთხოვნა, დაახლოებით, 23%-ით გაიზარდა

ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა დაახლოებით, 22-23%-ით გაიზარდა. ვფიქრობთ, მომდევნო პერიოდშიც სტაბილურად მზარდი იქნება უშაქრო პროდუქტებზე მოთხოვნა, – ამის შესახებ საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია “უშაქროს” დამფუძნებელმა რუსუდან კვანტალიანმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უშაქრო პროდუქცია უფრო და უფრო მეტი მომხმარებლის ყურადღებას იპყრობს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. “ყველა პროდუქტს თავისი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა, ტრადიციულ კრემიან დესერტებს გამოვყოფდი. ვფიქრობ, […]

ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი „ჯარის ბანაკის“ მეორე როტაციას მასპინძლობს

„ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ კოჯორში, ახალქალაქსა და საჩხერეში აქტიურად მიმდინარეობს. ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მეორე როტაციაზე, ბანაკში დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის ხონის, სამტრედიის, ვანის, წეროვანის, გორისა და ქარელის სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობს. „ჯარის ბანაკში“ შექმნილია ყველა პირობა, რომ თითოეული მონაწილისთვის ბანაკი იყოს აქტიური, საინტერესო, შემეცნებითი, მხიარული, განსხვავებული და სიახლეებით დატვირთული. […]

ტელედებატების შემდეგ, ამომრჩეველთა 60% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურა უნდა შეიცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა შეიცვალოს. გამოკითხვა morning consult-მა ჩაატარა. ამავე გამოკითხვის მიხედვით, დემოკრატების მომხრეთა 21 პროცენტი თვლის, რომ ჯო ბაიდენის კანდიდატურის შეცვლა არ ღირს.

2023 წელს საგანმანათლებლო სექტორის შემოსავლებმა ₾3.3 მლრდ-ს მიაღწია – Galt & Taggart

საინვესტიციო ბანკმა Galt&Taggart საქართველოს საგანმანათლებო სექტორის კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სექტორის შემოსავლები 2021-23 წლებში 18.7%-ით გაიზარდა და გასულ წელს, 3,3 მილიარდ ლარს მიაღწია. კვლევის თანახმად, ზრდა განაპირობა სამთავრობო ინვესტიციების მატებამ, უცხოელი სტუდენტების შემოდინებამ, სწავლის გადასახადის ზრდამ და კერძო სკოლებში მოსწავლეთა მიღების გაზრდილმა მაჩვენებელმა. 2023 წელს სექტორში ყველაზე მაღალი შემოსავალი – ₾1.5 მილიარდი – ზოგადი […]

არაფრის არ გვეშინია… – ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ხვალინდელ თამაშზე ისაუბრა. ვილი სანიოლი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს არაფერი აქვს დასაკარგი და მერვედფინალში ესპანეთთან აღფრთოვანებით ითამაშებს. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა: “”არ ველოდი ასეთ კარგ თამაშს, ამაყი და გაოცებული ვარ. ისევე როგორც პორტუგალიის წინააღმდეგ, ასევე ახლაც თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ. გვაქვს სურვილი ვითამაშოთ […]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან პრეს-ტურს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან პრეს-ტურს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მეცხრე არხის გადაცემა „საკუთარი აზრი”-ს წარმომადგენლები გადაიღებენ და დაამზადებენ გადაცემათა ციკლს საქართველოზე. „გადაცემათა ციკლის შედეგად, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საქართველო ტურისტებისთვის. საქართველოში ვიზიტის დროს, ტურის მონაწილეები ეწვევიან თბილისს, ბორჯომს, გუდაურს, გორს, კახეთის რეგიონს, ქუთაისსა და ბათუმს“, – ნათქვამია გავრცელებულ […]

ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ გადაიდო

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ 29 და 30 ივნისს დაგეგმილი ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ უამინდობის გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დილას მოსულმა ნალექმა გარკვეული ტექნიკური დაზიანებები გამოიწვია. შესაბამისად, დღეს და ხვალ ღონისძიება აღარ გაიმართება. „ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალი 6 და 7 ივლისს ჩატარდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო!“- ნათქვამია […]

კვარაცხელია და მიქაუტაძე გოლგაუშვებელ ესპანეთს ემუქრებიან – გზა, სადაც გერმანია და საფრანგეთიცაა…

ევროპის ჩემპიონატი პლეი-ოფის ეტაპზე გადავიდა. ჯერაც დაუჯერებელია, რომ აქ საქართველოს ნაკრებიცაა და ახლა მისი მატჩის პრევიუს ვკითხულობთ. მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით – კვირას, 30 ივნისს, კიოლნის “რაინ ენერგიზე”, თბილისის დროით 23:00 საათზე. “ფურია როხამ” 2008 წლის შემდეგ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა პირველად მოიგო. ესპანელენს ჯერ გოლი არ გაუშვიათ, 4 “მშრალი” კარი კი 2012 წლის შემდეგ […]

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს უქმეებზე

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8101 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0226 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0082 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0310 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228 ლარი შეადგინა.

ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ გადაიდო

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ 29 და 30 ივნისს დაგეგმილი ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ უამინდობის გამო გადაიდო. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დილას მოსულმა ნალექმა გარკვეული ტექნიკური დაზიანებები გამოიწვია. შესაბამისად, დღეს და ხვალ ღონისძიება აღარ გაიმართება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალი 6 და 7 ივლისს ჩატარდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო!