კახა კალაძე – ერთადერთი ძალა ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის „ქართული ოცნება“ – ოპოზიცია არის ამ ქვეყნის მტერი

ერთადერთი ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება“, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მან კიდევ ერთხელ ხაზი, რომ ოპოზიციის ქმედებები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესშიც. „ერთი რამ უნდა გავიგოთ ყველამ, ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები. […]
კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ავრცელებს. ალექსეი სმირნოვის განცხადებით, 29 ივნისის ღამეს, სოფელ გოროდიშჩეში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. „მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის კიდევ ორი წევრი რილსკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, […]
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება – 29 ივნისს ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩისთვის მზადება დაიწყო. პრესსამსახურის ცნობით, 28 ივნისს, „ჯვაროსნებმა“ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთს 30 ივნისს, კიოლნში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართელოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 29 ივნისს, თბილისის დროით 15:45 საათზე კიოლნის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარი […]
“როგორც კი EU-ს წევრი გავხდებით, კრეატიული ინდუსტრია 10-ჯერ გაიზრდება” – მარკეტერი

კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” მარკეტერი, ლევან ლეფსვერიძე BMGDrive-ის ეთერში ქართული კრეატიული ინდუსტრიის პოტენციალს აფასებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა და გამარჯვება, როგორიცაა, მაგალითად, “კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე” ქართული სააგენტოს მიერ Grand Prix-ს მოგება, ამ მიმართულების განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს. “ჩვენი კრეატიული ინდუსტრია რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყველაზე ძლიერია, კითხვის ნიშნის გარეშე. […]
საქართველო-ესპანეთის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრეთათვის ავტობუსები 02:00-მდე ივლიან

თბილისის მერიის ცნობით, ხვალ, 30 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო-ესპანეთის მატჩის ღია ჩვენება მოეწყობა. დამსწრეთათვის ავტობუსების ნაწილი 1 ივლისის 02:00 საათამდე ივლის. “ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, 30 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, […]
ფეხბურთის გამო, 30 ივნისის ღამით, ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

თბილისის მერიის განცხადებით, 30 ივნისის ღამეს, ფეხბურთის გამო მუნიციპალური ავტობუსის ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. “მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი, ფეხბურთის გამო, 30 ივნისის ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, 30 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი […]
დონალდ ტრამპი – ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს

ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიის შტატში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ გარე მტრები გვყავს – ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, გარე მტრები, მაგრამ ისინი მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს. თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს, ისინი მტრები არ […]
“თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან” – ვინისიუსი

“რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა კოპა ამერიკაზე პარაგვაისთან (4:1) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ასეთ სტადიონებზე თამაში ძალიან რთულია, რადგან დაბალი ხარისხისაა. გარდა ამისა, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან, ისინი უბრალოდ ვერ გვიცავენ. კონმებოლი საერთოდ არ გვიფრთხილდება”, – განაცხადა პარაგვაისთან შეხვედრაში დუბლის ავტორმა. შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე D ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილს იკავებს, […]
ბავშვს, რომლის მშობლებიც საბავშვო ბაღის აღმზრდელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ექსპერტიზა უტარდება – ახალი დეტალები ქუთაისიდან

ბავშვს, რომლის მშობლებიც საბავშვო ბაღის აღმზრდელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ექსპერტიზა უტარდება, – სცემა თუ არა ქუთაისში მე-4 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა აუტისტური სპექტრის მქონე აღსაზრდელი, ამას ახლა სამართალდამცველები არკვევენ. მოზარდის ოჯახი ირწმუნება, რომ მცირეწლოვანს ცემის კვალი სხეულზე ეტყობა. ბავშვის საცხოვრებელი სახლი და ბაღი ერთმანეთის გვერდით არის. ოჯახის თქმით, მათ მოზარდის განწირული ხმა გაიგეს, მალევე ბაღში გადავიდნენ […]
,,უშაქრო” – პროდუქციაზე მოთხოვნა, დაახლოებით, 23%-ით გაიზარდა
ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა დაახლოებით, 22-23%-ით გაიზარდა. ვფიქრობთ, მომდევნო პერიოდშიც სტაბილურად მზარდი იქნება უშაქრო პროდუქტებზე მოთხოვნა, – ამის შესახებ საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია “უშაქროს” დამფუძნებელმა რუსუდან კვანტალიანმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უშაქრო პროდუქცია უფრო და უფრო მეტი მომხმარებლის ყურადღებას იპყრობს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. “ყველა პროდუქტს თავისი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა, ტრადიციულ კრემიან დესერტებს გამოვყოფდი. ვფიქრობ, […]