ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ გადაიდო

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ 29 და 30 ივნისს დაგეგმილი ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ უამინდობის გამო გადაიდო. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დილას მოსულმა ნალექმა გარკვეული ტექნიკური დაზიანებები გამოიწვია. შესაბამისად, დღეს და ხვალ ღონისძიება აღარ გაიმართება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალი 6 და 7 ივლისს ჩატარდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო!
დაბალი ფასის გამო რუსეთიდან და ირანიდან არმატურის იმპორტი ბოლო წლებში გაორმაგდა

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი საშუალოდ 12.3%-ით გაიზარდა 2018-23 წლებში და 5.3 მლრდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ. კვლევის თანახმად, სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავალი თითქმის გაორმაგდა 2020-23 წლებში, რაც პანდემიის შემდეგ მშენებლობის სექტორის სწრაფი აღდგენით და ფასების ზრდით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი ადგილობრივად იწარმოება: · ცემენტის მოხმარება ძირითადად […]
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის” ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი დააჯილდოვებს. 2024 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან: · ნუკრი კარკაძე […]
Financial Times – წინასწარი მონაცემებით, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

წინასწარი მონაცემებით, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. FT-ის ცნობით, ამ დროისთვის 19 მილიონზე მეტი ხმაა დათვლილი და რეფორმისტ კანდიდატს მასუდ პეზეშკიანს 8,3 მილიონი ხმა აქვს, ხოლო რეჟიმის მხარდამჭერსა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს საიდ ჯალილს 7,18 მილიონი. ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედიის ინფორმაციით, 28 ივნისს […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე სასტუმროს ადმინისტრატორი ამხილა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ორი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მხილებულია 1994 წელს დაბადებული ქალი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. „2024 წლის 25 მაისს, სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახვის გზით, […]
„ცხადია, ეს კარგი ჟესტია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და არა ფულისთვის” – ლუკა ლოჩოშვილი ფონდი „ქართუს” ჯილდოზე

„ცხადია, ეს კარგი ჟესტია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და არა ფულისთვის” – ლუკა ლოჩოშვილი ფონდი „ქართუს” ჯილდოზე ცხადია, ეს კარგი ჟესტია, თუმცა, ჩვენ არა ფულისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ – ასე ეხმაურება ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ფონდი “ქართუს” მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 ათასი მილიონი ლარის გადაცემას. მისი […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე სასტუმროს ადმინისტრატორი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ორი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მხილებულია 1994 წელს დაბადებული ქალი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. „2024 წლის 25 მაისს, სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახვის გზით, […]
კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული მეორე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული მეორე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. ზღვაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის ცხედარი მაშველებმა გუშინ, 28 ივნისს იპოვეს. სამძებრო სამუშაოები 27 ივნისს დაიწყო.
სამინისტროს ცნობით, EU-ის შემფასებელთა მისია საქართველოს აგროსექტორში ENPARD-ით აღებული ვალდებულებების შედეგებს პოზიტიურად აფასებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის შემფასებელთა მისიასთან შეხვედრა გამართა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეოთხე ფაზის 2023 წლისთვის აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი განახორციელეს, რომელიც სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების კომპონენტებს მოიცავს. შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების დინამიკა და […]
აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვიეს

აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვიეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მოადგილემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ო’ბრაიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნულ ღონისძიების ჩატარებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის გეგმავს, მათ შორის აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის. “ველი, რომ ორივე ქვეყანა მიიღებს ამაში მონაწილეობას” […]