ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ გადაიდო

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ 29 და 30 ივნისს დაგეგმილი ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ უამინდობის გამო გადაიდო.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დილას მოსულმა ნალექმა გარკვეული ტექნიკური დაზიანებები გამოიწვია. შესაბამისად, დღეს და ხვალ ღონისძიება აღარ გაიმართება.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალი 6 და 7 ივლისს ჩატარდება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო!

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.