ესპანეთთან მოგების შემთხვევაში 1-ელ ივლისს 14:00 სთ-დან 90 წუთის განმავლობაში საწვავს 2 ლარად გავყიდით – Socar-ის დაპირება

Socar-ი პირობას დებს, რომ თუ 30 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები Euro 2024-ის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს მოუგებს, მეორე დღეს – 1 ივლისს 14:00 საათიდან 90 წუთის განმავლობაში გასამართ სადგურებზე ყველა ტიპის საწვავი 2 ლარად გაიყიდება. დაპირება კომპანიამ Facebook-ის გვერდზე გაასაჯაროვა და იმ დაპირებების სერიას შეუერთდა, რომელიც პორტუგალიასთან თამაშამდე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები დებდნენ. “თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე….“ […]

ბოლივიელ გენერალს, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება სცადა, ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბოლივიელ გენერალს, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება სცადა, ექვსთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლივიის მთავარი პროკურორი, სეზარ სილესი ავრცელებს. „პრევენციული პატიმრობის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება, უდავოდ პრეცედენტს შექმნის და კარგი სიგნალი იქნება, რათა გამოძიებამ წინსვლა განაგრძოს“, – განაცხადა სეზარ სილესმა. მისივე თქმით, ექვსთვიანი წინასწარი პატიმრობა გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა და აღნიშნა, რომ ბოლივიის თავდაცვისა […]

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტი და კონსერვატორი კანდიდატები ლიდერობენ

ირანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმატორი მასუდ პეზეშქიანი და მკაცრი კურსის მიმდევარი საიიდ ჯალილი ლიდერობენ. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პეზეშქიანმა 10.4 მილიონი ხმა მოიპოვა, ჯალილმა-თითქმის 9.5 მილიონი. მათმა კონკურენტმა პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა დაახლოებით 3.4-მილიონმა, ხოლო შიიტ სასულიერო პირს, მუსტაფა პურმოჰამადს-0.2 მილიონმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად მეორე ტურში გავიდა ყველაზე მაღალი შედეგების მქონე ორი კანდიდატი, რადგან […]

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – ოჯახი დახმარებას ითხოვს

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა 25 ივნისს, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ხანძარმა კინაღამ იმსხვერპლა სორდიების ოჯახი. საბედნიეროდ, ყველანი გადარჩნენ, რისთვისაც მადლობა მეზობელს, რომელმაც ხანძარი დროულად შენიშნა. სამწუხაროდ, სახლი არის ხანძრისგან თითქმის სრულად განადგურებული – ვერ გადარჩა თითქმის ვერცერთი ნივთი (დამწვარია სრულად კედლები, ჭერი, ტექნიკა, ავეჯი, და ა.შ), შესაბამისად სახლი არათუ უცხოვრებელ […]

რეჟისორ რეზო ესაძის შვილმა მინდია ესაძემ ეროვნულ არქივს მამის პირადი არქივი გადასცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს რეჟისორ რეზო ესაძის შვილმა მინდია ესაძემ მამის პირადი არქივი გადასცა. რეზო ესაძის ოჯახის გადაწყვეტილებით, ცნობილი კინოხელოვანის ფილმების – „ნეილონის ნაძვის ხე“, „ერთი ნახვით შეყვარება“ და „ჭერი“ – კინოფირები, ფილმების გადასაღები მოედნის ფოტოები და ექსპერიმენტული სტუდია „დებიუტის“ საარქივო დოკუმენტები ამიერიდან ეროვნულ არქივში იქნება დაცული. დოკუმენტების საარქივო წესით დამუშავების შემდეგ მასალა მკვლევართა […]

ორი კვირაა, ოჯახი თენგო ჩხუმიანს ეძებს

უკვე ორი კვირაა, ოჯახი თენგო ჩხუმიანს ეძებს – ინფორმაციას ოჯახის ახლობლები გვაწვდიან. “სვანეთიდან მოდიოდა დმანისი მიმართულებით. მახსოვრობასთან დაკავᲨირებით პრობლემა აქვს ყველგან ეᲫებენ მაგრამ უშედეგოდ”, – ამბობენ ისინი. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით: 557 772651; 598188631

,,სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ” – კახა კალაძე

რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსა და ესპანეთს შორის ხვალ გასამართი მატჩის შესახებ საუბრისას აღნიშნა. კახა კალაძის თქმით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ვხვდებით ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებს, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველასთან შეუძლია თამაში. „მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. […]

საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული სამედიცინო ცენტრი გახდა. კლინიკური ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების უმაღლესი სტატუსი ჰოსპიტალს ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI) რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მიენიჭა. ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. AACI არის „ჯანმრთელობის […]

კვარიათში ზღვაში მეორე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი დღეს იპოვეს. მაშველებმა სამძებრო სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყეს, როდესაც უწყებაში 30 წლამდე ქალისა და მამაკაცის ზღვაში გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა. კვარიათის სანაპიროსთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

2022 წელს ჩრდილოეთ კორეამ 22 წლის კაცი K-pop-ის მოსმენის გამო საჯაროდ სიკვდილით დასაჯა

ჩრდილოეთ კორეაში 22 წლის მამაკაცი სამხრეთ კორეული მუსიკის მოსმენის, სამხრეთ კორეული ფილმების ყურებისა და მათი გავრცელების გამო საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს. შემთხვევა დეტალურადაა აღწერილი ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების 2024 წლის ანგარიშში, რომელიც სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ 27 ივნისს გამოაქვეყნა. ანგარიში აერთიანებს ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული 649 ადამიანის ჩვენებას. ერთ-ერთი გამოქცეულის ანონიმურ ჩვენებაზე დაყრდნობით, ახალგაზრდა მამაკაცი, სამხრეთ ჰუანგჰეს […]