ბოლივიელ გენერალს, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება სცადა, ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბოლივიელ გენერალს, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება სცადა, ექვსთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლივიის მთავარი პროკურორი, სეზარ სილესი ავრცელებს.
„პრევენციული პატიმრობის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება, უდავოდ პრეცედენტს შექმნის და კარგი სიგნალი იქნება, რათა გამოძიებამ წინსვლა განაგრძოს“, – განაცხადა სეზარ სილესმა.
მისივე თქმით, ექვსთვიანი წინასწარი პატიმრობა გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა და აღნიშნა, რომ ბოლივიის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირეს.
შეგახსენებთ, 26 ივნისს, გენერალმა ხუან ხოსე სუნიგამ სახელმწიფო გადატრიალება სცადა, როდესაც მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა დაჯგუფებამ პრეზიდენტის სასახლე დაიკავა. ბოლივიის პრეზიდენტმა, ლუის არსემ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაგმო და რამდენიმე საათის შემდეგ, გენერალი ხუან ხოსე სუნიგა დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…