„პირველად ერთმანეთს თეატრალურში შევხვდით. ჯგუფში რომ შემოვედი, რაღაცაზე გაიცინე” – ეკა კახიანისა და ეკა ჩხეიძის ვარსკვლავური დუეტი – Marao

რადიო ფორტუნას გადაცემის “ვარსკვლავური დუეტის” სტუმრები ეკა კახიანი და ეკა ჩხეიძე არიან: ეკა კახიანი: „პირველად ერთმანეთს თეატრალურში შევხვდით. ჯგუფში რომ შემოვედი, რაღაცაზე ისე გაიცინე, ცოტა ვიფიქრე, ვაუ… ეს ის ჯგუფია, ლეგენდები რომ დადის-მეთქი“. ეკა ჩხეიძე: „სიცილისთვის მაგდებდნენ ინსტიტუტიდან…“ ეკა კახიანი:„ყველა მსახიობი და მომღერალი ხომ არ იქნება ერთ ოჯახში. ანასტასია და ქეთოც გადასარევად მღერიან, მაგრამ თავისთვის.. […]

შალვა პაპუაშვილი – ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ – საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის

2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ასევე საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში. ,,2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, […]

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს, საბჭომ ბელარუსის ეკონომიკის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომები მიიღო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომში რეჟიმის მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში. საბჭოს ცნობით, დაწესებული სანქციების მიზანს მათთვის გვერდის ავლის პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს. „ეს ყოვლისმომცველი ზომები რუსეთთან მიმართებაში მოქმედი […]

დრონების იერიშის შედეგად კურსკის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა – რეგიონის გუბერნატორი

29 ივნისის ღამეს „უკრაინული კოპტერი“ თავს დაესხა საცხოვრებელ კორპუსს კურსკის რეგიონში, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ კურსკის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. სმირნოვმა განმარტა, რომ დარტყმის სამიზნე იყო სოფელ გოროდიშჩეში მდებარე სახლი. დაღუპულები და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. […]

რუსები დონეცკის ოლქის დასახლებას თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი

რუსები დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე საცხოვრებელ უბანს თავს დაესხნენ, შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 6 დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვადიმ ფალაშკინმა განაცხადა. გუბერნატორის თქმით, მსხვერპლის უმეტესობა ნიუ-იორკის დასახლებაში იყო, რომელიც ფრონტის ხაზთან მდებარეობს – “რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას!” – განაცხადა ფალაშკინმა. უკრაინის ხელისუფლება ფრონტის ხაზთან ახლომდებარე დასახლებებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ასევე, […]

,,პარლამენტთან 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია, ვფიქრობთ ივლისის ბოლოს დასრულდება” – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, პარლამენტის გვერდით 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია ივლისის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ მან მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულებისას ჟურნალისტებს განუცხადა. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1.5 მლნ ლარით დაფინანსდა და მას ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. „პირველი, რაც კეთდება, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. შესაბამისი კომპანიები ჩართულები […]

“ხვიჩას დე ლაურენტისის ნათქვამზე გაეცინა – აურელიოს შეუძლია “ძალისმიერ მეთოდებს” მიმართოს” – იტალიური მედია

უკვე გაცნობეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ პორტუგალიელთა კარში გატანილი გოლის შემდეგ, “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ქართველს დიუსელდორფში წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩააკითხა. რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო ორსაათიანი შეხვედრის დეტალებს იტყობინება. მისი თქმით, მინი-სამიტმა ძალიან მეგობრულ და მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა, რომელიც კიდევ უფრო გაახალისა ერთმა ახალგაზრდა ქართველმა, […]

ქვეყანაში რუსული კანონი არ არსებობს, არ მიღებულა – კალაძე 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე ჟენევაში ლიეტუვის მუდმივი მისიის მიერ გამოქვეყნებულ 36 ქვეყნის წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაიწვიოს რუსული კანონი პარლამენტიდან. კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში რუსული კანონი არ მიღებულა და არ არსებობს. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ განცხადებაზე ხელმომწერმა ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. თბილისის მერის თქმით, […]

საზოგადოებრივი ავტობუსები 30 ივნისის ღამეს გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ – თბილისის მერია

მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი, ფეხბურთის გამო, 30 ივნისის ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, 30 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ […]

3 ივლისიდან საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

2024 წლის 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებს დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები […]