ნიგერიაში სამი აფეთქება მოხდა – დაღუპულია 18 ადამიანი, დაშავებულია 50-მდე

ნიგერიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში სამი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის საგანგებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველი აფეთქება ქორწილში, ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა, მეორე ჰოსპიტალში, მესამე კი დაკრძალვის ცერემონიაზე. ბორნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (SEMA) ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. დამატებითი დეტალები აფეთქების შესახებ, ამ […]

ყვითელი ბარათების გამო, დღეს ანზორ მექვაბიშვილი ვერ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მორიგი საფეხბურთო დღესასწაული თბილისის დროით ღამის 11 საათზე დაიწყება. ქართველი ქომაგები კიოლნში ტრადიციული მსვლელობას მოაწყობენ, რომლის დეტალებიც ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ყვითელი ბარათების გამო, საქართველოს ნაკრებს დღეს ანზორ მექვაბიშვილი ვერ დაეხმარება ესპანეთის ნაკრებში პრესკონფერენციაზე საქართველოსთან რამდენიმე წლის წინ გამართული მატჩი გაიხსენეს, რომელიც 1:7 დასრულდა, […]

მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი დღეს გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

თბილისის მერიის ცნობით, დღეს, 30 ივნისს, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველო-ესპანეთის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრეთათვის თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. “ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია […]

ვინ არიან საზამთროს ყველაზე მსხვილი მწარმოებლები მსოფლიოში?

FAO-ს მონაცემებით, 2022 წელს საზამთროს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა, 60 542 203 ტონა საზამთროს წარმოებით, ჩინეთი იყო. სამეულშია თურქეთი და ინდოეთი. ათეულში მე-6 ადგილზე მოხვდა რუსეთი 1 635 405 ტონა საზამთროს წარმოებით, მე-10 და მე-11 ადგილებზე არიან უზბეკეთი და ყაზახეთი 1.4 და 1.3 ტონა საზამთროს წარმოებით, მე-17-ზე – ტაჯიკეთი (800 000 ტონა), 37-ზე – უკრაინა […]

თამარაშვილისა და ამირეჯიბის გადაკვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 თვით შეიზღუდა

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსი ეწყობა, რის გამოც ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივნისიდან შეიზღუდა. უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს. „მოძრაობა სრულად აიკრძალა ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით. ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ […]

ზაფხულის ჯავშნების 10%-იანი ზრდა გვაქვს – Boutique Apartment Signature

ქუთაისში მდებარე სასტუმრო Boutique Apartment Signature-ის მფლობელი და პროექტის განვითარების მენეჯერი, ქრისტინე მესხაძე ამბობს, რომ ზაფხულის ჯავშნების 10%-იანი ზრდა ფიქსირდება. თუმცა, როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ტურისტული სეზონის დატვირთვაზე დიდი გავლენა ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ფრენების კლებამ ან გაუქმებამ მოახდინა. მისი თქმით, სასტუმრო, ზაფხულის პერიოდში მაინც ახერხებს ტურისტული ნაკადების სტაბილური რაოდენობის შენარჩუნებას. შესაბამისად, სასტუმრო ზაფხულის […]

“მილანი” 25 წლის ნახევარმცველით ძლიერდება – “მონაკოსთან” ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანმა” “მონაკოს” 25 წლის ნახევარმცველის იუსუფ ფოფანას ტრანსფერი შეათანხმა. “როსონერი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის და ტრანსფერი სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაოფიციალურდება. ფრანგი ფეხბურთელი დამატებით რამდენიმე ინგლისური გუნდიც იყო დაინტერესებული, თუმცა მან კარიერის გაგრძელება იტალიაში არჩია. გასულ სეზონში ფოფანამ ყველა ტურნირზე “მონაკოს” ფორმა 36 შეხვედრაში მოირგო, სადაც 4 გოლი […]

საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით თავად ევროკავშირსაც უსწრებს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისა და თავად ევროკავშირის მაჩვენებლებს – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „2024 წლის პირველი 5 თვის ბოლო დროს გამოქვეყნებული სტატისტიკა საქართველოს ეკონომიკის 9,3%-იან ზრდას აჩვენებს. საქართველო ინარჩუნებს თავის მყარ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და აფიქსირებს ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და თავად ევროკავშირს […]

მაისში თბილისში ბინების ფასები 0.4%-ით გაიზარდა, ტრანზაქციებზე 5.2%-იანი კლებაა – Galt&Taggart

Galt&Taggart-ის 2024 წლის მაისის განახლების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში, თბილისში ბინების გაყიდვების ტრანზაქციებზე 5.2%-იანი კლებაა. Galt&Taggart წერს, რომ 2024 წლის მაისში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი – 0.4%-ით, გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ფასები 21.8%-ით არის გაზრდილი 2023 წლის დასაწყისიდან. 2024 წლის მაისში თბილისში 244.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.2%- იანი […]

საქართველო-ესპანეთის მატჩის გამო, მოქალაქეებს ავტობუსები და მეტრო გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მათივე ცნობით, ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი […]